x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
აბზუ, იგივე აფსუ - უპირველესი შუმერული შემოქმედი ღმერთი

აბზუ,  იგივე აფსუ - შუმერული შემოქმედი ღმერთი


აბზუ (Abzu) შუმერულად წყლის მცენარეს, მცოდნეს, მამას ნიშნავს. აქადურად გამოითქმის როგორც აფსუ. აბზუს, აფსუს, ასევე შუმერები უწოდებდნენ ენგურს (Engur), ხოლო აქადები ენგურუს (Enguru). ბერძნებში ის შევიდა სახელით "Abyssos", ხოლო ლათინებში "Abissus" - უფსკრული - ქვესკნელის მტკნარი წყლის ღმერთი. აფსუ/აპსუ, იგივე აბზუ იყო წარღვნამდელ წყალთა და უფსკრულთა უფსკრულის განმგებელი, რომლის ტაძარსაც შუმერულ ქალაქ-სახელმწიფო ერიდუში ეაბზუ (აბზუს სახლი) ერქვა. აბზუს ცოლი იყო ურჩხული ქალი, ზესკნელის მლაშე ზღვის განსახიერება, სახელად ტიამატი. როცა ეამ (ენქიმ) აბზუ მოკლა, ტიამატი შურის საძიებლად აღდგა, მაგრამ მარდუკმა სასტიკ ბრძოლაში მოკლა ტიამატი. ეს ყოველივე მოთხრობილია შუმერულ ეპოსში "ენუმა ელიშ". საინტერესოა, რომ ესქილე ამ სიტყვას (აბზუს, აფსუს, აბისოს) ხმარობს სწორედ "უსაშველოს" დიდის, საშინელის მნიშვნელობით ("Abissos ofis" - საზარელი გველი, ან "Ab. dios" - დიდი ღმერთი). (წყარო: მითოლოგური ლექსიკონი. 1983. აკაკი გელოვანი).


ენუმა ელიშში ვკითხულობთ: "ოდეს ცა ზემოთ, ჯერ არ იყო სახელდებული, არც დაბლა ხმელეთს ერქვა სახელი, როცა არც ერთი ღმერთი არ ჩანდა, სახელნი არ ერქვათ, ხვედრი არ ეწერათ, მაშინ აფსუ - პირველი მათი ჩამსახველი, მუმმუ-თიამათ - ყველას მშობელი, თავ-თავიანთ წყლებს ერთმანეთში ურევდნენ."


თავად "ენუმა ელიშ" აქადურად ნიშნავს "ოდეს ცა ზემოთ ჯერ არ იყო სახელდებული". ეს არის საწყისი სტრიქონი და სახელწოდება შუმერ-აქადური ეპოსისა, რომელიც თავისებური შემნათაა და ქვეყნის შექმნასთან ერთად, მარდუკის ცადამაღლებას მოგვითხრობს. სიმბოლურად იგი განასახიერებდა ბაბილონის ძლიერებას და საახალწლო ზეიმზე იკითხებოდა (როგორც წმინდა წიგნი). შესაძლოა, მისი 7 წიგნი (ფირფიტა) ორიგინალურად ბაბილონური იყოს და არა უშუალოდ შუმერულიდან გადმოტანილი (ზეგავლენა კი ცხადია ძველი ეპოსისა). ენუმა ელიშში მოთხრობილია, როგორ ებრძოდა ღმერთების ახალგაზრდა თაობა ძველს. ენქი და მარდუკი ძლევენ და ამარცხებენ აბზუსა და ტიამატს. მერე იქმნება ცა, მიწა და ადამიანები. მადლიერმა ღმერთებმა მარდუკს ბაბილონი აუშენეს, ესანგილას ტაძარი დაუმშვენეს და ცად აამაღლეს. (წყარო: მითოლოგიური ლექსიკონი. 1983. აკაკი გელოვანი). როგორც მკვლევარები აცხადებენ, ენუმა ელიშში აღწერილი მითი შეიქმნა დაახლოებით ძვ.წ. 1900-1600 წლებში.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
203
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
203
  
2019, 3 ნოემბერი, 8:35
შუმერების რელიგიაში უპირველეს ღმერთს ერქვა - ენგური იგივე აფსუ. ხოლო ეს ენგური ადიდებისას ემუქრებოდა სახელოვან ქალაქ-სახელმწიფოს არათას. ანუ არათა დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა. ეს არის ის კითხვა რაზეც მსოფლიო მეცნიერება მთელი ორი საუკუნეა უკვე თავს იმტვრევს თუ სად მდებარეობდა არათა - სახელმწიფო რომელსაც შუმერებიც კი შენატროდნენ იმდენად დიდებული იყო.
ენგური შემდგომში ეწოდებოდა აფსუს დამმარცხებელ ენკის. ენკი იგივე ენქი იყო. ენქი შემდგომში, როცა მოხდა ძვ.წ. 22-ე საუკუნეში შუმერთა შერევა აქადებთან, იქცა აქადების ღმერთ ეად. ეა კი იქცა ბაბილონელთა წამლებისა და ძვირფასეულობის ქალღმერთად და ძალიან ემსგავსებოდა მედეას.
0 1 1