x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"მეც ვხვდე­ბი, რომ ქარ­თუ­ლი სივ­რცის­თვის ჩემი ტი­პა­ჟი ამო­ვარ­დი­ნი­ლია სტან­დარ­ტე­ბი­დან, თმე­ბი ყალ­ყზე მიდ­გას და კი­დევ მი­ლი­ო­ნი რა­ღაც" - შეფ კონსტანტინე თედელური ბავშვობასა და იმიჯზე
image


შეფ კონ­სტან­ტი­ნეს­თან ინ­ტერ­ვიუ პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე და­ი­ნიშ­ნა. გვი­თხრა, პირ­ველ­ზე სტუმ­რებს ვე­ლო­დე­ბი, დი­ლით კი ბა­ზარ­ში მივ­დი­ვა­რო. პრო­დუქ­ტე­ბის სა­კუ­თა­რი ხე­ლით არ­ჩე­ვა, მის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ნა­წი­ლია. ამ­ბობს, რომ საქ­მი­სად­მი თა­ვი­სი მიდ­გო­მა აქვს და თვლის, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შეფი თვი­თონ არ­ჩევ­დეს ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას, რომ­ლის­გა­ნაც სტუმ­რე­ბის­თვის კერ­ძებს და­ამ­ზა­დებს.


პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად თავს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გრძნობ­და, ამი­ტომ არც ოჯახს შე­უ­შინ­და, არც ნაც­ნო­ბე­ბის უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ერთ-ერთ ბარ­ში ბარ­მე­ნად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.


მას შემ­დეგ დიდი ხანი გა­ვი­და. ის ახლა ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­ფია და ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რის წევ­რი.



image


კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი თა­ვი­სი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი იმი­ჯის, ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი გი­ჟუ­რი იდე­ე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა:


- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობთ, რომ თქვე­ნი პრო­ფე­სია „იქამ­დე არის სა­მარ­ცხვი­ნო, სა­ნამ ეკ­რან­ზე არ გა­მოჩ­ნდე­ბი“.


- არ წარ­მო­მიდ­გე­ნია ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი შვი­ლის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო და მერე მისი შვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვი­და. ქარ­თუ­ლი სივ­რცის მენ­ტა­ლო­ბაა ასე­თი. როცა ეკ­რან­ზე ჩან­ხარ, მერე აღ­გიქ­ვა­მენ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს, წარ­მა­ტე­ბულს და მერე გა­ფა­სე­ბენ. მა­ნამ­დე ოჯახს შე­იძ­ლე­ბა რცხვე­ნო­დეს კი­დეც შენი.


ცო­ტა­თი კი შე­იც­ვა­ლა მიდ­გო­მე­ბი, მაგ­რამ ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­ზარ­და შვი­ლი და ას­წავ­ლა, ის კი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რი­გით დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობს, მისი დე­დის­თვის დღე­საც მი­უ­ღე­ბე­ლია.


image


სპე­ცი­ფი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს ყვე­ლა­ფერ­ზე: ადა­მი­ა­ნებ­ზე, მშობ­ლებ­ზე, შვი­ლებ­ზე... ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ ყო­ველ­თვის გა­ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მინ­დო­და. 90-იან წლებ­ში, უშუ­ქო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი კერ­ძო სკო­ლა­ში, რომ­ლის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დაც იმ პე­რი­ო­დის ოჯა­ხე­ბის­თვის საკ­მა­ოდ დიდი იყო. ოჯა­ხის­გან და­ფა­რუ­ლად ვმუ­შა­ობ­დი ბარ­მე­ნად ერთ-ერთ ობი­ექ­ტზე უხელ­ფა­სოდ.


სკო­ლა­ში რომ დავ­დი­ო­დი, ჩემ­კენ ხელს იშ­ვერ­დნენ, რომ ეს ბიჭი მუ­შა­ობს ბარ­მე­ნა­დო. როცა იგებ­დნენ, რომ ოჯა­ხი სკო­ლა­ში ამ­ხე­ლა გა­და­სა­ხადს იხ­დი­და და მე ბარ­მე­ნად ვმუ­შა­ობ­დი, თა­ნაც უხელ­ფა­სოდ, ვე­რა­ვინ მი­გებ­და.


- გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თად არ მოქ­მე­დებ­და?


- არა, პი­რი­ქით. სულ რქე­ბით მივ­დი­ო­დი იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ მე ეს ბევ­რზე კარ­გად შე­მიძ­ლია. როცა თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი და 10 თვე­ში პრე­ზი­დენ­ტის შეფი გავ­ხდი, მა­შინ ვთქვი, რომ მე ეს შევ­ძე­ლი. ამის შემ­დეგ და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი აღა­რა­ფე­რი მქონ­და.


- თქვენს ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ას რო­გორ იყე­ნებთ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში?


- კუ­ლი­ნა­რია არის სფე­რო, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი და ვგრძნობ თავს. თუმ­ცა იმ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­საც, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით მაქვს, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ყე­ნებ.


ჩემ­თვის კუ­ლი­ნა­რია არის არ­ქი­ტექ­ტუ­რა. ზუს­ტად ისე­ვე უნდა იგ­რძნო მა­სა­ლა, ფაქ­ტუ­რა, სტრუქ­ტუ­რა, ფერი, რო­გორც პრო­დუქ­ტი. არც ერთ ჩემს ნა­ბიჯს არ ვნა­ნობ და არა­ფე­რი, რაც კი მის­წავ­ლია, არა­სო­დეს არ და­მი­კარ­გავს. არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნა რომ არ მქო­ნო­და, ამ სფე­რო­ში ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წევ­დი.


image


მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ჩემ­თან მო­დის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც უნდა რეს­ტორ­ნის გახ­სნა, მაგ­რამ არ აქვს ექ­სტე­რი­ე­რი, ინ­ტე­რი­ე­რი, არ იცის, რო­გორ ჩა­აც­ვას მიმ­ტა­ნებს, რო­გორ შე­ფუ­თოს მე­ნიუ, მე მას მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ პა­კეტს ვთა­ვა­ზობ. ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის გა­რე­შე კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.


- არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ჩაც­მი­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბის სტი­ლი იმი­ჯის ნა­წი­ლია?


- ეს ჩემი ორ­გა­ნუ­ლი იმი­ჯია, ასე დავ­დი­ვარ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მეც ვხვდე­ბი, რომ ქარ­თუ­ლი სივ­რცის­თვის ჩემი ტი­პა­ჟი ამო­ვარ­დი­ნი­ლია სტან­დარ­ტე­ბი­დან, თმე­ბი ყალ­ყზე მიდ­გას და კი­დევ მი­ლი­ო­ნი რა­ღაც. მე და ჩემს ძმას ბავ­შვო­ბი­დან ეგ პრობ­ლე­მა გვქონ­და. ღამე ქუ­დე­ბით ვი­ძი­ნებ­დით, რომ თმა დატ­კეპ­ნი­ლი­ყო.


ტან­საც­მე­ლი, რაც შო­უ­ში მაც­ვია, ჩემი „სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მე­ლია“. წინა სე­ზო­ნი მა­ინც პირ­ვე­ლი იყო და მა­შინ ამა­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რია და „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზონ­ზე ისევ ჩემი სტი­ლის, მაგ­რამ ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლით ვიქ­ნე­ბი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად





0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0