x
მკვლელების ბიოგრაფია ნაწ. 2 - ექთანი ანა
ეს ისტორია, უცხოეთიდან ჩამოსულმა მეგობარმა მიამბო და დააყოლა, იქ ანას ამბავი ლეგენდებად დადისო. გადავწყვიტე, რომ ჩემი „მკვლელის ბიოგრაფიის“ მეორე ნაწილისათვის გამოდგებოდა.


ანა იყო მორცხვი, 24 წლის გოგონა. მას არ ჰყავდა ბევრი მეგობარი, რადგან სამუშაოს გამო არ ჰქონდა მეგობრებთან კონტაქტის დრო. ის მუშაობდა ძალიან განვითარებულ და ცნობილ საავადმყოფოში ექთნად. მას უყვარდა ადამიანების დახმარება და მხოლოდ ამის გამო იყო სამუშაოზე დილიდან საღამომდე. მისთვის ფული პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა.

ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ექიმ სებასტიანთან. სებასტიანი მეგობრული ადამიანი იყო და მის ოქროსფერ თმასა და ლურჯ თვალებს ბევრი ლამაზმანის გული გაეტეხა. ანა გამონაკლისი არ იყო და სულ მალე მასაც შეუყვარდა მომხიბლავი ექიმი. ის არასოდეს აჩენდა თავის გრძნობებს მის მიმართ, რადგან ეგონა, რომ სებასტიანი არასოდეს დაინტერესდებოდა მისით... თუმცა, ერთ დღეს ექიმი ანას თავად გამოუტყდა სიყვარულში და ორივე ძალიან ბედნიერი იყო.

სებასტიანი ანას ბევრ საჩუქრებსა და ყვავილებს უძღვნიდა და ანას მოწყენის მიზეზი აღარ ჰქონდა.


ერთ დღეს, სებასტიანმა ანა თავის სახლში დაპატიჟა და რომანტიული ვახშმის შემდეგ, ხელი სთხოვა.

„მე შენ მიყვარხარ, მე მინდა რომ შენთან ერთად ვიყო მუდამ.“ - თქვა მან. ანა სიხარულით დასთანხმდა. ამის შემდეგ სებასტიანი უეცრად წამოდგა, ანას ხელი გაუწოდა და უთხრა „წამოდი, მე კიდევ ერთი საჩუქარი მაქვს შენთვის, სარდაფში ჩამოდი.“ ანაც სიხარულით დაბრმავებული გაჰყვა.

სებასტიანი კართან მივიდა და გამოაღო. ანა საშინელმა სუნმა კინაღამ დაახრჩო. ასეთი სუნი საავადმყოფოში... მხოლოდ მორგში იდგა!

ანა მაინც ჩავიდა კიბეზე. სებასტიანმა უთხრა:

„ძვირფასო ანა, მე საბოლოოდ ვიპოვე პასუხი! შენ ცოლობაზე დამთანხმდი და ახლა ჩვენ სამუდამოდ ბედნიერნი ვიქნებით.“ ექიმის სიტყვებმა ანა შეაშინა, რადგან სებასტიანს ხმა უფრო და უფრო ეცვლებოდა. ექიმმა შუქის ჩამრთველს ხელი დაარტყა და საბოლოოდ სარდაფიც განათდა.

ანამ შეჰკივლა... მორგი ტყუილად არ გახსენებოდა, იქ ახალგაზრდა, მისი ასაკის გოგონების გვამებისაგან უზარმაზარი გროვა აეხორხლავებინათ და სებასტიანი ამას ისე შეჰყურებდა, თითქოს თავისი სიყვარული ეპოვნა.

ანას არ შეეძლო დათვლა, თუ რამდენი გოგონას ცხედარი იყო ერთმანეთში აზელილი (და კაცმა რომ თქვას, ასეთ დროს ცხედრების თვლას ვინ დაიწყებდა?). ანა დაპანიკდა. გაქცევა სცადა, თუმცა ექიმმა ხელი ჩასჭიდა და არ გაუშვია, მეორე ხელით მძიმე რკინის ცეცხლსაქრობი აიღო და გოგონას თავში ჩაარტყა.

ანას საოპერაციო მაგიდაზე მიბმულს გაეღვიძა. ნაწნავებად შეკრული თმა ახლა მხრებზე ეფინა და საოპერაციო ხალათი ეცვა. მისკენ მიმართული ნარინჯისფერი სითხით სავსე შპრიცი დაინახა, თუმცა მალევე ისე მოითენთა, იმის სურვილიც კი არ გასჩენია, რომ გაეგო, თუ რა სითხე შეჰყავდათ მასში. გოგონამ გათიშვის წინ მხოლოდ ექიმი სებასტიანიღა დაინახა დანით ხელში და შემდეგ ვეღარაფერს გრძნობდა.

ანამ თავისდა გასაოცრად გაიღვიძა. თავი ხელებით ეჭირა და ცდილობდა იმის გახსენებას, რაც თავს გადახდა. შემდეგ ხელებს დახედა. არა, ყველა სხეულის ნაწილი ადგილზე ჰქონდა მაგრამ... თითქოს სხვას ეკუთვნოდა ეს ნაწილები, თითქოს ანას რამდენიმე გოგონას სხეულის ნაწილები მითვისებინა. ანამ გაიცინა, თავს გადამხდარი ამბის არ სჯეროდა სანამ... ნაკერები არ დაინახა. ხელებზე, ხელისგულებზე, მკერდზე, წელზე, ფეხებზე... ყელზეც კი.

ანამ თავი ასწია და დიდ სარკეში ჩაიხედა. გამაღლებულიყო, თმები გასწეწოდა და სისხლით მოსვროდა, ცალი თვალის ნაცვლად კი... შავი ბუდით იყურებოდა. ხელით შეეხო იმ ადგილს, სადაც თვალი უნდა ჰქონოდა. შეხება იგრძნო, თუმცა არ სტკენია.

ანა დიდი ხნის განმავლობაში იაზრებდა, რომ მისი სხეული ახლა უკვე მისი აღარ იყო და დოქტორს ის სხვა გოგონების ნაწილებით აეწყო... ფრანკენშტეინივით.

კარი გაიღო და ვიღაცამ კიბე ჩამოირბინა. ანამ იცნო ის... ის დაწყევლილი სებასტიანი! ხელ-ფეხის ამოძრავება სცადა... ეტკინა, მაგრამ გაცეცხლებულმა ნაბიჯები მაინც გადადგა. სულ ტყუილად, სებასტიანმა თავად მიირბინა ანასთან და ხელები ჩასჭიდა.

„ჩემო ძვირფასო ანა!“ წამოიყვირა „შენ ულამაზესი ხარ! შენს ასაწყობად საუკეთესო ნაწილები გამოვიყენე! ახლა შენ საუკეთესო ხარ და ჩვენი სიყვარული სამუდამო იქნება!“

მაგრამ... ანა მორცხვი გოგონა აღარ იყო. მან სიკვდილი და პრაქტიკულად უკანვე დაბრუნება გადაიტანა და ამ დეგენერატ ექიმს ბოლოს ვერ მოუღებდა? ანას გაეცინა.

ანა იცინოდა, ხარხარებდა და ექიმს უყურებდა. სებასტიანის შეშინების დრო მოვიდა.

სანამ სებასტიანი რაიმეს იტყოდა, ანამ წააქცია ის და ყელში ხელები წაუჭირა. კანის ფერი და ხელების ზომა ეცნო. „მაპატიე კლოე.“ წაიჩურჩულა თავისთვის და ექიმს კიდევ უფრო მაგრად წაუჭირა ხელები. სებასტიანმა ფართხალი შეწყვიტა.

როდესაც ანა დარწმუნდა, რომ სებასტიანი მომკვდარიყო, სარდაფში იარაღები შეათვალიერა. ბენზო ხერხი აიღო და ხელში შეათამაშა. ჩართო და ექიმის სხეული ასობით ნაკუწად დაშალა.

ანა სარდაფიდან გამოვიდა და სახლში ავიდა. დღე გასულიყო. შხაპი მიიღო და სებასტიანისა და ათობით გოგონას სისხლი ჩამოიბანა. შემდეგ კი, ვინეიდან უკვ ბნელოდა, გარეთ გავიდა და სახლში დაბრუნდა.

გარდერობში შევიდა და შავი კაბა იპოვა, რომელზეც პირობა დადო, რომ არასოდეს ჩაიცმევდა, შავი, გრძელი ხელთათმანები მოირგო და ექთნის ქუდი დაიხურა. შავი პირბადე აიკრა, წინ წითელი ჯვრით და თმები უთვალო ბუდეზე ჩამოიშალა.

საბოლოოდ, ანა მზად იყო, რომ თავისი ახალი სამუშაო დაეწყო.the nurse Ann


0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ელისი07
ელისი07
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0