x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დოგუ - უძველესი იაპონური ჰუმანოიდების ფიგურები
დოგუ - უძველესი იაპონური ჰუმანოიდების ფიგურები


დოგუ - ასე უწოდებენ, იაპონელები იმ თიხისგან დამზადებულ (ზოგიერთი კი ქვისგან), 10-დან 30 სამტიმეტრამდე სიგრძის ფიგურებს, რომელიც აღმოაჩინეს იაპონიაში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე სულ ასეთი 15, 000-ზე მეტი არტეფაქტია აღმოჩენილი. ისინი დამზადებულია ხომონოს (ან ძემონის) პერიოდში, პრეისტორიულ იაპონიაში ანუ თარიღდება ძვ.წ. 14, 000 წლიდან ძვ.წ. 400 წლამდე. სიტყვა "დოგუ" ნიშნავს "მიწის" ან "თიხის" ფიგურას. ისინი მხოლოდ მზადდებოდა ძემონის პერიოდში და აღარ ყოფილა დამზადებული მომდევნო - იაიოის პერიოდში. ეს ფიგურები მზადდებოდა მთელი იაპონიის ტერიტორიაზე, გარდა ოკინავასი. უფრო მეტად ისინი ნაპოვნია აღმოსავლეთ იაპონიაში და იშვიათად დასავლეთ ნაწილში. დღემდე უცნობი რჩება მიზეზი, თუ რატომ აკეთებდნენ ამ სტატუეტებს ძველი იაპონელები ან კონკრეტულად ვის, რა არსებებს გამოსახავდნენ ისინი.


ქვისგან,  დაახ. ძვ.წ. 1000 წელს დამზადებული დოგუ


მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის განცხადებით დოგუ შესაძლოა იყოს შამანური რიტულებისთვის დამზადებული და მაშინდელი ხალხის რწმენით ხელს უწყობდა შვილიერებას და გამრავლებას. არსებობს ვარაუდი იმის შესახებაც, რომ ეს ფიგურები შესაძლოა გამოსახავდნენ ქალღმერთს, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ძველ იაპონიაში, ან შესაძლოა ესენი ყოფილიყო დამზადებული იმისთვის, რომ ხალხს თითქოს სწამდა, რომ დოგუს შეეძლო საკუთარ თავზე აეღო ადამიანთა ავადმყოფობა, რის მერეც ამ ფიგურებს ანადგურებდნენ. ეს ყველაფერი მხოლოდ ვარუდებია და ჯერჯერობით არ მტკიცდება. ჩვენ კი, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ დოგუებს აქვთ მომცრო სხეული, პატარა ხელები, ტანთან შედარებით გამორჩეულად დიდი თავი, ზოგიერთი მათგანი თითქოს ატარებს დამცავ სათვალეს თუ სკაფანდრს და აქვთ გამორჩეულად დიდი თვალები.



დოგუ


არსებობს მკვლევართა ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ იაპონელები გამოსახავდნენ იმ არსებებს, რომლებსაც ხშირად ხედავდნენ ან ნანახი ჰყავდათ და მათი კულტი გავრცელდა იაპონიაში. ისინი აცხადებენ, რომ ეს პალეოკონტაქტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. პალეოკონტაქტის თეორია კი ავითარებს იმ აზრს, რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან ხშირად სტუმრობდნენ და სტუმრობენ დედამიწას უძველესი დროიდან მოყოლებული. ხოლო ამ სტუმრობის აღსანიშნავად უამრავი ხალხი დედამიწაზე აკეთებდა ჩანაწერებს, უფრო ძველ დროში კელდებზე ხატავდა პეტროგლიფებს, ქმნიდა კულტებს და რელიგიებს, რომლებიც მოსულ სტუმრებს ღმერთებად ან ანგელოზურ, ზებუნებრივ არსებებად წარმოაჩენდა.


დოგუ



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
111
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
111
  
2019, 5 ნოემბერი, 1:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 4 ნოემბერი, 10:09
რა საინტერესოა... თვალები ყველა ამ ფიგურას დიდი ზომის აქვს და იქნებ მართლაც სკაფანდრია.
0 1 2