x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
91 წლის პენსიონერმა სრულიად მოულოდნელად თანასოფლელებს 1,3 მილიონი დაუტოვა
image

მოკრძალებულმა პენსიონერმა გააოცა თანასოფლელები, რომლებსაც 1, 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი(4, 9 მილიონი ლარი) დაუტოვა იმისთვის, რომ ეს ფული სოფლის კეთილ საქმეებს მოხმარდეს.

ოდრი მოსი (Audrey Mosey)ცხოვრობდა კოტინგემში(აღმოსავლეთი იოკშირი)საკმაოდ მოკრძალებულ სახლში, სადაც მისმა უახლოესმა მეგობრებმაც არ იცოდნენ, რომ მან და მისმა პარტნიორმა, შეაგროვეს 6 ნიშნა თანხა.

როდესაც ოდრის ქმარი, კენ ბედფორდი გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ, ოდრიმ ინგლისში და ბარსელონაში გაყიდა უძრავი ქონება, ფული კი პირად ანგარიშზე შეინახა.

image

ოდრი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა და მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, რომ მან თავის საყვარელ სოფელს დიდი რაოდენობის თანხა დაუტოვა მემკვიდრეობით.

ოდრიმ ანდერძით დაიბარა, რომ თანხა განათლების და ხელოვნების განვითარებას მოხმარდეს. შეიქმნა I Audrey Mosey Fund, რომელიც ფინანსურად ეხმარება კოტინგემში, ასევე ჰალსა და აღმოსავლეთ იორკშირში საშემსრულებლო ხელოვნების ჯგუფებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, სკოლებსა და სოციალურ საწარმოებს.

image

ფონდი უზრუნველყოფს ინვესტიციებს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში, გააფართოონ შესაძლებლობები და მიიღონ გამოცდილება და ცოდნა.

image


”მე არ გამიკვირვებია ოდრის გულუხვობა, როდესაც დატოვა ასეთი წარმოუდგენელი თანხა მთელი რეგიონისთვის, რადგან ეს მის ხასიათში იჯდა", -განაცხადა ოდრის ქონების განმკარგავმა და ფონდი I AM- ის დამფუძნებელმა, პაულინა ლინდოპმა(Pauline Lindop)

imageფოტოზე:I Audrey Mosey-ის ფონდი სოფელ კოტინგემში, რომელიც ემსახურება ასევე ჰალს და აღმოსავლეთ იოკშირს


1
564
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
564
  
2019, 3 ნოემბერი, 0:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1