ქალი და მამაკაცი ვალუევი - რუსი მოკრივე, რომელიც მეუღლეზე 3-ჯერ უფრო მძიმე წონის და ნახევარი მეტრით მაღალია 2019, 1 ნოემბერი, 19:18 ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ რუს, ყოფილ მოკრივეზე, რომელიც საბჭოთა და რუსული კრივის ისტორიაში ყველაზე გაბარიტიან მოკრივედაა მიჩნეული. ხოლო მისი მეუღლის დანახვაზე შესაძლოა, გაკვირვებისაგან თვალები გაგიფართოვდეთ. ნიკოლაი ვალუევი იყო და ითვლება გამოჩენილ მოკრივედ: სიმაღლე 213 სანტიმეტრი, წონა 150 კილოგრამამდე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის რეკორდი, როგორც კრივის ისტორიაში ყველაზე დიდი გარშემოწერილობის მუშტის მქონე მოკრივეს. ახლა ვალუევი 46 წლისაა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია. მისი ცოლი, რომელიც ვალუევმა 1998 წელს გაიცნო, მასზე 4 წლით უმცროსია. გალინა ვალუევას სიმაღლე 162 სანტიმეტრია, ხოლო წონით 55 კილოგრამია. დიდი ხანია ამ წყვილს გოლიათს და მინიატიურულ გოგონას ეძახიან. 494 6-ს მოსწონს |