x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96537
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458426
მოხუცებულმა მონიკა ბელუჩმა ფანატები გააოცა
მონიკა ბელუჩის შესახებ იცის ყველამ, ვისაც მისი ერთი ფილმიც კი არ უნახავს. ის პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობად ითვლება. სახის მიმზიდველი ნაკვთები და სხეულის ლამაზი ფორმები გულგრილს ვერავის დატოვებს.


image

ითვლებოდა, რომ 55 წლის იტალიელ მსახიობს დრო ვერაფერს აკლებს. მოდის ჟურნალებში ხშირად ნახავდით სათაურებს „მონიკა ბელუჩის ახალგაზრდობის და სილამაზის 15 საიდუმლო“. როგორც თავად მონიკა აღიარებს, პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია და სილამაზის საიდუმლოს შესახებ არაფერი იცის. ცოტა ხნის წინ პაპარაცის მიერ გადაღებულმა ფოტომ ეს დაამტკიცა.


image


პაპარაცებმა მონიკა ბელუჩი რომში სახლიდან გამოსული დაინახეს. ფანატებს თვალში მოხვდათ მსახიობის კანის მდგომარეობა. წარუმატებელმა რაკურსმა მსახიობის ყველა პრობლემური ზონა გამოკვეთა. ჩამოწელილმა ყელმა და ლოყებმა შეგვახსენა, რომ მსახიობი უკვე 55 წლისაა.


აღსანიშნავია, რომ მსახიობი უკვე გარკვეული დროა მოკლე ვარცხნილობას ატარებს და ამან მასზე ბოროტად იხუმრა. ადრე გრძელი თმა მის ყელს და სახის ოვალს მალავდა, რაც ლამაზმანს ასაკს ავლენს.


მსახიობის ფანატებმა იმედგაცრუების დამალვა ვერ შეძლეს და წარუმატებელ ფოტოზე რეაგირება მოახდინეს: „ვიმედოვნებ, რომ ფოტოშოპია. მონიკა მთელი ეს წლები ჩემი იმედი იყო, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება სილამაზის შენარჩუნება“. „თითქოს ერთ დღეში დაბერდა, რამდენი ნაოჭია“. „დრო არავის ინდობს“. ყველაზე მეტად იმედი გაუცრუვდათ, როცა მსახიობმა რედაქტირებული ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.


image


ასევე დაგაინტერესებთ:

ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ პატინსონი „ოსკარისთვის“ იბრძოლებენ

image

კიანუ რივზმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიკეთე - მარტივი საქმეა

image

ამ მსახიობის ქონება 714 მლნ დოლარს შეადგენს, თვეში კი მხოლოდ 100 დოლარს ხარჯავს

image

ერთი კითხვა, რომელმაც ალკოჰოლიკი, ურწმუნო ენტონი ჰოპკინსი ქრისტიანი გახადა

image

ოდრი ჰეპბერნის სიტყვები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს

image

სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები

image

0
662
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
662