x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102552
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ეს ყველას ეხება! რა ხდება ქალაქ რუსთავში? საფრთხე,რომელიც მოსახლეობას ემუქრება!

image
უკვე დიდიხანია, რაც რუსთავის მოსახლეობა მერიისგან ელის რეაგირებას. ქალაქში სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად მაცხოვრებლებს კიდევ, ყველაზე მძიმე და ჯერ კიდევ აღმოუფხვრელი პრობლემა დაემატა.ქარხანა-საწარმოების სამუშაოების შედეგად, ფილტრებისა და გაუმართავი ტექნიკის გამო, ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობამ სახიფათო დონემდე აიწია. ეს ყოველივე საშიშია, როგორც ქალაქის მაცხოვრებელთათვის, ისე მეზობელი ქალაქებისათვის.
შესაძლოა, მალევე ეს მავნე, მხუთავი ჰაერი დედაქალაქშიც აღმოჩნდეს.
მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია ქალაქის მერიისა და გარემოს დაცვის სამინისტროსაგან.

ამასობაში, შეიქმნა მოძრაობა "გავიგუდეთ", რომელიც ცდილობს, მშვიდობიანი გზებით, გააპროტესტოს, მიაწვდინოს ხმა უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყოველივეზე.

მოგმართავთ ყველას, რუსთავის მაცხოვრებლებსა და მეზობელ მუნიციპალიტეტებს. 3 ნოემბერს, 16:00 საათზე, მერიის წინ, მშვიდობიანი მანიფესტაცია.

იხილეთ ფოტომასალა :

imageimageimage



1
159
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუზალაძე
თათია ბუზალაძე
159
  
2019, 3 ნოემბერი, 0:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1