x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ანჩისხატის ტაძრის დეკანოზის, მამა რევაზის მოგონება ზვიად გამსახურდიას შესახებ

ანჩისხატის ტაძრის დეკანოზის,  მამა რევაზის მოგონება ზვიად გამსახურდიას შესახებ


ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი, მამა რევაზი იხსენებს: "მაშინ ჯერ არ ვიყავი მღვდლად ნაკურთხი. ვარ საპარიკმახეროში და იქვე, ჩემ გვერდით, 12-13 წლის ყმაწვილი ზის. მოულოდნელად, შემოდის ვიღაც უცნობი პირი და ყველას გარეთ გვერეკება - რუსი გენერალი მობრძანდება და დაცალეთ საპარიკმახეროო. ყველანი მორჩილად ვდგებით იმ ერთი ბიჭის გარდა. მარტო ის ერთი ბიჭი არ ინძრევა, ჩაფრენია სავარძლის სახელურებს და ცოცხალი თავით არ გადის გარეთ. ერთმა ოფიცერმა სცადა მისი ძალით გაყვანა და ბიჭმა ისეთი ალიყური სტკიცა, ქუჩაში გაისმა ლაწანის ხმა. ბოლოს, ეს ყმაწვილი სავარძლიანად გამოსვეს გარეთ და პირდაპირ კაგებეში გააქანეს. ეს პატარა ბიჭი გახლდათ ზვიად გამსახურდია. როდესაც ბატონი კონსტანტინე მიუყვანიათ "დამნაშავესთან" მათ დასანახავად მამას დაუტუქსავს შვილი, ხოლო თვალს მიფარებიან თუ არა, მხარზე დაუკრავს ხელი და შეუქია - ყოჩაღ, შვილო, ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდებიო!"



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
502
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
502
  
2019, 3 ნოემბერი, 0:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1