x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი
imageთვის განმავლობაში გააქტიურდებით პირადულ და ეროტიკულ ურთიერთობებში, მეტად დაინტერესდებით სასიყვარულო კავშირებით, გაგიჩნდებათ ახალი გრძნობები, სიმპატიები. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, შეხვედრები. არსებულ ურთიერთობებში მეტი ყურადღება დაუთმეთ ერთობლივ გართობას, მასში მრავალფეროვნება შეიტანეთ. უკეთესი და უფრო ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ შვილებთან. საქმეებში მოერიდეთ ზედმეტ რისკს, რადგან ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდია სარისკო ფინანსური ოპერაციებისთვის სხვების ფულის მონაწილეობით. ინვესტიციების და კრედიტების საკითხები მაქსიმალურად პატიოსნად და ღიად გადაჭერით.

ხელსაყრელი დღეები: 4, 5, 14, 15, 22, 23, 31.

არახელსაყრელი დღეები: 11, 12, 18, 19, 25.

imageაგვისტოს თვეში თქვენთვის დამახასიათებელი იქნება აქტიური სწრაფვა ახალი ცოდნის და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებისკენ. ეს გამოიხატება მოგზაურობის, თავგადასავლის, სწავლების ან სამეცნიერო კვლევებისკენ სწრაფვაში. ამგვარი აქტიურობა შეცვლის თქვენ მსოფლმხედველობას. წარმატებული იქნებით საყოფაცხოვრებო სფეროში. შეძლებთ ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და სამეურნეო საკითხების მოგვარებას, ასევე გარშემომყოფებთან ურთიერთობის მოგვარებასაც. ადვილად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან.


ხელსაყრელი დღეები:2, 3, 11, 12, 20, 21, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები: 9, 10, 16, 17, 22, 23.



image


პლანეტათა განლაგება დადებითად აისახება პირადულ ცხოვრებაზე. ურთიერთობა უფრო მშვიდი და ჰარმონიული გახდება, გაძლიერდება ურთიერთგრძნობა. ახალი ურთიერთობა გადაიზრდება ხანგრძლივ და მტკიცე კავშირში. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით ახალ ადამიანებს, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში დროდადრო გამოჩნდებიან. მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ გამბედაობა და სიმტკიცე, წარმატების რწმენა. მხოლოდ ზუსტად უნდა განსაზღვროთ მიზანი და ენერგია საჭირო მიმართულებით აგრესიის გარეშე მიმართოთ.

ხელსაყრელი დღეები: 9, 10, 18, 19, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 13, 14, 20, 21.


image


აგვისტოში მეტი ენთუზიაზმით განახორციელებთ საკუთარ გეგმებს და პროექტებს. გაგიჩნდებათ მეტი იდეები, რომელთაც მოკლე ხანში განახორციელებთ. უფრო თამამი და შეუპოვარი იქნებით როგორც გეგმებში, ასევე მათ რეალიზებაში. მეგობრული ურთიერთობა უფრო დინამიური გახდება, თქვენი მეგობრები და თანამოაზრეები სტიმულს მისცემენ თქვენ აქტიურობას. პირადული ურთიერთობა უფრო მგრძნობიარე გახდება, ინტიმურ ცხოვრებაში მეტ ჰარმონიას მიაღწევთ.

ხელსაყრელი დღეები:6, 7, 16, 17, 24, 25.

არახელსაყრელი დღეები:4, 5, 11, 12, 18, 19, 31.

imageსწავლების პროცესი წარმატებულად ჩაივლის. ადვილად აითვისებთ ახალ ცოდნას. კარგი დროა ახალი ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენისთვის. თვის მეორე ნახევარი შესანიშნავი პერიოდია შორეული მოგზაურობისთვის, გექნებათ უცხოეთში წასვლის შესაძლებლობა. თუმცა მაღალი აქტიურობით არ გამოირჩევით, დიდი დრო დაგჭირდებათ სასიცოცხლო ძალების და ენერგიის აღდგენისთვის. ახალი პროექტები თვის ბოლოსთვის დაგეგმეთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 5, 14, 15, 22, 23, 31.

არახელსაყრელი დღეები:2, 9, 10, 16, 17, 29, 30.


imageთვის განმავლობაში უფრო აქტიური და შეუპოვარი გახდებით, თავადაც გაოცდებით საკუთარი საქციელით. გაძლიერებული სასიცოცხლო ენერგია გამოიყენეთ პროდუქტიულად და შემოქმედებითად, არ დახარჯოთ ის კამათზე. ამ თვეში ისწავლით არჩევანის სწრაფად გაკეთებას, უარს ეტყვით ჯიუტ ადამიანებს. ეფექტურად იმოღვაწევებთ სპორტში და კარგ შედეგებს მიაღწევთ. მიზნის მისაღწევად გამოგადგებათ მომხიბვლელობაც. ხელსაყრელი დროა ხელმძღვანელობას, გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობის მოგვარებისთვის. იღბალი თქვენ მხარესაა, მხოლოდ მცირე ძალისხმევა დაგჭირდებათ შესაძლებლობის გამოყენებისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 11, 12, 20, 21, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები:6, 7, 14, 15, 27, 28




imageაგვისტო შესაფერისი თვეა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის, რაიმე კოლექტიურ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. შესაძლოა გაიზარდოს ნაცნობობის წრე, ასევე რომანტიკული ხასიათისაც. მაღალ აქტიურობას გამოიჩენთ ფინანსურ სფეროში, აქტიურად გამოიმუშავებთ ფულს, მაგრამ მის დაგროვებას ან სამომავლოდ გადადებას ვერ შეძლებთ, რაც დაკავშირებულია ხარჯების გაზრდასთან. ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ შეუპოვრობა, სიმტკიცე და გულწრფელობა.

ხელსაყრელი დღეები:9, 10, 18, 19, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები:4, 5, 11, 12, 25, 31.


imageაგვისტოში გაძლიერდება სასიამოვნო დასვენების, რელაქსაციისკენ სწრაფვა. საუკეთესო თვეა შვებულებისთვის. დიდი მოცულობის საქმე თქვენთვის ტვირთად იქცევა. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, ახლობლების წრეში, თუმცა განმარტოების სურვილიც გაგიჩნდებათ. ურთიერთობებში პირდაპირობას გამოიჩენთ. კარგად გაანალიზეთ რას ამბობთ, ამგვარად თავიდან აიცილებთ უტაქტობას. თვის განმავლობაში გელოდებათ ბევრი მოგზაურობა. მოკლე მოგზაურობისას მოერიდეთ სიჩქარეს, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაკვირვებულობა.

ხელსაყრელი დღეები: 6, 7, 16, 17, 24, 25.

არახელსაყრელი დღეები:2, 9, 10, 22, 23, 29, 30.


imageზაფხულის ბოლო თვეს გაგიჩნდებათ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის სურვილი. ხელსაყრელი დროა სანაპიროზე დასვენების, კოსმეტიკურ სალონში ვიზიტის, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის, ასევე გარეგნობის, გარდერობის შეცვლისთვის. აქტიურობას გამოიჩენთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. კარგი დროა მშენებლობის, რემონტისთვის. ნათესავებთან ურთიერთობა უფრო დინამიური გახდება, თუმცა კონფლიქტებიც მოსალოდნელია.მოერიდეთ კამათის წამოწყებას ოჯახში.

ხელსაყრელი დღეები:4, 5, 14, 15, 22, 23, 31.

არახელსაყრელი დღეები:6, 7, 20, 21, 27, 28.



image


აგვისტოში წარმატება ფინანსურ სფეროში გელოდებათ. გაუმჯობესდება თქვენი მატერიალური მდგომარეობა, გაიზრდება შემოსავალი, შეძლებთ სასიამოვნო შენაძენის გაკეთებას. ხელსაყრელი თვეა ფინანსური გარიგების დადების, საკუთარი დანაზოგების მართვისთვის უკეთესი მეთოდების მოძიებისთვის. გახდებით უფრო შეუპოვარი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. მამაკაცი-ტყუპები უფრო აქტიურად გამოიჩენენ ინიციატივას, ხოლო ქალი-ტყუპები კი უფრო მეტად მიიზიდავენ მამაკაცთა ყურადღებას.

ხელსაყრელი დღეები:2, 3, 11, 12, 20, 21, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები:4, 5, 18, 19, 24, 25, 31.

imageაგვისტოში გელოდებათ ბევრი სასიამოვნო ურთიერთობა. ხშირად აღმოჩნდებით სასიამოვნო და საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, შეიძენთ ახალ მეგობრებს და ნაცნობებს, მოგეცემათ ფლირტის შესაძლებლობაც. წარმატებულად ჩაივლის მოკლე მოგზაურობა, რაც კმაყოფილების გრძნობას და სასიამოვნო შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, სამსახურშიც მეტად აქტიური იქნებით, მოგიწევთ ენერგიულად გაართვათ თავი საკუთარ ვალდებულებებს. კოლეგებთან ღია და პატიოსანი ურთიერთობა დადებითად აისახება თქვენ შრომისუნარიანობაზე.

ხელსაყრელი დღეები:9, 10, 18, 19, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები:2, 16, 17, 22, 23, 29, 30.



imageპლანეტათა განლაგება წარმატებას გპირდებათ ოჯახური საკითხების მოგვარებისას. ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში მეტი გაგება და ჰარმონია წარმოიქმნება. ხელსაყრელი დროა ბინის კეთილმოწყობისთვის. მაღალ აქტიურობას გამოიჩენთ პირადულ ურთიერთობებში. მაგრამ გააკონტროლეთ, რომ თქვენი მოქმედება პროდუქტიული იყოს, რათა მან კონფლიქტები არ გამოიწვიოს. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა ყოფილ შეყვარებულთან. აგვისტოს მეორე ნახევარი კი უფრო მეტ რომანტიკას მოგიტანთ და ახალი ნაცნობობის მეტი შანსი გექნებათ.

ხელსაყრელი დღეები:6, 7, 16, 17, 24, 25.

არახელსაყრელი დღეები:14, 15, 20, 21, 27, 28.


1
1075
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1075
  
2012, 1 აგვისტო, 15:12
ჩემი დაემთხვა წინ ნამდვილად ეგ მელის :D:D:D
0 1 1