x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
სამხრეთ აფრიკის ისტორიაში ყველაზე სასტიკი დამნაშავე
image


მოსე სიტჰუოლა, მეტსახელად "მოსე შავი". სერიული მკვლელი, სამხრეთ აფრიკის ისტორიაში ყველაზე სასტიკ დამნაშავედ მიიჩნევა.

მას ცოლი სექსუალურად არ აკმაყოფილებდა, რის გამოც 3 ქალი გააუპატიურა. დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში, სადაც თავადაც არაერთხელ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი.

1994 წელს ნელსონ მანდელას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "რასისტი თეთრკანიანების მიერ რეპრესირებული უდანაშაულო შავკანიანი" - მოსე სიტჰუოლა გაათავისუფლეს, რის შემდეგად იგი გოგონებს თავს ესხმოდა, უკაცრიელ ადგილას მიჰყავდა და აუპატიურებდა, შემდეგ კი წამებით კლავდა, რის შემდეგაც მოკლულების მშობლებს ტელეფონით ურეკავდა და დეტალურად უყვებოდა თუ როგორ იწამა მათმა გოგომ.


იგი ერთ წელიწადში დაიჭირეს. ამ დროის მანძილზე მან 84 დანაშაულის ჩადენა მოასწრო: 38 მკვლელობის, 40 გაუპატიურების, 6 ძარცვის.

1997 წლის 5 დეკემბერს "შავ მოსეს" სასჯელი განესაზღვრა 50 წელი თითოეულ ჩადენილ მკვლელობაზე (38 მკვლელობა), 12 წელი თითოეულ გაუპატიურების ფაქტზე (40 გაუპატიურება) და 5 წელი თითოეულ ძარცვაზე (6 ძარცვა), საბოლოოდ სასჯელის ვადა დაუგროვდა 2410 წელი, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით განესაზღვრა 930 წელი. ციხიდან სავარაუდოდ გამოვა 2926 წელს.

1
536
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
536
  
2019, 3 ნოემბერი, 0:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1