x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
 "უწმინდესის გადაწყვეტილებები ხშირად აღმოჩნდა ჩემთვის მიუღებელი... "
image
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და პატრიარქზე წერს.


"“მოხუცი მამა"- სულ ეს ფრაზა მიტრიალებს თავში, კვირაზე მეტია...
გალაკტიონის ლექსში ნახსენებ მამას უამრავი ინტერპრეტაცია აქვს. მთავარი მაინც პირველი შემოქმედია, რომელიც “სასხლავით ხელში დადის ვენახში".
მეხუთე მცნებაც მშობლების პატივისცემას გვასწავლის. მამის და დედის პატივისცემას.


ბავშვობაში მამასთან არ მგონდა მეგობრული დამოკიდებულება. ჩვენ შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ისედაც საერთო ღირებულებები თითქმის არ გვქონია. არც ერთი გადაკვეთის წერტილი არ ემთხვეოდა. ჩემთვის მიუღებელი შეხედულებები ჰქონდა...


თავს სულ ვახსენებდი, ის მამაჩემია, ჯერ ის გაჩნდა, მისი გავლით, მე!..
მან ბევრი შეცდომები დაუშვა, მისი მამობრივი მზრუნველობა მაკლდა... ოღონდ სულ მიყვარდა. თუ ვინმე გადაბრუნებულს იტყოდა, ვერ ვისვენებდი... სხვების მდიდარ, გავლენიან მამებს ჩემი, მშრომელი, უმძიმესი მამა მერჩივნა...



“მოხუცი მამა" ისედაც იმსახურებს პატივისცემას და ერთგულებას...
წლებია ამ ეკლესიის წევრი, ღვთისმსახური ვარ... ბევრჯერ მინანია ამ გარემოში ყოფნა. უამრავი გულისტკივილი, შეურაცხყოფა, დამცირება, დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება მიმიღია...
უფალი ყოველთვის განივთებულად მიყვარდა, მას ყოველთვის ვსასოებდი და უკანასკნელი ძალებით ვარწმუნებდი თავს, რომ დავრჩენილიყავი იქ, სადაც ვარ... ქვის და ტალახის სროლა არ ნელდებოდა... მაინც ჯიუტად ვიდექი და ვითმენდი, როგორც შემეძლო...


ძალას პატრიარქი მაძლევდა.. მისი მაგალითებით ბევრს ვსწავლობდი...
არასდროს ვყოფილვარ ფანატიკოსი. უწმინდესის გადაწყვეტილებები ხშირად აღმოჩნდა ჩემთვის მიუღებელი... ზოგჯერ ისეთებს აძლევდა გავლენის სფეროებს, ვბრაზობდი, განვიკითხავდი... მერე განსჯასაც თავს ვანებებდი...
ყველაფერს კარგად ვხედავ, ყველაფერი კარგად მესმის... არც რეგალიები მჭირდება, არც დაწინაურებები და იერარქიული წიაღსვლები, რადგან იმ სიმაღლეზე ასვლაში, ახლა სადაც ვარ, ყველა მათგანი ხელს შემიშლიდა... ბედნიერი ვარ ყოველი წამით... ყველაფრით... აქამდე რაც იყო და რაც არ იყო...


უპირველესად, მადლიერი ვარ...
უწმინდესო, მადლობა... ცხადია, ბევრი რამ არც დღეს მესმის, მაგრამ ეს არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მძულდეთ, რომ თქვენი გადადგომა მოვითხოვო, რომ აგრესიამ დამაბრმავოს და ჯანსაღი აზრი საბოლოოდ დამაკარგვინოს...
ისე, რამდენი “ბრუტუსი" გამოგიზრდიათ, უწმინდესო!.."



1
867
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
867
  
2019, 3 ნოემბერი, 0:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1