x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვალუევი - რუსი მოკრივე, რომელიც მეუღლეზე 3-ჯერ უფრო მძიმე წონის და ნახევარი მეტრით მაღალია

image ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ რუს, ყოფილ მოკრივეზე, რომელიც საბჭოთა და რუსული კრივის ისტორიაში ყველაზე გაბარიტიან მოკრივედაა მიჩნეული. ხოლო მისი მეუღლის დანახვაზე შესაძლოა, გაკვირვებისაგან თვალები გაგიფართოვდეთ.

Источник фото: Яндекс картинки

ნიკოლაი ვალუევი იყო და ითვლება გამოჩენილ მოკრივედ: სიმაღლე 213 სანტიმეტრი, წონა 150 კილოგრამამდე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის რეკორდი, როგორც კრივის ისტორიაში ყველაზე დიდი გარშემოწერილობის მუშტის მქონე მოკრივეს.
ის ყოველთვის გამოდიოდა მძიმე წონით კატეგორიაში.

Источник фото: Яндекс картинки ვალუევი დაიბადა 1973 წლის 21 აგვისტოს. მისი პირველი შეხება კრივთან მოხდა 1993 წელს კრივის სავარჯიშო დარბაზში 20 წლის ასაკში.
მართალია მოკრივის კარიერა მან ძალიან გვიან დაიწყო, მაგრამ მისი დებიუტი კრივში შედგა არა სამოყვარულო კრივის რინგზე, არამედ პროფესიონალური კრივის რინგზე. მას შემდეგ ის ხან სამოყვარულო კრივის რინგებზე გამოდიოდა და ხან პროფესიონალურზე.
2009 წელს დევიდ ხეიასთან დამარცხების შემდეგ ის წაიყვანეს სამედიცინო შემოწმებაზე, რადგან მის ქმედებებში გამოცდილმა მწვრთვნელმა დაინახა მოკრივის არაადექვატური მოძრაობები.
ვალუევს თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, რის შემდეგაც მან რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ექიმებმა ვერ შესძლეს სიმსივნის მთლიანად ამოკვეთა.

Источник фото: Яндекс картинки

ახლა ვალუევი 46 წლისაა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია. მისი ცოლი, რომელიც ვალუევმა 1998 წელს გაიცნო, მასზე 4 წლით უმცროსია. გალინა ვალუევას სიმაღლე 162 სანტიმეტრია, ხოლო წონით 55 კილოგრამია. დიდი ხანია ამ წყვილს გოლიათს და მინიატიურულ გოგონას ეძახიან.

imageimageimage


0
494
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
494