x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96591
  • ვიდეო:343685
  • სურათი:458480
წარსულის და მომავლის მთავარი ადამიანები

გასულ საუკუნეში ფილოსოფოსმა მიშელ ფუკომ ტერმინი – «ეპისტემა» შემოიღო, რაც შეცნობის და აზროვნების ერთობას ნიშნავს. მან კაცობრიობის წარსულში 3 ეპისტემა გამოყო და განიხილა. ესენია: აღორნინება (XVI ს.), კლასიციზმი (XVII–XVIII სს.) და თანამედროვე (XVIII ს-ის ბოლოდან – დღემდე). თუმცა, აღორძინებამდეც იყო და ჩვენს შემდეგაც იქნება ისტორია.

ფუკოს მიერ გამოყოფილ ეპისტემებში მთავარი ადამიანები მხატვრები, მეცნიერები და მეწარმეები არიან, – ადამიანები რომლებიც ეპოქების სახეებად და წარმართველ ძალად იქცნენ. კაცობრიობის განვითარების ისტორიას იგივე პრინციპით თუ მივუდგებით, აღმოჩნდება, რომ ყველაზე მთავარი მასში 7 ადამიანი იქნება:


image


პირველი – ძველი სამყარო: პირველი ცივილიზაცია, პირველი ომები, პირველი ღმერთები, კერპები, პირველი იმპერიები... მთავარი ადამიანი მაშინ მეომარი იყო.


მეორე – ანტიკური სამყარო: პოლისები, ფილოსოფია, ოლიმპიური თამაშები. მთავარი ადამიანი იმ დროს – ფილოსოფოსი იყო.


მესამე – ქრისტიანული ეპოქა. მონასტრები, წიგნები, დისკუსიები, ინკვიზიცია, კოცონი... მთავარი ადამიანი იყო – ბერი.


მეოთხე – აღორძინების ეპოქა. ფერწერა, ლიტერატურა, მუსიკა. ტექნოლოგიური წინსვლა. მთავარი ადამიანი – მხატვარი.


მეხუთე – განმანათლებელთა ეპოქა (კლასიციზმი). ენციკლოპედიები, გონიერება, რევოლუციები. მთავარი ადამიანი – მეცნიერი.


მეექვსე – თანამედროვე. სისტემების და დაპირისპირების ეპოქა. მსოფლიო, რომელშიც ყველაფერია შესაძლებელი. მთავარი ადამიანი – მეწარმე.



imageმეშვიდე – მომავალი. იმფორმატიკის შემდგომი სამყარო... სამყარო, რომელშიც კითხვები, პასუხებზე მნიშვნელოვანი იქნება. როდესაც გამოყენების ცოდნა უფრო მეტად დაფასდება, ვიდრე შექმნის უნარი. სამყარო ლიდერების გარეშე, რომელშიც მთავარი ადამიანი – ხე იქნება...

და თუ რის დადგება ეს დრო, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.

imageimageimageimageimageimageimage






0
85
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0