x
image
თორ ნიკე
Mediator image
ენქი - შუმერული წყლისა და მიწის ღმერთი
ენქი - შუმერული წყლისა და მიწის ღმერთი


შუმერულ რელიგიაში ენქი იყო წყლისა და მიწის ღვთაება, ადამიანთა შემქმნელი. ენქი არის იგივე ენგური, მდინარე-წყალთა განსახიერება. მისი სინონიმები ასევე გახლავთ ენკი და ეა, იგივე აია, სახელი, რომელიც კოლხეთის ძველ ქალაქს შემორჩა. ენქი (შუმერ. "უფალი მიწა", "მიწის ბატონი") - აქად. ეა, შუმერ-აქადური სამების წევრია (ანუ - ენლილი - ენქი). ის არის ენლილის ძმა, მარდუკისა და ნანშეს მამა, სიბრძნის, ფიცისა და ნაყოფიერების ღვთაება (როგორც ღმერთ აბზუს ბატონი). ენქის ცოლია ქალღმერთი დამგალნუნა (დამქინა). იგი განაგებს სამყაროს წესრიგს, ადამიანებიც და ღმერთებიც გასაჭირში სწორედ ენქის მოუხმობენ. მისი ძლიერების მთავარი წყარო ჩანს, რომ არის ღვთაებრივი ძალა სახელად "მე". ამ ძალას ის განაგებდა მანამ, სანამ ენქის "მე" ინანამ არ მოსტაცა.

ენქის მიეწერება თიხისაგან ადამიანის გამოძერწვა. მრავალი სხვა საგმირო საქმეც ჩაუდენია და ხალხი მუხლმოყრილი ეთაყვანება მთავარ საკულტო ქალაქ ერიდუში. მისი წმინდა ცხოველი იყო თხათევზა ნარევი არსება, რომელსაც წინამო თხისა ჰქონდა, ბოლო კი თევზისა (შუმერ. თხა-ჭანარი). შუმერები და შუმერ-აქადები მას აქებდნენ და უმღერდნენ ჰიმნებს.


ენქი და ნინხურსაგი



ენქი ღრმა წყალთა და დედამიწის გარემომცველი მტკნარი ოკეანის ღვთაებაა, რომელსაც ადამიანთა წინაშე დაახლოებით პრომეთესეული ღვაწლი მიუძღვის. როცა მას ღმერთებმა მოუწოდეს დედამიწაზე ჩადი და შენი ღვთაებრივი მოვალეობა შეასრულეო, ენქი დაეშვა ციდან და თიხისაგან ადამიანი გამოძერწა. ამ ქანდაკის გაცოცხლებაში მას დაეხმარა ქალღმერთი ნინთუ, იგივე ნინმახი ან ნინხურსაგი, ანის მეუღლე. შემდეგ ენქიმ ადამიანებს ასწავლა ჭამა-სმა, სიარული, შრომა, მეტყველება, აზროვნება, შექმნა ცხოველები და მცენარეები, მიმართულება დაუდგინა ქარებს, გამართა გუთანი და გაავლო წმინდა ხნული, აღმოაცენა პური და ზედამხედველობა დაავალა ღმერთ ენლილს. ამრიგად, ენქი ასრულებს დაახლოებით პრომეთეს, ელევსინელ დემეტრას და ნაწილობრივ ათენას როლს. ენქი ერთ-ერთი იმ ღმერთთაგანია, რომელნიც წარღვნის მოახლოებას აუწყებენ მეფე ზიუსუდრას.


წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. აკაკი გელოვანი. 1983 წ.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
215
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
215
  
2019, 3 ნოემბერი, 8:34
შუმერების რელიგიაში უპირველეს ღმერთს ერქვა - ენგური იგივე აფსუ. ხოლო ეს ენგური ადიდებისას ემუქრებოდა სახელოვან ქალაქ-სახელმწიფოს არათას. ანუ არათა დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა. ეს არის ის კითხვა რაზეც მსოფლიო მეცნიერება მთელი ორი საუკუნეა უკვე თავს იმტვრევს თუ სად მდებარეობდა არათა - სახელმწიფო რომელსაც შუმერებიც კი შენატროდნენ იმდენად დიდებული იყო.
ენგური შემდგომში ეწოდებოდა აფსუს დამმარცხებელ ენკის. ენკი იგივე ენქი იყო. ენქი შემდგომში, როცა მოხდა ძვ.წ. 22-ე საუკუნეში შუმერთა შერევა აქადებთან, იქცა აქადების ღმერთ ეად. ეა კი იქცა ბაბილონელთა წამლებისა და ძვირფასეულობის ქალღმერთად და ძალიან ემსგავსებოდა მედეას.
0 1 1