x
image
თორ ნიკე
Mediator image
ეა - შუმერული წყლისა და მიწის ღმერთი
ეა - შუმერული წყლისა და მიწის ღმერთი


შუმერულ რელიგიაში ეა თავიდან იწოდებოდა, როგორც ენქი, ენკი, ენგი, ენგური, დედამიწის ბატონი და ქვესკნელის, ქვეშეთის მეუფე, ხოლო შემდეგ, იწოდა აქადელთა და ბაბილონელთა მიერ ეად. ეა იყო ბაბილონელთა პანთეონის ღრმა წყალთა ბრძენი ღვთაება. შუმერული სამების წევრი (ანუ - ენლილი - ეა). თევზ-კაცის სახით გამოსახული უზენაესი ღმერთი. წყლის ნაყოფიერების მეუფე, შემოქმედი, შემდეგაც, ზღვათა უფსკრულთა ღმერთი ბაბილონში. სხვა ღმერთებისგან კაცთა დამცველი და ალბათ მეთევზეთა მფარველიც, რადგან უფრო სანაპირო ადგილებში ადიდებდნენ მას. შემორჩენილია გამოსახულება მძლავრი წვეროსანი მეფისა, რომელსაც ზურგი და ქვედა ნაწილი თევზისა აქვს. მთავარი ტაძარი ეას ურში ჰქონდა, როგორც მიწის შემქმნელ-მომწესრიგებელს, წყლის საიდუმლოს მცოდნესა და ჯადოქრობის, მაგიის ღვთაებას.

მესოპოტამიელებს მოგვიანებით ეა ასევე წარმოუდგებოდათ არა მხოლოდ კაც ღმერთად, არამედ ეა იყო ბაბილონელთა დამწერლობის, ხელოვნების, კანონმდებლობის, ოქროს ქალღმერთი. ეა ცოდნისა და სიბრძნის ღმერთიც იყო და მკურნალიც. სამკურნალო მცენარეთა, წყლისა და ზეთის საიდუმლო იცოდა, რაც მას უეჭველად აახლოებს ზეთისა და ბალახთა უზადო ოსტატ მედეას სახესთან.


მედეა



ეა - აია ხომ კოლხური ქალაქია, კვიტაისის, ქუთაისის აყვავების ჟამინდელი და შუმერ-აქადურ ეასთან მის სიახლოვეს არა მარტო ფონეტიკური მსგავსება ადასტურებს, არამედ მნიშვნელობაც, ენობრივი მონაცემებიც, სამკურნალო მცენარეთა და წამალთა ის აღწერილობა, რაც შუმერ ღმერთსა და კოლხ ჯადოქარს და დიდ მკურნალს - მედეას ანათესავებს.

ეას სახე და სიბრძნე კოლხეთში მტკიცედ შემორჩენილი ჩანს. თუნდაც, წყლის საწყისი სტიქიის აღიარება და სამკურნალო მცენარეთა ცოდნის ტრადიცია. მედეას ბაღში ხომ ორმოცამდე სამკურნალო ბალახი იყო. წამლის მომზადების წინ მედეა მდინარეში შვიდგზის განიბანებოდა ხოლმე და ისე იწყებდა მუშაობას. შუმერთა წყალთა, უპირატესად მიწისქვეშა მდინარე წყალთა (თუ ოკეანის) ღმერთი რომ ეა, იგივე ენგი, ენკი, ენგურია, ეს ბევრის მთქმელი დეტალი გახლავთ, მით უმეტეს, რომ სახელიც და შინაარსიც ნამდვილად მსგავსია. ძველი კოლხეთი ეგრისია, წყლით უხვი სახელმწიფო, მდინარე ენგური კი ეგრისშივე ერთვის ზღვას.


წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983 წ.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
214
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
214
  
2019, 3 ნოემბერი, 8:00
შუმერების რელიგიაში უპირველეს ღმერთს ერქვა - ენგური იგივე აფსუ. ხოლო ეს ენგური ადიდებისას ემუქრებოდა სახელოვან ქალაქ-სახელმწიფოს არათას. ანუ არათა დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა. ეს არის ის კითხვა რაზეც მსოფლიო მეცნიერება მთელი ორი საუკუნეა უკვე თავს იმტვრევს თუ სად მდებარეობდა არათა - სახელმწიფო რომელსაც შუმერებიც კი შენატროდნენ იმდენად დიდებული იყო.
ენგური შემდგომში ეწოდებოდა აფსუს დამმარცხებელ ენკის. ენკი იგივე ენქი იყო. ენქი შემდგომში, როცამოხდა ძვ.წ. 22-ე საუკუნეში შუმერთა შერევა აქადებთან, იქცა აქადების ღმერთ ეად. ეა კი იქცა ბაბილონელთა წამლებისა და ძვირფასეულობის ქალღმერთად და ძალიან ემსგავსებოდა მედეას :)
0 1 1