x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
მკვლევართა დაკვირვებამ აჩვენა, რომ სიკვდილის მერე სხეული წელიწადნახევარი მოძრაობს
image



მეცნიერებმა პირველად დაამონტაჟეს მიცვალებულზე კამერა დასაფლავების დროს. წელიწადნახევრის განმავლობაში დაკვირვებისას, რაც მათ დაინახეს შოკისმომგვრელია: მთელი ამ ხნის განმავლობაში მკვდარი ადამიანი მოძრაობებს აკეთებდა.


ადამიანის რეაქცია გვამზე ძლიერი ზიზღის გამოხატვაა. შემეცნებითი ანთროპოლოგი პასკალ ბუაიე თავის წიგნში "რელიგიის ახსნა" წერს, რომ ყველა ცნობილ კულტურას ახასიათებს წარმოდგენა მკვდარი სხეულების დაბინძურების, დამანგრეველი მოქმედებების შესახებ. ამიტომ ცდილობენ ადამიანები, რაც შეიძლება მალე მოიშორონ ეს საშინელი ობიექტი, მარხავენ მიწაში, ცეცხლზე წვავენ ან ზღვაში აგდებენ.

შესაძლოა, ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ 17 თვის განმავლობაში სხეულის დაშლის პროცესი პირველად დეტალურად იყო დოკუმენტირებული მხოლოდ 21-ე საუკუნეში.



კვლევები ჩატარდა ავსტრალიის დაწესებულებაში, ტაფონომიური ექსპერიმენტული კვლევისთვის. (Australian facility for taphonomic experimental research) ეს არის ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულება სამხრეთ ნახევარსფეროში, რომელიც შეისწავლის ბუნებრივ პირობებში ადამიანის სხეულის დაშლის პროცესს.


მეცნიერებმა დაამონტაჟეს ავტომატური კამერა ისე, რომ დღის განმავლობაში ყოველ ნახევარ საათში გადაეღო პროცესი . როგორც განმარტავს გამოცემა Science Alert-ი, გადაღებები გაგრძელდა 17 თვის განმავლობაში.


მკვლევარებმა ჩანაწერები შეისწავლეს. ისინი არ მოელოდნენ, რომ გვამი ასე მოძრავი თუ იქნებოდა. უფრო სწორედ, ისინი არ აპირებდნენ მისი აქტიურობისთვის თვალყურის დევნებას. მათი მიზანი იყო წინამორბედების მიერ გამოქვეყნებული მოდელის გადამოწმება, რომელიც აღწერს გვამის დაშლის პროცესს სხვადასხვა ეტაპზე.


ხსენებულმა მოდელმა ტესტი წარმატებით ჩააბარა. ამის შესახებ, კვინსლენდის ცენტრალური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ელისონ უილსონის ხელმძღვანელობით, გამოქვეყნა სამეცნიერო სტატია სასამართლო ექსპერტიზის საერთაშორისო ცენტრში.


ამასთან ერთად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს ცხედრის უცნაური მოძრაობები. მაგალითად, ხელები, რომელიც თავდაპირველად ტანზე ეწყო, გაშლილი იყო.


”ვფიქრობთ, რომ მოძრაობები დაკავშირებულია დაშლის პროცესთან, რადგან სხეული ბუნებრივად მუმიფიცირდება და უჯრდები შრება." - თქვა ვილსონმა AFP– თან სიუჟეტში.



0
649
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0