x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სტატიას ასე ვასრულებდი: "ნუ განსჯი, მაგრამ - ამხილე"... და მადლობის მაგივრად, მწყევლეს, მაგინეს, მლანძღეს...
image

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში მამა შალვა კეკელიას საკვირაო ქადაგებას ეხმაურება და წერს:

"ჯერ კიდევ 8 წლის წინ გავაკეთე "ალიაში" რეპორტაჟი, ზოგ მამაოს რომ საკალმახე აქვს გახსნილი და ბიზნესმენობს. ზოგს რესტორანი აქვს, ზოგს დაჩები ქალაქგარეთ... ექსპერიმენტიც ჩავატარე ერთ-ერთ ტაძარში, ვითომ ვთხოვდებოდი და მაინტერესებდა რა "დამიჯდებოდა" ეს ამბავი... "ნუ გაიკეთებ იმ ძვირადღირებულ "პრიჩოსკას" და ის ფული მოიტანეო აქო", ვითომ იუმორით რომ მითხრა ერთმა მამაომ...რეპორტაჟის გასვლის შემდეგ, მოქალაქეები მირეკავდნენ და მწყევლიდნენ, რატომ დაწერე ესეთი რაღაცეები, როგორ გაბედე, შენ ამოწყდიო და ასე შემდეგ... არადა, სტატიას ასე ვასრულებდი: "ნუ განსჯი, მაგრამ - ამხილე"...და მადლობის მაგივრად, მწყევლეს, მაგინეს, მლანძღეს...

აი, მამა შალვაც უკვე ხმამაღლა საუბრობს ამ თემებზე და ზუსტად ეს იყო და არის დღემდე ჩემი მიზანი - ეკლესია უნდა გაიწმინდოს! ეკლესიაში მხოლოდ ღირსეული სასულიერო პირები უნდა დარჩნენ!


და ჩემი კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმეს ემსახურება ხოლმე ყოველთვის - და არა იმას, რომ მე ეკლესიას, ან ჩვენს სარწმუნოებას ვებრძვი!
დიახ, უნდა გაიწმინდოს ეკლესია და იქ მხოლოდ ნამდვილი, ღირსეული, ღვთისმოშიში, კეთილი, სამაგალითო სასულიერო პირები უნდა დარჩნენ!
და არა ზოგიერთები - ბიზნესმენები, სარწმუნოების მტრები და აღვირახსნილი ტიპები!"-წერს ლაბარტყავა.

imageimage
დეკანოზმა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგებაში ასეთი რამ განაცხადა:"იქნებიან სასულიერო პირები, რომლებიც არიან პრობლემატურები, რომლებსაც არ სჯერათ ღმერთი. სამწუხაროდ, სასულიერო პირებს არ სჯერათ ღმერთის, მათთვის ღვთისმსახურება შემოსავლის წყაროა. ალბათ, ბევრჯერ გინახავთ მღვდლებს, ადამიანების საკურთხელევში შეჰყავთ და ევაჭრებიან ფული დამიმატეო"

0
487
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0