x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ეხმარება სმს მაკედონიელ ფერმერებს
image ჯორჯი ფერმერია. ის თავის ამხანაგებთან ერთად პომიდვრის პლანტაციებს აშენებს და უვლის მაკედონიაში. მათ, მუშაობის დროს მუდმივად თან აქვთ მობილური ტელეფონები, მაგრამ საინტერესოა რატომ?

ისინი სმს-ს არა ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის იყენებენ, არამედ სხვა უფრო პროფესიული მნიშვნელობისთვის. ეს ფერმერები ჩართულნი არიან პროექტში “ ე-აგრო", რომელიც შეიმუშავა მაკედონიის მთავრობამ Ericsson-თან ერთად. ეს პროექტი დაფუძნებულია სმს სისტემაზე, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს გაიგონ მათი მოსავალი სად უფრო ძვირად ფასობს, ადგილობრივ თუ მსოფლიო ბაზარზე.

დღეს დღეობით ფერმერები დიდი პრობლემის წინაშე დგანან, თუ სად შეიძლება ჩააბარონ თავიანთი მოსავალი მაღალ ფასად, ხშირად მათ უწევთ თავიანთი საქონელი ძალიან მიზერულ თანხად გაყიდოს.მაგრამ პროექტი “ე-აგრო" -ს საშუალებით მათი ძებნის არეარი ფართოა, რითაც საშუალება ეძლევათ რეალურ ფასებში ჩააბარონ თავიანთი მოსავალი.

“პირველად რასაც ვაკეთებ, ეს არის თუ რა სახის პროდუქტს ვაბარებ, მაგალითად პამიდორს, შემდეგ მის ჯიშს. ამის შემდეგ ხის კონტეინერებში ვათავსებ, ფასს ვაწერ. ამის შემდეგ ველოდები დათანხმდება თუ არა მყიდველი ფასს"- ამბობს ერთ-ერთი ფერმერი.


ჯორჯი ძალიან კმაყოფილია ამ პროექტით. “ ეს არის ძალიან კარგი და ადვილი გზა რათა გავყიდოთ ჩვენი მოსავალი. ჩვერ ბევრი დროის კარგვა არ გვჭირდება. ჩვენივე სათბურებში ვკრეფთ მოსავალს, შემდეგ კი სმს-ის საშუალებით ვყიდით".

საინფორმაციო საზოგადოების და ადმინისტრაციის მინისტრი ბატონი ივანოვსკი ამბობს: “ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი ადვილად გასაგები და მარტივი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის. პროექტს უპირატესობა ის აქვს რომ, ფერმერები დიდ დროს არ კარგავდენ მათი მოსავლის გაყიდვაში. ამ პროექტით უკვე ჩვენს კვეყანაში უამრავი ფერმერი დაინტერსდა და აქტიურადაც იყენებენ."


მაკედონიაში, ძალიან აქტუალურია მობილური, თითქმის ყველა ადამიანს მინიმუმ 2 ტელეფონი აქვს, ამიტომაც ასეთი პროექტის დანერგვას ჯანდაცვასა და განათლების სფეროშიც ფიქრობენ.

0
115
შეფასება არ არის
ავტორი:Lamorac
Lamorac
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0