x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველაზე უცნაური აკრძალვები მსოფლიოში

თანამედროვე მსოფლიო დღეს ღია და თავისუფალია. თუმცა, არის ქვეყნები, რომელშიც საერთაშორისო, თუ რელიგიური კანონების გარდა, სხვა კანონებიც მოქმედებს და უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მეტად უცნაურიც კი...


image


აკრძალული ფერები. არის ქვეყნები რომლებშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა ფერების განსაზღვრას. მაგ., ჩრდ. კორეაში აკრძალულია ლურჯი ჯინსის ტარება, ხოლო შავი ფერი შეიძლება.

მალაიზიაში კი, ყვითელი სამოსის ჩაცმა არ შეიძლება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, დამნაშავემ ჯარიმის სახით, 1185 დოლარი უნდა გადაიხადოს. საქმე იმაშია, რომ ყვითელი ამ ქვეყანაში პროტესტის ფერია და მისი უბრალოდ ჩაცმა, განცხადების გარეშე, აკრძალულია.

ბარბადოსზე ხაკის ფერი სამოსის ტარება მხოლოდ სამხედრო პირებს შეუძლიათ. ამ ქვეყნის გარდა, «დამცავი» ფერის ტარება, ასევე აკრძალულია იამაიკაზა, გრენადაში, დომინიკაზე და სენტ–ლუისიაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აკრძალვა მხოლოდ სამოსზე კი არა, ზურგჩანთებზე, საფულეებზე და სხვა სახის ნივთებზე და აქსესუარებზეც ვრცელდება.

თურქმენეთში კი, შავი მანქანით სიარულია აკრძალული. ითვლება, რომ ამ ფერს გზებზე უბედურება მოაქვს და თუ აღნიშნულ ქვეყანაში აპირებთ ცხოვრებას და შავი მანქანა გყავთ, რომელსაც ვერ ელევით, – მისი გადაღებვა მოგიწევთ.


გარეგნობა მნიშვნელოვანია. ირანში მამაკაცებს არ შეუძლიათ ევროპული ვარცხნილობის ტარება (მაგ., თმის რეზინით შეკვრა, ნაწნავი, ირაკოზი...). გარდა ამისა, მათ პირის გაპარსვაც ეკრძალებათ, რადგან მუსულმანისთვის წვერი წმინდაა.

კ. კაპრზე არ შეიძლება რეზინის ჩუსტების სიარული, რადგან ასეთი ფეხსაცმლი ხმაურს იწვევს. ხოლო, იტალიის სხვა რეგიონებში, რეზინის ჩუსტებით პარკებში სიარული არ შეიძლება. ამ შემთხვევაში, აკრძალვის მიზეზი უსაფრთხოებაა.


არანაირი გართობა! თურქმენეთში 2001 წ. აკრძალეს ოპერა და ბალეტი. როგორც თურქმენეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა განაცხადა, არ შეიძლება ხალხს იმის სიყვარული ჩაუნერგო, რაც სისხლში არა აქვს. თურქმენული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის, ქვეყნაში აგრეთვე აკრძალულია ფონოგრამით მღერა.

კაზინო «მონტე–კარლო» მონაკოს სიმბოლოა! თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას მასში შესვლა აკრძალული აქვს. კარლ III (1818–1889 წწ.) ამ გზით გადაწყვიტა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის დანაზოგის დაცვა.

შვეციაში კი, წინასწარი ნებართვის გარეშე, ქუჩაში ცეკვა არ შეიძლება.


სიკვდილის უფლება. ქ. ბირიტიბა მირიმში (ბრაზილია) 2005 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც ადგილობრივებს სიკვდილს უკრძალავს. მერის მიერ ამ კანონის მიღების მიზანი ის იყო, რომ ადამიანებს საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად ეზრუნათ და ქალაქის სასაფლაოებზე ადგილები დროზე ადრე არ შეევსოთ.

იგივე კანონი მოქმედებს ნორვეგიის ქ. ლონგირში. თუმცა იქ სულ სხვა მიზეზით. ჩრდ. რეგიონში მდებარე ქალაქის მიწა მუდმივად მზრალია და მისი ამოთხრა ადვილი არ არის. ქალაქი შპიცბერგენის არქიპელაგზე მდებარეობს და თუ ადამიანი ძალიან ცუდად გახდა, მისი ახლობლები ვალდებულები არიან, ის მატერიკზე გადაიყვანონ (ტრანსპორტირება სახელმწიფო ხარჯით ხდება) და თუ ასე არ მოიქცევიან და ადამიანი დაიღუპა, მატერიკზე გადასვენების ხარჯები ოჯახმა უნდა გაიღოს.

ჩინეთის ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა და წინასწარ უფლების აღების გარეშე, ტიბეტელ ბერებს რეინკარნირება აუკრძალა.


თვალყურის დევნება მორალზე. პოლონეთის ქ. ტუშზინში (Tuszyn) საზოგადო ადგილებში ვინი პუჰის გამოჩენა არ შეიძლება. ქალაქის მერი თვლის, რომ საბავშვო მოედანზე ნახევრად შიშველმა დათუნიამ მოზარდებს შეიძლება არასასურველი ასოციაციები გაუჩინოს.

ავსტრალიაში აკრძალულია ფილმები და ჟურნალები უფროსებისთვის, თუ მასში ქალს პატარა მკერდი აქვს. ადგილობრივი პოლიტიკოსების აზრით, ასეთი აკრძალვა პედოფილიის პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს.

ერ-რიადიში (საუდის არაბეთი) 16 წლის ასაკზე უფროს მამაკაცებს დიდ სუპერმარკეტებში ეკრძალებათ შესვლა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ეს კანონი ქალების მორალური უფლებეის დაცვის მიზნით არის მიღებული.

ტოკიოში აკრძალულია ღამის კლუბში ცეკვა. «საზოგადოებრივი მორალის» კანონის მიხედვით, რომელიც ტოკიოში 1948 წლის ბოლოს მიიღეს და დღემდე მოქმედებს, აღნიშნულ დაწესებულებებში, 12 საათის შემდეგ ცეკვა არ შეიძლება.


სხვისი ფასეულობები. «ბარბი» – მთელს მსოფლიოში, ყველა ბავშვის საყვარელი და სასურველი თოჯინაა. მაგრამ, 1996 წელს ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის ისლამურ ტრადიციებს არ შეესაბამება და მისი გაყიდვა ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა. «ბარბის» ადგილი «სარამ» და «დარამ» დაიკავა. თუმცა, ეს თოჯინები ისეთი პოპულარულები არ არიან, როგორც მატი პროტოტიპი იყო.


გაიღიმეთ! მილანში ცუდ ხასიათზე ყოფნაა აკრძალული. იქ მოქმედი დადგენილების თანახმად, ყველა, ნებისმიერ სიტუაციაში უნდა იღიმოდეს, რათა ქალაქში კეთლგანწყობის ატმოსფერო შეიქმნას. გამონაკლისი მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორია და მიცვალებულთან გამოსათხოვარი რიტუალები არის.


გადაღება აკრძალულია! ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო დაწესებულებების გადაღება იკრძალება. მაგ., ტუნისში პრეზიდენტის სასახლის გადაღება არ შეიძლება. ხოლო, საამიროებში — შეიხების სასახლეების.

მალაიზიაში და ტაილანდში სურათის გადაღება არ შეიძლება ბუდას ქანდაკებასთან.

აშშ-ში სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების გადაღება არის აკრძალული, მათ შორის: აეროპორტების, სატრანსპორტო მაგისტრალების, გვირაბების და ხიდების.


თავისუფლება თევზებს! ქ. მონცაში (იტალია), 2004 წლიდან კანონი მოქმედებს, რომელიც სფეროსებურ აკვარიუმში ოქროს თევზების მოთავსებას კრძალავს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ასეთი აკრძალვის მიზეზი ის არის, რომ ამ ფორმის აკვარიუმებში ფილტრის ადგილი არ არის, რის გამოც, თევზის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება.


გარემოზე ზრუნვა. კენიაში უკვე რამდენიმე წელი მოქმედებს კანონი, რომელიც პოლიეთილენის პარკების წარმოებას, გაყიდვას და მოხმარებას კრძალავს. ასეთი პარკის აღმოჩენის შემთხვევაში, მაქსიმალური ჯარიმა, შეიძლება, 38 ათას აშშ დოლარს შეადგენდეს. ამ შემთხვევაში, გასაოცარი კანონის შინაარსი კი არა, ჯარიმის თანხაა, რომელსაც კანონის დარღვევა ითვალისწინებს.

სინგაპურში გასული საუკუნის 90-იან წლებში საღეჭი რეზონი წარმოება, იმპორტი და მოხმარება აიკრძალა. მოტივი ქალაქის სისუფთავე და ტრანსპორტის უსაფრთხოება არის.

ნაყინს და ადამიანს შორის «შუამავალი» კოვზი უნდა იყოს. ინდოეთში მოქმედი კანონის მიხედვით, ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ნაყინის პირით, ანუ კოვზის გარეშე, მირთმევა არ შეიძლება.


და ბოლოს, თუ არ გინდათ, რომ საზღვარგარეთ პრობლემა შეგექმნათ, ვიდრე ფეხს უცხო მიწაზე დადგავთ, გაეცანით იმ ქვეყნის კანონებს, წეს-ჩვეულებებს და დაიმახსოვრეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უცნაურებად მოგეჩვენებათ.

imageimageimageimageimageimageimage






0
402
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0