x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96537
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458419
"ბევრს ჰგონია, წმინდა ნიკოლოზის სახელი მქვია, სინამდვილეში..." - რას ყვება "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე სახელის უჩვეულო ისტორიასა და ცნობილ ტყუპისცალზე



image


ტყუ­პე­ბის კვა­ლო­ბა­ზე, ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან გა­რეგ­ნო­ბი­თაც და ხა­სი­ა­თი­თაც. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მე­ო­რე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე ნიკა კა­ლან­და­ძე წინა სე­ზო­ნის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტის ლიზა კა­ლან­და­ძის ტყუ­პის­ცა­ლია და პირ­ვე­ლი­ვე ნამ­ღე­რით შეძ­ლო ჟი­უ­რის და მსმე­ნე­ლის მო­ხიბ­ვლა.


თუმ­ცა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დიდ­ხანს იფიქ­რა: "მე და ლიზა იმით გან­ვსხვავ­დე­ბით, რომ მას შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის არ ეში­ნია, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა ვიყო, რომ ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგა" - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა.


რა­ტომ ყოყ­მა­ნობ­და, სა­ნამ კონ­კურ­სში მი­ვი­დო­და და რა­ტომ და­არ­ქვეს მშობ­ლებ­მა ნიკა - ამის შე­სა­ხებ კონ­კურ­სან­ტი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:


ტყუ­პე­ბის კვა­ლო­ბა­ზე, ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან გა­რეგ­ნო­ბი­თაც და ხა­სი­ა­თი­თაც. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მე­ო­რე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე ნიკა კა­ლან­და­ძე წინა სე­ზო­ნის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტის ლიზა კა­ლან­და­ძის ტყუ­პის­ცა­ლია და პირ­ვე­ლი­ვე ნამ­ღე­რით შეძ­ლო ჟი­უ­რის და მსმე­ნე­ლის მო­ხიბ­ვლა.

თუმ­ცა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დიდ­ხანს იფიქ­რა: "მე და ლიზა იმით გან­ვსხვავ­დე­ბით, რომ მას შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის არ ეში­ნია, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა ვიყო, რომ ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგა" - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა.

რა­ტომ ყოყ­მა­ნობ­და, სა­ნამ კონ­კურ­სში მი­ვი­დო­და და რა­ტომ და­არ­ქვეს მშობ­ლებ­მა ნიკა - ამის შე­სა­ხებ კონ­კურ­სან­ტი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი მუ­სი­კით?


- მე და ლიზა ბე­ბი­ამ მიგ­ვიყ­ვა­ნა მუ­სი­კა­ზე. მა­შინ 7 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით და მას შემ­დეგ ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩავ­დეთ იმა­ში, რომ ამ დღემ­დე მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვემ­ზა­დე­ბო­დით, მე - გან­სა­კუთ­რე­ბით, რად­გან ლი­ზამ გა­ცი­ლე­ბით ადრე გა­რის­კა და მი­ი­ღო გა­მოც­დი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში, მე კი უფრო დიდი დრო დამ­ჭირ­და ამის­თვის


image


- აქამ­დე რა­ტომ არ იღებ­დი კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?


- ყო­ველ­თვის ეჭვი შემ­ქონ­და სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. ვი­ცო­დი, რომ არ ვი­ყა­ვი მზად და ამას ოჯა­ხის წევ­რე­ბიც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. იცი­ან, რო­გო­რი ემო­ცი­უ­რი ვარ და ისიც იცი­ან, რამ­დე­ნად დიდი სტრე­სი ახ­ლავს თან მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებს. ამი­ტომ, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, სა­ნამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი და „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ მოს­ვლას გავ­ბე­დავ­დი.


- შარ­შან არ გი­ფიქ­რია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე, როცა შენი დაც იყო კონ­კურ­სან­ტი?


- შარ­შან ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვი ამის­თვის მზად. ისიც ვი­ცო­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად შეგ­ვა­და­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. რე­ა­ლუ­რად, ახ­ლაც გვა­და­რე­ბენ, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ეს გა­საკ­ვი­რი არ არის და ამის ნამ­დვი­ლად არ მე­ში­ნია. დავ­დი­ო­დი კონ­ცერ­ტებ­ზე და მეც ვხე­დავ­დი ჩემ თავს სცე­ნა­ზე. ძა­ლი­ან მინ­დო­და, რომ ერთ დღეს მეც დავ­მდგა­რი­ყა­ვი იქ და ხალ­ხის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ის, რაც ლი­ზამ აჩ­ვე­ნა.


image


- რო­გო­რი იყო ჟი­უ­რის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა?


- ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ ახ­ლაც არ მახ­სოვს, იქ რო­გორ გა­ვე­დი. უბ­რა­ლოდ, რად­გან უკვე მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი თავი და­ვარ­წმუ­ნე, რომ იქი­დან გა­საქ­ცე­ვი არ მქონ­და და ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა.


არა­ფე­რი არ მახ­სოვს, რაც იქ მოხ­და - არც ჟი­უ­რის წევ­რე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი, არც ჩემი სიმ­ღე­რა. "ფე­ის­ბუქ­ზე" ვი­დეო რომ და­ი­დო, პირ­ველ დღეს ვერ გავ­ბე­დე ნახ­ვა. ჩავ­რთე და გა­მოვ­რთე. მე­ო­რე დღეს მო­ვუს­მი­ნე. ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მეტი შე­მიძ­ლია, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ პირ­ვე­ლად ვიმ­ღე­რე ჟი­უ­რის წი­ნა­შე, ამის კვა­ლო­ბა­ზე ნორ­მა­ლუ­რი იყო.


- მუ­სი­კის გარ­და კი­დევ რა ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვს?


- მა­მა­ჩე­მი ცხე­ნო­სა­ნია და როცა დრო გვაქვს, ერ­თად ვსე­ირ­ნობთ ხოლ­მე. დამ­შვი­დე­ბი­სა და გან­ტვირ­თვის­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. ასე­ვე ფო­ტოგ­რა­ფი­ით ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. ესეც გარ­კვე­ულ­წი­ლად მამ­შვი­დებს და ახა­ლი ენერ­გი­ით მავ­სებს.


image


- ძა­ლი­ან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია შენ­მა სა­ხელ­მა...


- ჩემი სა­ხე­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე იწ­ვევს აჟი­ო­ტაჟს. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში სულ დამ­ცი­ნოდ­ნენ ამა­ზე, მაგ­რამ მე არც მა­შინ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას და არც ახლა. ჩემს სა­ხელს ძა­ლი­ან კარ­გი ის­ტო­რია აქვს და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ნიკა - ჩემი ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლია.


დე­და­ჩემ­მა იცო­და, რომ ნიკა გა­მარ­ჯვე­ბის ქალღმერ­თის სა­ხე­ლია და ამი­ტომ აპი­რებ­და მის დარ­ქმე­ვას. შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა მო­უ­ტა­ნა წიგ­ნი, სა­დაც წმინ­დან­თა სა­ხე­ლე­ბი იყო ჩა­მოთ­ვლი­ლი. იქ დე­და­თა სა­ხე­ლებ­ში ამო­ი­კი­თხა წმინ­და ნიკა და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა ამ სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა.


ბევ­რს ჰგო­ნია, რომ წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლი მქვია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, კო­რინ­თე­ლი მო­წა­მის, წმინ­და ნი­კას სა­ხე­ლი მქვია, რო­მე­ლიც წმინ­და ნი­კო­ლო­ზამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნით ადრე ცხოვ­რობ­და და თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე ქრის­ტი­ა­ნო­ბას შეს­წი­რა.


image


ნიკა ქრის­ტი­ა­ნო­ბას წმინ­და მო­წა­მე კოდ­რატ­მა აზი­ა­რა. წმინ­და ნი­კას სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად დევ­ნიდ­ნენ ურ­წმუ­ნო­ე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბის გამო. არ­ცერ­თმა მოს­წავ­ლემ არ უარ­ყო ქრის­ტი­ა­ნო­ბა.


ყვე­ლა მათ­გა­ნი, მათ შო­რის ნიკა, ზღვა­ში გა­და­ყა­რეს, მაგ­რამ მათი რწმე­ნა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ წყალ­ში არ ჩა­ი­ძირ­ნენ, წყალ­ზე სვლა გა­აგ­რძე­ლეს და გა­ლობ­დნენ... მდევ­რე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, გე­მით და­წე­ოდ­ნენ. წმინ­და ნი­კას ქვა მო­ა­ბეს და ჩა­ძი­რეს. ის კი სიკ­ვდი­ლამ­დე მღე­რო­და...


- და ბო­ლოს, რა მიზ­ნით მიხ­ვე­დი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“?


- ვერ ვი­ტყვი, რომ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მო­ვე­დი. ის, რომ მე სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის შიში და­ვა­მარ­ცხე, ეს არის ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა. პირ­ველ რიგ­ში, ჩემ თავს და­ვუმ­ტკი­ცე, რომ შე­მიძ­ლია ხალ­ხის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა და არ უნდა ვიყო შე­ბო­ჭი­ლი, რო­გორც მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი.


ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

0
45
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0