x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ გამოიყურებოდნენ თანამედროვე ტექნიკის ,,წინაპრები"
image

ელექტრო ტექნიკა ნებისმიერ სახლში შეგიძლიათ ნახოთ, თანაც-რამოდენიმე. მათ ყოველდღიურად ვიყენებთ და არც კი დავფიქრებულვართ თუ როგორი იყო ეს მოწყობილობა მაშინ, როცა ის-ის იყო გამოიგონეს. მაგალითად, თავდაპირველად მაცივარი სეიფს ჰგავდა, რომელსაც ზემოდან სფერო ჰქონდა დადგმული. პირველი სარეცხის მანქანა კი ქარხნის დაზგას უფრო წააგავდა, რომელთან მიახლოებაც კი ბევრს შეეშინდებოდა.

მოდი, დავათვალიეროთ და გავიგოთ როგორ გამოიყურებოდნენ იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შორეული “წინაპრები", რომელთაც დღესაც მოვიხმართ.

1.ტოსტერი


imageპირველი ტოსტერი შოტლანდიელმა გამომგონებელმა ალან მაკმასტერმა გამოიგონა 1893 წელს. 1909 წელს კი აშშ-ში მისი გაუმჯობესებეული ვარიანტი წარმოადგინეს, რომელიც ფრენკ შეილორს ეკუთვნოდა და General Electric-ის ფირმის მიერ იყო გამოშვებული(იხ. სურათი).


2.მტვერსასრუტი

imageმტვერსასრუტის პირველი პატენტი 1860 წელს ამერიკელმა დენიელ ჰესმა მიიღო. მაშინდელი მტვერსასრუტი მბრუნავ ჯაგრისს წარმოადგენდა, რომელიც მოძრაობისას ჰაერის შემწოვ ნაკადს ქმნიდა. ეს კი უკვე 1910 წელს გამოშვებული მტვერსასრუტია.

image

3.დომოფონი

image1935 წელს გერმანულმა კომპანია Siedle-მა ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყო შეიმუშავა, რომელიც ადამიანს გარეთ მყოფ პირთან აკავშირებდა. ფოტოზე სწორედ ერთ-ერთი პირველად გამოშვებული დომოფონია, რომელიც დღემდე მუშაობს.


4.ფენი

imageფენი პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიგონეს. ეს უზარმაზარი მოწყობილობა გახლდათ, რომელშიც ქალები თავს ყოფდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში მისი ზომები შედარებით შემცირდა. ხელის ფენი კი პირველად კომპანია Racine Universal Motor-მა წარმოადგინა 1920 წელს.

image

5.მიკროტალღური ღუმელი

image1933 წელს ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე კომპანია Westinghouse-მა წარმოადგინა მოკლე ტალღებზე მომუშავე მეტალის ორი პლასტინა, რომელთა შორის საკვების მომზადება იყო შესაძლებელი. ქვედა ფოტო 1946-1947 წლებშია გადაღებული და მათზე მიკროტალღურის შედარებით გაუმჯობესებული ვარიანტია წარმოდგენილი. თუმცა მაშინდელი მიკროტალღურები ძალიან მძიმე იყო, 340 კგ-ს იწონიდა გაგრილების უზარმაზარი მექნიზმის გამო და 5000$ ღირდა, რაც დღევანდელი 56 000$-ის ექვივალენტია.


6.მიქსერი

imageპირველი ელექტროძრავიანი მიქსერი 1885 წელს გამოიგონა ამერიკელმა რუფუს ისტმენმა. თავიდან ის სამრეწველო წარმოებაში გამოიყენებოდა.მე-20 საუკუნის დასაწყისში კი რამდენიმე კომპანიამ დაიწყო მიქსერების გამოშვება, რომლებიც დიდად არ განსხვავდებოდნენ თანამედროვე მიქსერებისგან.


7.სარეცხის მანქანა

imageშეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ პირველი პატენტი სარეცხის მანქანაზე ინგლისში 1691 წელსაა გაცემული. ელექტრო სარეცხის მანქანები კი პირველად მე-20 საუკუნეში გამოჩნდა. ფოტოზე კი 1913 წელს გამოშვებული სარეცხის მანქანაა.


8.ტელეფონი

image1876 წლის 7 მარტს ალექსანდრ ბელმა მიიღო პატენტი მოლაპარაკე მოწყობილობაზე, რომელსაც ტელეფონი უწოდა. ტელეფონი მალევე გახდა პოპულარული სხვადასხვა ქვეყნებში . ბელს სთხოვეს ტელეფონის დემონსტრირება მოეხდინა დედოფალ ვიქტორიასთან, ოსბორნის რეზიდენციაში. სწორედ ეს ტელეფონია აღბეჭდილი ფოტოზე.


9.ნოუთბუქი

imageOsborne 1 პირველი პორტატული კომპიუტერი გახლდათ, რომელიც კომპანია Osborne Computer Corporation -მა გამოუშვა 1981 წელს. მოწყობილობა 10 კილოს იწონიდა, დიდი იყო და 5 დუიმიანი ეკრანი ჰქონდა.


10.მაცივარი

image1926 წელს დანიელმა ინჟინერმა კრისტიან სტინსტრუპმა მსოფლიოს წარუდგინა თავისი გამოგონება მაცივარი. General Electric-მა მისი პატენტი შეისყიდა და მომდევნო წელს მაცივრის მოდელი Monitor-Top წარმოადგინა.


11. ელექტრო ჩაიდანი

imageპირველი ელექტრო ჩაიდანი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. პოლკოოვნიკმა რუქს ეველინ ბელ კრომპტონმა მოიფიქრა და გამაცხელებელი ჩაიდანის ძირზე დაამონტაჟა, თუმცა, წყლის გაცხელებას დიდი დრო სჭირდებოდა და ელ.ენერგიაც ბევრი იხარჯებოდა. 1923 წელს გამომგონებელმა არტურ ლარჯმა ახალი გამაცხელებელი ელემენტი გამოიგონა, რომელიც უშუალოდ ჩაიდანში იყო მოთავსებული. 1956 წელს კი რასელ ჰობსმა პირველი ავტომატური ჩაიდანი გამოიგონა, რომელიც წყლის ადუღების შემდეგ თავისით ითიშებოდა.



0
96
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0