x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საიდუმლო ოთახები ცნობილ ადგილებში, რომლის შესახებ 90%-მა ჯერ კიდევ არ იცის
უძველესი დროიდან ცდილობს ადამიანი ახსნას ბევრი საოცარი რამ, რაც ჩვენს პლანეტაზე მრავლად ხდება. მოვლენებიდან ბევრი მათგანი მეცნიერულად დასაბუთებულია, თუმცა ბევრი რამ კიდევ რჩება პასუხგაუცემელი.


მრავალი ღირსშესანიშნაობა მალავს საიდუმლოს თუ საიდუმლო ოთახს, რომელთა აღმოჩენა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათი წარმოშობისა და შექმნის ისტორიას ჩავეძიებით.


image



დღევანდელ სტატიაში, სწორედ იმ საიდუმლო ოთახებზე მინდა გესაუბროთ, რომლებიც ძალიან ცნობილ ადგილებში არსებობს, თემცა უმეტესმა თქვენგანმა ამის შესახებ, დღემდე არ იცოდა.




1. საიდუმლო ოთახი ეიფელის კოშკის ბოლო სართულზე.

image


როდესაც გუსტავმა ლეგენდარული ღირშესანიშნაობა დააპროექტა, იქვე შეიყვანა ეს პატარა საიდუმლო ოთახი, რომელიც მცირე პარამეტრების მიუხედავად სრულიად კომფორტულია.


საიდუმლო ოთახის ინტერიერი გუსტავ ეიფელმა თავად შექმნა- სურათები, როიალი და მცირე ავეჯი, ხოლო გვერდით ოთახში კი სრულიად აღჭურვილი ლაბორატორია. ეიფელი ხშირად რჩებოდა მოწყობილ ბინაში მეტეოროლოგიური დაკვირვების ჩატარების მიზნით. მრავალი შეთავაზება და თხოვნები იყო ბინაში თუნდაც ერთი ღამე გაეტარებინათ, თუმცა გუსტავი ყველას უარით ისტუმრებდა და მხოლოდ გამოჩენილ ხალხს მასპინძლობდა იქ. მათ შორის იყო ტომას ედისონი, რომელმაც სტუმრობის დროს ეიფელს ფონოგრაფიც კი აჩუქა. (ფონოგრაფი მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყო, რომელიც გამოიგონა ტომას ედისონმა 1877 წელს)



როდესაც გახმაურდა ამ ოთახის შესახებ, შესყიდვის, ან ერთი ღამით გათენების შეთავაზება საკმაოდ სოლიდურ თანხებად ჰქონდა ეიფელს, თუმცა მისი პასუხი იმ განსაცვიფრებელ წინადადებებზე ყოველთვის უარი იყო, არაფრის ფასად არ დათმო მან თავისი ბუდე. 1923 წლის 27 დეკემბერს, გუსტავ ეიფელის სიკვდილის შემდეგ ოთახი დაიკეტა საკმაოდ დიდი ხნით და 2015 წლის მაისში ის დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.







2. დროის კაფსულა რაშმორის მთებში.

imageimage


რაშმორის მთაზე, აბრაამ ლინკოლნის თავში არის საიდუმლო ოთახი, რომელშიც ინახება აშშ-ს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტები. იდეა ეკუთვნის არქიტექტორს გუტზონ ბორგლუმს, რომელმაც კლდის გამოქვაბეულში პატარა საიდუმლო ოთახი "გამოთალა", თუმცა სამწუხაროდ ვერ მოასწრო დაწყებულის დასრულება, ის გარდაიცვალა. "დროის კაფსულის" შექმნაზე მუშაობა, მხოლოდ 1998 წელს დასრულდა.








3. საიდუმლო ოთახი ვაშინგტონ-სკვერის თაღში.

image


ნიუ-იორკში ერთ-ერთ სკვერში არის ვაშინგტონ-მოედნის დიდი თეთრი თაღი. უმეტესობამ იცის მისი არსებობის შესახებ, უმეტესობა კი მას თითქმის არც ამჩნევს. თუმცა, ამ თაღში არის საიდუმლო ოთახი, რომლიდან გზა თაღის სახურავზეც კი ადის და ამ პატარა გზას შეუძლია დაუვიწყარი, ზღაპრული მოგზაურობა მოგიწყოთ. თავდაპირველად მოგიწევთ იპოვოთ პაწაწუნა კარი, რომლიდანაც მომცრო ზომის გვირაბის გავლა მოგიწევთ და მხოლოდ ამ გვირაბის დასასრულს დაინახავთ ასევე პატარა ზომის სპირალის ფორმის მეტალის კიბეს გოთურ სტილში. სწორედ ამ კიბეს შეუძლია თაღის თავზე აგიყვანოთ, საიდანაც "ემფაირ-სთეით-ბილდინგის" საოცარი ხედი იშლება. სამწუხაროდ დღეს არავინ შეგიშვებთ შიგნით, კარი დალუქულია.








4. საიდუმლო ოთახი Empire State Building-ის კორპუსში.

image


ვიცით, რომ Empire State Building-ის არის ნიუ-იორკის სიმბოლო და ღირსშესანიშნაობა. ამ კორპუსში კი იმალება მთელი ერთი სართული. შენობის 103-ე სართული მთლიანად დაცულია და იქ ასვლა სპეციალური მოწვევის გარეშე, შეუძლებელია. ის განთავსებულია შენობის ზედა სართულზე და ვიწრო ვერანდა ქმნის ილუზიას, რომ იქ სხვა სართული და ოთახები, ფაქტობრივად არ არსებობს. ამიტომ, მისი არსებობის შესახებ, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა, არ იციან. თუ შემთხვევით სულს მიყიდით ეშმაკს ბევრი ფულის სანაცვლოდ და მოიხვეჭთ სტატუსს, შესაძლოა მიგიწვიონ და ნახოთ კიდეც ამ შენობის ყველაზე გასაიდუმლოებული სართული, რადგან იქ მხოლოდ გავლენიანი ადამიანები დადიან.






იხილეთ აგრეთვე:



ამ მოვლენების დაჯერება, ნამდვილად გაგიჭირდებათimage






ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრაimage







ამოუხსნელი ხასიათის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანაimage








საოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებიც გაგაოგნებთimage







მისტიკური ფოტოები, რომლებზეც სრულიად წარმოუდგენელი "რამაა" გამოსახულიimage






10 იდუმალი მოვლენა, რომელთა ახსნა ვერანაირი მიწიერი ლოგიკით ვერ ხერხდებაimage






საიდუმლო ოთახი ეიფელის კოშკზე. ის, რაც აქამდე არავინ იცოდაimage


1
569
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
569
  
5 ნოემბერი, 1:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1