x
image
Culture Express
არმინე არუთინიანი სკანდალის შემდეგ თბილისშია - ვინ მოიწვია სომეხი მოდელი და რომელ ცნობილ ადგილებს ესტუმრა ის?
image რამდენიმე კვირის წინ ქართული სოციალური ქსელები სრულიად მოიცვა სომეხი გოგონას ფოტომ, პოსტებში თუ სხვადასხვა სტატიებში ვკითხულობდით რომ გოგონა "გუჩის" სახედ იქნა არჩეული. მას ფესიბუქზე გარეგნობას უწუნებდნენ და "გუჩისაც" კი აკრიტიკებდნენ. 23 წლის არმინე კიბერბულინგის მსხვერპლიც გახდა, ქართველებმა არ დააყოვნეს და მის ინსტაგრამის არაერთ ფოტოზე დამცინავი კომენტარები დაუტოვეს ქართულ ენაზე. მოგვიანებით გაირკვა რომ გოგონა თბილისშიც იყო ნამყოფი და ინტერვიუებში ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენთვის საამაყო პასუხები ჰქონდა გაცემული და კეთილგანწყობილი იყო საქართველოს მიმართ.

image

მოგვიანებით კი გაირკვა რომ გოგონა გუჩის სახე არ გამხდარა, მან უბრალოდ კომპანიის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, ჩვენება მენტალურ პრობლემებს და არსებულ სტიგმას ეხებოდა, როგორც ცნობილია თავად მოდის სახლის დიზაინერსაც აქვს მენტალური პრობლემები და ეს კომპანიისთვის სენსიტიური თემაა.

არმინე არუთინიანს სკანდალის მიუხედავად საქართველო ძალიან უყვარს, ის თბილისში მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში ჩამოვიდამ კაფე "სტამბაში" დაჩექინდა მეგობრებთან ერთად და ფილარმონიაში "დალოოდის" ჩვენებაზე გამოჩნდა, როგორც ცნობილი გახდა ის თბილისში სწორედ "დალოოდის" დამფუძნებელმა - დიზაინერმა მაკა კვიციანმა დაპატიჟა


image

5
1147
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1147
  
3 ნოემბერი, 21:05
Mირასელლა
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com – ამ კომენტარს ვუპასუხე, ჩემო კულტურ ექსპრესო
3 ნოემბერი, 20:49
რა შუაშია ხაჭაპური, მხოლოდ კულინარია რომ აინტერესებთ ხოლმე იმ ტურისტების რიცხვს არ ეკუთვნის.
3 ნოემბერი, 9:41
წავიკითხე ამ გოგოს ინტერვიუ რუს ჟურნალისტთან და მომეწონა, ზოგი ქართველი ვერ გასცემდა ასეთ პასუხს საქართველოს შესახებ. დასაფასებელია.
3 ნოემბერი, 7:52
ხაჭაპურის გამოცხობა ეცოდინება?
3 ნოემბერი, 0:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5