x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97305
  • ვიდეო:344149
  • სურათი:459279
იცით, რატომ შემოვიდა მოდაში ქალის გაპარსული, იდეალურად გლუვი ფეხები?

image


ნუთუ ფიქრობთ, რომ მოპარსული, გლუვი ფეხები მოდაში მხოლოდ ჰიგიენური მოსაზრების გამო შემოვიდა? ან შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ქალების ახირებული სურვილი იყო, რამენაირად თმიანი მამაკაცებისგან ამ ნიშნით მაინც გამორჩეულები ყოფილიყვნენ? არც ერთი და არც მეორე!


image

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მოდა გაპარსულ, გლუვ ფეხებზე სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, და არა მხოლოდ ჰიგიენური ფაქტორის გამო. საქმე იმაშია, რომ ომის დროს ქალის მაღალყელიანი წინდები ("ჩულქები") სულ უფრო მეტ იშვიათობას წაროადგენდა, ვინაიდან მის საწარმოებლად საჭირო ხელოვნური ბოჭკოს ქსოვილი ("ნეილონი") ძირითადად სამხედრო დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა, მაგალითად, მან პარაპლანის საწარმოებლად გადაინაცვლა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ქალბატონებისთვის კი წინდების გარეშე სიარული მიუღებლად ითვლებოდა.


image

შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ქალებმა მალევე იპოვეს. ფეხის კანზე წინდის ტონალობის დაფერვას მხოლოდ მას შემდეგ იკეთებდნენ, რაც ზედმეტ თმას სამართებლის საშუალებით მოიშორებდნენ. ომის პერიოდში ქალებს აღნიშნულ მომსახურებას არაერთი სილამაზის სალონი სთავაზობდა.


image

ამისთვის კი საჭირო პროდუქტების - მატონირებელი საცხის, ფანქრებისა და თავად ხაზის სწორად გავლის მოწყობილობის წარმოებაც კი დაიწყეს, რომელიც წინდის უკანა შოვის იმიტირების შესაძლებლობას იძლეოდა.


image


ომი დასრულდა, მაღაზიის დახლებზე კი ქალის მაღალყელიანი წინდები კვლავ დაბრუნდა, ხოლო მოდა გაპარსულ ფეხებზე ისე მყარად შემორჩა, რომ ის საბოლოოდ ქალურობის ეტალონად იქცა. დამეთანხმეთ, რომ ამ საინტერესო ფაქტის შესახებ ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა.



0
491
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
491