x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბრავო ჩვენს უმაქნის პოლიციას და ბრავო სუფრაზე ვაჟკაცები ვინც ხართ და ქუჩაში ლაჩრები!" - ანიტა რაჭველიშვილი

image


ცნობილი ქართველი მეცო - სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, და იმ ინციდენტის შესახებ საუბრობს რომელიც მისი ოჯახის წევრს სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ, შუა ქალაქში შეემთხვევა. როგორც რაჭველიშვილი წერს მის მულს, რომელიც მისი ავტომობილით გადაადგილდებოდა, შუქნიშანზე თავს დაესხნენ. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გოგონას მანქანაში შეღწევას ცდილობდა, თვალს იქვე მყოფი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც ადევნებდა, თუმცა, აღნიშნულ ფაქტს მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, პირიქით, ამ ინციდენტის შემსწრე სამართლადამცველებმა თავდამსხმელი მამაკაცის მისამართით არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გაატარეს და ტერიტორიაც მალევე დატოვეს. ანიტა რაჭველიშვილის თქმით, მას დიდი იმედი აქვს რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი. მომღერალი მისი ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ ყველანაირ ქმედებაზე პასუხიმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს: "ჩემი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ. მანქანით იყო შუქნიშანზე და ვიღაცა კაცი შეუხტა მანქანაში. მოახერხა და გააგდო მანქანიდან და ეგრევე დაძრა მანქანა. აღელვებისგან ვერ მშვიდდებოდა და იქვე გააჩერა რომ დამშვიდებულიყო. ის მამაკაცი ისევ მივარდა და ჩახტომას ცდილობდა მანქანაში. ამჯერად მძღოლის მხრიდან. ჩემმა მულმა მოასწრო და კარები ჩაკეტა. ამ ადამიანმა შუშაზე ბრახუნი და ღრიალი განაგრძო. უყვიროდა “გამიღეო”. ბოლოს მოიკრიბა ძალები, დაქოქა მაქანა და გაიქცა. შესინებული და აბსოლუტურ შოკში. გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტი. მანქანა იყო ჩემი, პოლიციამ გაიარა ზუსტად იმ მომენტში ეს კაცი შუშაზე რომ უბრახუნებდა და ღრიალებდა, დაინახეს, დააიგნორეს ფაქტი და წავიდნენ. ამის გარდა იქ იყო უამრავი ადამიანი გარშემო რომელთაგანაც არც ერთს არ მოუვიდა თავში აზრად ახალგაზრდა გოგოს დახმარებოდა! ბრავო ჩვენს უმაქნის პოლიციას და ბრავო სუფრაზე ვაჟკაცები ვინც ხართ და ქუჩაში ლაჩრები! აი ეს არის ეს ხელისუფლება! აი ამ ფორმით მოქმედებს უკვე!უბრალოდ ის არ იციან რომ მე ვერაფრით შემაშინებენ! დასკვნები თქვენ გამოიტანეთ! (ძაააალიან დიდი იმედი მაქ რომ უბრალოდ ვიღაცა გიჟი იყო, აი თქვენთვისვე აჯობებს) ამ ფაქტის მერე ოფიციალურად ვაცხადებ რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის თავიდან ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეს მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს არაოფიციალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს! (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი იმედი მაქვს რომ ვიღაცა გიჟი იყო უბრალოდ და ასეთ დიქტატურამდე ჯერ არ მივსულვართ)" - დაწერა ოპერის მომღერალმა სოციალურ ქსელში.




0
270
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
270