x
მეტი
  • 17.11.2019
  • სტატია:96625
  • ვიდეო:343705
  • სურათი:458532
თვითმფრინავის ბორგამცილებელმა ქალმა ფრენისას მისთვის სრულიად უცხო ბავშვი ძუძუთი გამოკვება

image პატრიშა ორგანო-24 წლის ბორტგამცილებელია 4 წლიანი სტაჟით, მაგრამ ის რაც მოხდა ერთერთი ფრენის დროს მთელი მისი კარიერის მანძილზე არ მომხდარა. ეს რეისი პატრიშასთვის განსაკუთრებული იყო, გოგონა უხარვეზო მუშაობისათვის უნდა დაეწინაურებინათ. ყველაფერი კარგად იყო, სანამ თვითმფრინავი არ აფრინდა. აფრენის მერე თვითმფრინავის სალონში გაისმა პატარა ბავშვის გულისგამგმირავი ტირილის ხმა, პატარა ისეთ განწირულ ხმას გამოსცემდა თვითმფრინავის მგზავრები სავარძლებიდან წამოდგნენ და პატარას მხარეს დაიწყეს ყურება, რათა გაეგოთ თუ რა ხდებოდა.
პატრიშა დაუყოვნებლივ მივიდა პატარას დედასთან რათა გაეგო ბავშვის ტირილის მიზეზი.
აღმოჩნდა, რომ ბავშვის დედას და პატარას ერთი პრობლემა ჰქონდათ. ბავშვის დედამ ტირილით მოუთხრო პატრიშას, რომ საღამოდან ელოდა დილის რეისს ფილიპინებიდან და სულ გამორჩა, ბავშვის კვებისათვის საჭირო ნარევი მოემზადებინა აეროპორტის სასადილოში. ახლა კი მშიერი ბავშვი ბოლო ხმაზე განწირული ხმით გაჰკიოდა. პატრიშა, რომელსაც იმ დროისათვის 9 თვის პატარა ჰყავდა სწრაფად მიხვდა დედის მდგომარეობას, მან შესთავაზა ბავშვის დედას ნება დაერთო ბავშვისთვის ძუძუთი მიეწოდებინა რძე.
ბუნებრივია ბავშვის დედამ თანხმობა განუცხადა, დედა პატარა ბავშვით ხელში პატრიშასთან ერთად თვითმფრინავის სამზარეულოსკენ გაემართნენ, სადაც პატრიშამ პატარა მკერდთან მიიწვინა და ძუძუთი გამოკვება. მაძღარმა ბავშვმა მალევე მშვიდად დაიძინა პატრიშას კალთაში.
დედამ დაძინებული პატარა თავისი სავარძლისაკენ წაიყვანა. ფრენა მშვიდად გაგრძელდა, თვითმფრინავის აეროპორტში დაშვების მერე ბავშვის დედამ გაწეული დახმარებისათვის პატრიშას საჯაროს მადლობა გადაუხადა მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისათვის და გულისხმიერებისათვის.
პატრიშა კი იმ ავიაკომპანიამ, სადაც მუშაობდა პრემია გამოუწერა მას, თვითმფრინავის ბორტზე წარმოქმნილი რთული სიტუაციის მოგვარების გამო, გარდა ამისა პატრიშა დააწინაურეს და უფროს ბორტგამცილებლად დანიშნეს.

0
70
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
70