x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვამსხვრევთ მითებს ზვიგენების, პირანიების და დელფინების შესახებ
image



ზვიგენები და პირანიები ჩვენთვის ძალან სახიფათონი არიან


სინამდვილეში, ადამიანს პირანიებთან ერთად შეუძლია მშვიდად იცუროს, მათთვის ბუნებრივ გარემოში და წყლიდან სრულიად უვნებელი ამოვიდეს. სამედიცინო ისტორიის მანძილზე, ადამიანზე პირანიების თავდასხმის არცერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. საკუთარ წვეტიან კბილებს კი, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ მათ, ან მათი შთამომავლობის სიცოცხლეს საფრთხე ელის.


image


იგივე სიტუაციაა ზვიგენებთან დაკავშირებითაც. ზვიგენის 360 სახეობიდან, ადამიაზე თავდასხმებში მხოლოდ 4 სახეობაა შემჩნეული და ესეც გარკვეული მიზეზების გამო ხდება. მაგ., თუ ვინმე სერფინგის დაფით ცურავს და ხელი ან ფეხია აქვს წყალში, შეიძლება ზვიგენს ის თევზი ეგონოს, ან რამეზე იყოს გაბრაზებული და ა. შ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ მათი ინტერესის სფეროში არ შევდივართ. ამ საუკუნის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ზვიგენის თავდასხმის საშუალო მაჩვენებელი, წელიწადში 84-ია, ხოლო სიკვდილის შემთხვევა – 9. ზვიგენების ნადირობის ობიექტი კი, მათზე ბევრად პატარა თევზები არიან.

და კიდევ, ფართოდ გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ ზვიგენები ზღვაში ადამიანის სისხლის არსებობას დიდ მანძილზე გრძნობენ, სიმართლეს, ასევე არ შეესაბამება.



დელფინები ყველაზე მოსიყვარულე და უსაფრთხო ცხოველები არიან


ასეთი მითის გავრცელებას და დელფინებთან დაკავშირებით, დადებითი სტერეოტიპების შექმნას, ხელი ამერიკულმა სერიალმა «ფლიპერმა» (Flipper) შეუწყო, რომელიც ჯერ აშშ-ში გადიოდა, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა «მოიარა» და მათ შორის, სსრ კავშირშიც იყო ნაჩვენები. სერიალის მთავარი გმირი დელფინი, სახელად, ფლიპერია, რომელიც ადამიანებთან მეგობრობს და მათ ყველაფერში ეხმარება.

სინამდვილეში, დელფინები არც ისეთი საყვარლები და კეთილმოსურნეები არიან, როგორც ეს ამერიკულ სერიალშია ნაჩვენები და მათი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტც, არც თუ იშვიათია... და უნდა ითქვას, რომ თუ ზვიგენის თვადასხმის შემთხვევაში, გადარჩენის შანსი 100-დან 80 %-ია, დელფინების შემთხვევაში, ეს შანსი, ფაქტიურად, არ არსებობს.


image
დელფინებს ადამიანისთვის დარტყმის მიყენება ფარფლებით და კუდით შეუძლიათ. თავდასხმის დროს, ისინი მას ნაპირისკენ გამოცურვის საშუალებას არ აძლევენ და ზღვის სიღრმისკენ ექაჩებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დელფინების მიერ, ადამიანების გადარჩენის არაერთი ფაქტიც არსებობს. მაგრამ, ასეთი რამ, უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე მათ მიერ განხორციელებული თავდასხმები. როგორც მეცნიერები ამბიბენ, ის ვინც დელფინმა გადაარჩინა, ყოველთვის მოყვება ამ ბედნიერი შემთხვევის შესახებ, მაგრამ, ვინც დელფინმა მოკლა, უკვე ვერასდროს ვეღარაფერს იტყვის...

რაც შეეხება, დელფინების მიერ ადამიანის გადარჩენას, ამას ისინი 2 მიზეზით აკეთეთებენ: პირველ შემთხვევაში, ეს მაშინ ხდება, თუ ადამიანი მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის არეალში ხვდება. დელფინები მას იქიდან უბრალოდ აძევებენ და ზედაპირისკენ უბიძგებენ, რადგან მას კონკურენტად მიიჩნევენ. გადარჩენის მეორე მიზეზი კი, მათი ბუნებრივი ინსტიქტა – თუ დელფინი ავად ხდება და ვერ მოძრაობს, სხვა დელფინებს ის წყლის ზედაპირზე აჰყავთ, რომ ჰაერი ჩაისუნთქოს... და როდესაც დელფინი ადამიანს უძრავ მდგომარეობაში ხედავს, ისევე ექცევა, როგორც ავადმყოფ დელფინს მოექცეოდა. ასე, რომ, თუ ადამიანი დელფინების გარემოცვაში მოხვდება, უმჯობესია ცურვა შეწყვიტოს, რომ მათ მისი გადარჩენის სურვილი გაუჩნდეთ და ნაპირზე გაიყვანონ.

არ შეიძლება დელფინებთან, მათ ბუნებრივ გარემოში მიახლოვება, რადგან ამ ცხოველების კეთილგანწყობა, დელფინარიუმის კედლებს მიღმა აღარ ვრცელდება (თუმცა, უსაფრთხოების სრული გარანტი, არც დელფინარიუმში არის). ადამიანთან «თამაშის» მოტივით, დელფინს მისი გადარჩენაც შეუძლით და დახრჩობაც.


image


იხტიოლოგების აზრით, ადამიანებისადმი დელფინების აგრესია, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა. დელფინების ჯგუფს შეიძლება, მარტოხელა მცურავი შუაზეც კი გაგლიჯოს, – ამ სიტყვენის პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი მას ჯერ აქეთ-იქით აბურთავებენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ასეთი გართობა მოსწყინდებათ, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად, მის გაყოფას ცდილობენ...

შოტლანდიელი მეცნიერები ბენ უილსონი და გარი როსი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სწავლობდნენ ამ «კეთილგონიერ და საყვარელ» ცხოველებს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დელფინებს შეუძლიათ, ზღვის ცხოველები, «ისე, უბრალოდ», გართობის გამო მოკლან. მაგ., 1996 წელს დელფინებმა შოტლანდიის სანაპიროზე ზღვის ღორების პოპულაციის ნახევარი გაანადგურეს. მათი გვამების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ისინი უბრალოდ დასახიჩრებულები იყვნენ, მაგრამ შეჭმული – არა. რამაც მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მტაცებლები უბრალოდ ერთობოდნენ... ზღვაში მყოფი ადამიანი კი, დელფინებისთვის, ზღვის ღორისგან არაფრით განსხვავდება. გარდა ამისა, დელფინებს შეუძლიათ, ნავსაც «გაეთამაშნენ» და გადმოაბრუნონ კიდეც. დელფინები, სინამდვილეში, «ცინიკოსი მკვლელები» არიან და ისე კლავენ, რომ «თვალსაც არ ახამხამებენ». სწორედ ამის გამო ეშინიათ მათი ზვიგენებს და თუ წყალში დიდი ზომის მუქ არსებას დაინახავენ, უკანმოუხედავად გარბიან. სწორედ ამიტომ არის რეკომენდირებული, წყალქვეშა ცურვისთვის, შავი ფერის კოსტუმის გამოყენება... და როგორც მეცნიერები ამბობენ, ვისაც ზვიგენების ეშინია, მაგრამ წყალში მაინც ჩადის, წარმოდგენაც არა აქვს, მათთან ერთად, რამდენჯერ უცურავს.


image


მითს, იმის შესახებ, რომ დელფინები კეთილი და მოსიყვარულე ცხოველები არიან, მათი მომხიბვლელი «ღიმილიც» აძლიერებს. დელფინის ყურებისას, ისეთი გრძნება გვიჩნდება, რომ თითქოს ჩვენი დანახვა ძალიან ახარებთ. თუმცა ის, რაც ჩვენ ღიმილი გვგონია, ცხოველის ემოციის გამოვლენა სულაც არ არის. საქმე იმაშია, რომ დელფინს სახის სხვა გამომეტყველების მიღება არ შეუძლია, რადგან მისი ყბები ფიზიოლოგიურად (ქვედა ყბა რამდენიმე სანტიმეტრითაა წინ გამოწეული) ასეა მოწყობილი.

რადგან ბიოლოგიას შევეხეთ, აქვე აღვნიშნავთ, რომ დელფინები ცხოველთა სამყაროს ერთადერთი წარმომადგენლები არიან, რომლებიც სექსით შთამომავლობის გაგრძელებისთვის კი არა, სიამოვნებისთვის კავდებიან. ამიტომ, არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მამრი დელფინები, იმისთვის რომ მდედრებს სექსუალური ლტოლვა გაუჩნდეთ (მეძუძურ დელფინს ამგვარი ურთიერთობის სურვილი არ გააჩნია), მათ ახალშობილ შვილებს ხოცავენ.

და ბოლოს, ზვიგენებს დიდი ზომის არსებების ეშინიათ და ამიტომ, ისინი ნაკლებად საშიშნი არიან. ხოლო, დელფინებს – საერთოდ არაფრის ეშინიათ და ჩვენთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.


imageimageimageimageimageimageimage









0
883
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
883
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0