x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ადამიანის განვითარების ინდექსით ყველაზე მაღალი და დაბალი დონის ქვეყნები და საქართველოს ადგილი ამ სიაში

ადამიანის განვითარების ინდექსი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს მისი განვითარების ინდიკატორს და ის აერთიენებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად.

image

განვითარების ინდექსის მიხედვით ქვეყნები იყოფიან 4 კატეგორიად:

  • უმაღლესი
  • მაღალი
  • საშუალო
  • დაბალი

მსოფლიოში ადამიანის განვითარების ინდექსით უმაღლესი დონე აქვს ნორვეგიას. მას მოსდევს შვეიცარია, ავსტრალია, ირლანდია, გერმანია, ისლანდია, ჰონკ-გონგი, შვედეთი, სინგაპური, ნიდერლანდები.

საქართველო ამ სიაში 70-ე ადგილს იკავებს და გაეროს შეფასებით ადამიანის განვითარების ინდექსით მაღალი დონის კატეგორიაშია (ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი).

ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთი 49-ე, სომხეთი 83-ე, აზერბაიჯანი - 80-ე და თურქეთი 64-ე ადგილს იკავებენ.

სიის ბოლო ხუთეული აგი-ს ყველაზე დაბალი განვითარების ქვეყნები ასე გამოიყურება:

ბურუნდი, ჩადი, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ნიგერია.

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0