x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ქართველი მწერლის, ლუკა კუხიანიძის მეოთხე ინტერვიუ — ამით ვანაცვლებ მეგობარს, კალამს, ქაღალდს...

image

— ეს თქვენი მეოთხე ინტერვიუა წელს, უჩვეულო სტატისტიკაა იმის კვალობაზე, რომ ინტერვიუებს არ თანხმდებით, შეიცვალა რამე?
წლებმა, რომელშიც მე ვერ ვთანხმდეობოდი, ხელი შუეწყო აკუმულაციას, დაგროვილიყო გაცილებით უფრო საჭირო, მიზნობრივი შეკითხვები, ვიდრე ეს მანამდე იყო. თუ ჩვენ არ ვიცვლებით, ხოლო გარშემო ადამიანები ან გარემო იცვლება, ესეც ჩვენი ცვლილების ნაწილია. ასევე სწორი იქნება, ჩვენ ჩამოვაყალიბოთ აზრი, რომ ერთადერთი ცვლილება, რომელსაც განვიცდით თავისუფლების მიღწევის შემდეგ, სწორედ არის ცვლილება გარემოსი, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ. ასე რომ, გარემო იცვლება, დრომ ტემპს უმატა: ზოგჯერ მე გაცილებით უფრო ნელი ვარ, ვიდრე გარემოს სიჩქარე. მაგრამ, მე მგონია, გარემოს ცვლილებისადმი ასეთი დამოკიდებულება ბევრ ტკივილს იწვევს, ვინაიდან, თქმა არ უნდა, გარემო როგორც დადებითს, ასევე ეძებს ნეგატივს, ამის ძალები კი არ გვაქვს მაშინ, როდესაც ჩვენ ცვლილებას ვერ განვიცდით - გარემოს ცვლილების პარალელურად, თუმცა ეს სხვა შეკითხვის პასუხია.
— თუ ბესტსელერთან ერთად იარსებებდნენ წიგნები, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებიან, ალბათ თქვენი რომანი „სუნთქვა. ცალი ფილტვით“ იქნებოდა უდაოდ პირველი. რა ხდება ამ რომანზე?
— წინადადების, რომელიც შეკითხვამდე ააწყეთ, პასუხი არის ის, რომ ეს არ აჩქარებს წიგნის მუშაობას, გამოცემას, არამედ გაცილებით, გაცილებით უფრო ანალებს. უფრო, თუ მგრძნობიარე ხარ, ესე იგი, პასუხისმგებლობას ყველაფრის მიმართ იტვირთავ. რაც რომანზე მუშაობას შეეხება, დასრულებულია. ახლა ჩვენ უფრო ვმუშაობთ ამის თარგმანზე. როდის გამოვა, არ ვუწყი, მაგრამ ძალიან მალე.
— თუმცა სხვა ნაწარმოებებსაც ძალიან დიდი შედეგი ჰქონდა. მინდა გკითხოთ ლიტერატურაზე, რომელიც ყოველკვირეულად ქვეყნდება, რას ეძახით ამ ნაწერებს, პერიოდიკას? ასევე, თქვენზე გავიგე, რომ მოთხრობებს წერთ, შემდეგ შლით და წინადადებებს, აბზაცებს ტოვებთ, რომელსაც შემდეგ ყოველკვირეულ გამოცემაში აქვეყყნებთ, მართალია თუ არა ეს?
– ბუნებირივია, მართალია, ამასთან, ჩვენ ვსაუბრობდით გარემოს ცვლილებაზე. ლიტერატურის შემდეგი სახე არის განვითარებული სიმოკლეში, ჩასახულია მხოლოდ და მხოლოდ სიმოკლეში. ასევე ლიტერატურა, რომელიც იწერება მკითველთან ერთად, გაცილებით უფრო გასაგებია, თუმცა რთული. მე არ ვამბობ, რომ კონფრომისტულად იწერება, არამედ არ არის აზრი კუშტად გადაწყვეტილი, რჩება სივრცე, რომ ადამიანმა ჩადოს საკუთარი ფიქრი, გააპარალელოს საკუთარ განცდასთან. პერიოდიკა არაფერს გამორიცხავს, ის შეიძლება ნაწილი იყოს ყველაფრის და მის სათაურს ვერ ცვლის. ჯერ-ჯერობით არსებობს გონება, რომელშიც არსებობს აზრი - და ასეთი გონება ბევრია - რომ ლიტერატურული სიგრძელე, ბევრის თქმა, არის მიმანიშნებელი შემოქმედებით ნაყოფიერებაზე. რაც დიდი შეცდომაა და ამაზე შეცდომის თქმა შეგვიძლია(გაგვაჩნია ამის უფლება), მოკლედ ჩამოყალიბება ყოველთვის, ყოველდროს, იყო გაცილებით უფრო საძნელო.

— ბევრი ადამიანი გაჩნდა, რომელიც თქვენ მსგავსად აქვეყნებს ლიტერატურას, რამდენიმე მეც ვნახე, თუ კითხულობთ, თუ იცით ვინმე, ვისაც, თქვენი აზრით, თქვენსავით გამოსდის, ან კარგად გამოსდის? საერთოდ, სხვები...
— სამწუხაროდ, სხვა ადამიანი რომ იცოდე, ამისთვის აუცილებელია გადაიარო ერთი რთული გარემოება - უნდა იცნობდე საკუთარ თავს. ეს ხდება სიჩუმეში. ჩვენს დროში არსებობს ბევრი შემოქმედებით სფერო, რომელსაც მარკეტინგი ებატონება, ამ პასუხში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ვარაუდი, რომ ნელ-ნელა ვითარდება ეს გაბატონება ხელოვნების ამ მიმართულებაზეც - ლიტერატურაზე. მე ვარ ამ მიმართულების ნაწილი, მაგრამ, ერთადერთი რაც ვიცი, არ ვარ ნაწილი მარკეტინგის. ფასი, რომელსაც გადაიხდიან, ყოველთვის კლავს იმას, რასაც ფასი აქვს. ფასი კი, შემოქმედებით ველზე, ჩნდება ბევრი წლის შემდეგ, ჩვენ კი, ეს წლები გავლილი არ გვაქვს, რომ უკვე ვყიდით.
კონფრომიზმის ძალიან უხეშში მოვხარშეთ, რის გამოც ჩვენ არ გვრჩება პატიების უფლება: მხოლოდ ეს ვიცი, რომელიც ტრაგიკულია. როდესაც შენ ქმნი მორალურს, შენ მხოლოდ თუ გიბრუნებენ მორალურად: ზოგი ადამიანი კი, მორალურ სინათლეს იყენებს სხვა რაღაცების მოსაპოვებლად. ამაზე რომ იფიქროთ, შეიძლება იტიროთ კიდეც.
— როგორია, როდესაც ბევრი ფული გაქვს?
— მინდა გითხრათ ერთი ნაკლებად დამაჯერებელი წინადადება, ეს წინადადება არის ასეთი აზრის მატარებელი: ბევრი მეგობარი შეიძლება ზუსტად იმიტომ არ გყავდეს, რომ მილიონერი ხარ.
— რას გულისხმობთ, რომ ფული არ არის მთავარი?
— არა, მე ვგულისხმობ, რომ სიმდიდრეში ისეთ რაღაცებს ვერ გაივლი, რის გამოც შენთან იმეგობრებენ სხვა გაგებაში გამოვლილი ადამაინები და, ალბათ, ეს უკვე უფრო დამაჯერებელია, რომ სხვა გაგება გაცილებით უფრო ბევრ ადამაინს აქვს გამოვლილი. აქ მილიონი ნახსენებია ემოციური ხაზით, მხოლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ გაგების სიცოცხლეზე ადამიანში. ხშირად შევხვედრილვარ ჩემი ცხოვრების გზაზე ადამიანებს, რომელნიც ტყუიან კარგად. ცრუობენ ძირითადად იმისთვის, რომ ბევრად უფრო უკეთესებად აღიქვან საკუთარი თავი. საკუთარი თავის უკეთესად აღქმა არ არის ცუდი სურვილი, მაგრამ მთელი ირონიულობა ამ მოქმედების იმაში მდგომარეობს, რომ ვერ გრძნობენ, თუ რამდენ ადამიანს კარგავენ იმის გამო, რომ მათ ხისტად მიანიშნებენ, მე კარგი ცხოვრება მაქვსო. ბევრ ადამიანს ისიც ეჩვენება, თუ ვისმე ადამიანს მოაჩვენებს, კარგი ცხოვრება მაქვსო, მართლაც შეექმნება კარგი ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით.
— გასაგებია. ახლა კიდევ ერთი დეტალი უნდა გავარკვიო, ქუჩაში სეირნობისას პალტოებზე რატომ გაქვთ მიკროფონი დამაგრებული?
— ამით ვანაცვლებ მეგობარს, კალამს, ქაღალდს და ვიგებ დროს.
— ესე იგი საკუთარ საუბარს იწერთ?
— დიახ, დიალოგური ენით. აგრეთვე ლექციებს, მოთხრობებს, თანაც ქუჩაში სეირნობისას ულაპარაკოდ აღარ ვრჩები. აგრეთვე კონცეტრაცია გაცილებით უფრო იოლია, როდესაც პარალელურად არ მუშაობ წერაზე, აგრეთვე ეს ხელს უწყობს დაღლილობის დაგვიანებას.

შემდეგ სად მიდის ეს ჩანაწერები?


როდესაც შინ ვბრუნდები, მანოსკრიპტად ვაქცევ, ვათეთრებ, ვამზადებ. ზოგჯერ უბრალოდ ვუსმენ და აზრს ვანვითარებ.
— ანუ არ იკარგება?
— ცხადია იკარგება, მაგრამ უმცირესობა.
— მინდა ქალსა და კაცს შორის განსვავებაზე გკითხოთ, მაინც ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრები იმაზე, რაზეც სულ წერთ, სულ თუ არა, რის ახლოც ტრიალებთ. ისიც ძალიან საინტერესოა, როგორ ცხოვრობთ, მოძრაობთ, მაგრამ ამის გარეშეც არ მინდა ინტერვიუს დასრულება. მაგალითად, რომელი უფრო მარტივად ივიწყებს საყვარელ ადამიანს, ქალი თუ კაცი?
— კითხვები ისე გაქვთ განლაგებული, რომ ბევრ საკითხს ფარავს, ბევრ საკითხს კი ისეთად აჩენს, თითქოს რაიმე მნიშვნელობა აქვსო. ამიტომ პასუხს ზოგადი ენით, შემდეგ კი წვრილად განვავითარებ. ქალსა და კაცს შორის განსხვავება ძალიან დიდია მორალურ, იმანენტურ ბაზაში. მაგრამ ეს არ არის მოცემულობა, რომელიც დგინდება მხოლოდ სქესის მიხედვით. არამედ ეს არის გამიჯნული უმრავლეს შემჩნეული მახასიათებლებით. თუ ჩვენ ძალიან უხეშად ვიტყვით, კაცშიც შეიძლება იყოს ქალური მახასიათებელი და ქალშიც. ეს არ არის შეურაცხმყოფელი. ასევე შეიძლება რომელიმე სქესში რომელიმე სქესი იყოს დროებით, რაღაც ასაკის განმავლობაში. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვას. ქალი უფრო გრძნობითია, სულიერი. მეხსიერებაში რაღაც ჩნდება - შემჩნევით. თუ ქალი უფრო გრძნობითია, უფრო ბევრ რაღაცას ამჩნევს. თუ ქალი გრძნობითია, რომელიც ნიშნავს, რომ ბევრ რაღაცას ამჩნევს, ამბობს, რომ ბევრი რაღაც ამახსოვრდება. თუ ბევრი რამ გვამახსოვრდება, ბევრი რამ გვაქვს დასავიწყებელი. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ არიან ადამიანები, რომელნიც თუ ივიწყებენ ადამიანს, ივიწყებენ ყველაფერს, რაც ამ ადამიანთან არის დაკავშირებული.
— მაგარია. მინდა ერთ თქვენ ჩანაწერზე გკითხოთ, ვგულისხმობ ამ ჩანაწერს: „მაგრამ ძალიან რთულია დათმო ვნება - დაორთქლილ მინაზე, არ მოკაწრო ვინმეს სახელი.“ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური მიგნებიც პოეტურად არის დაწერილი, მაინც არასდროს მინახავს მხოლოდ პოტური ენა. მეორე ინტერვიუში ამბობთ, რომ პოეზიაში შეიძლება ფილოსოფიის, ფსიქოლოგისს დამალვა ვიცი, რომ განმარტებას ერიდებით, მაგრამ მაინც, რა არის ამ ჩანაწერის ღრმა სათქმელი?
— დაორთქლილი მინა ჩნდება გარემოსგან, ანუ ვიღაც სხვისგან. ამას თუ ადამიანში გადმოვიტანთ, შევქმნით ასეთ აზრს: თუ ადამანი ხელს გიწყობს, ზრუნავს, მნიშვნელოვნად გაქცევს, უძლური ხარ, უარი უთხრა. როგორც უძლური ხარ დაორთქლილი მინის წინაშე.
— ძალიან საინტერესოა. სხვათაშორის ჩემი ერთი მეგობარი მიხვდა ამას, ამიტომაც ჩავსვი ინტერვიუს შეკითხვაში. სიკვდილზე თუ ფიქრობთ, თუ მიპასუხებთ?
— ამაზე არ ფიქრობენ, ამაზე თუ ფიქრობ, ნიშნავს, რომ ელოდები. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცხრა საათზე უნდა მოვიდეს, თქვენ კი 4 საათიდან ელოდებით, სხვაგვარად შეუძლებელია, მაგრამ ლოდინი ასეთია.
— გამოჯანმრთელდით თუ არა და ახლა რაზე მუშაობთ?
— დიახ, გამოვჯანმრთელდი, ცოტა მჭირდება ადამიანებთან მოძრაობა, სხვა მხრივ, უკეთ ვარ და ჩქარა ემატება უკეთს უკეთი. ნახევარი წელიწადია ნაწარმოებზე არ მიმუშავია, მაგრამ დავაგროვე უამრავი მონახაზი სცენარისა. სამწუხაროდ, ზოგის აღდგენა ვერ შევძელი. აგრეთვე მე დავკარგე ბარგი, რომელშიც იყო ჩემი ტანისსამოსი, რომელშიც მქონდა ქაღალდებზე რაღაცები შესრულებული. მიუხედავად ამ ზარალისა, ნოემბრის შუაგულიდან მე დავიწყებ რამდენიმე მოთხრობაზე მუშაობას. გაისად რომანები სრულიად მზად უნდა იყოს. აგრეთვე მინდა დაკაბადონება ჩემი გამოქვეყნებული ლიტერტარის. დაახლოებით გადავარჩიეთ ორი ათასადამდე, ამას ცოტას დავუმატებთ და იქნებ წიგნად შევქმნათ.
— სიყვარულს არ ელოდებით?
— მოლოდინი ისეთი რაღაცის მიმართ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მე ვფიქრობ, რასაც არ აქვს გრძნობითი მნიშვნელობა. მაგალითად, ადამიანს ელოდებოდე, როდესაც მოვა, მალევე გაივლი ამ მოლოდინს და ჩნდება სხვა რაღაცების მოლოდინები, რომელიც გატარებულია იმედის ქვეშ. თუ შენ ელოდები გრძნობას, ის შეიცლება ვერც შენიშნო, ან გაგიცრუვდეს, ვინაიდან სადღაც წარმოიდგენ კიდეც ამ გრძნობას.
— გვირგვინს ელოდებით?
— იცით განსხვავება სიამაყესა და ამპარტავნებას შორის?
— არა.
— სიამაყე არის, როდესაც ვფიქრობთ, რომ საუკეთესოები ვართ, ამპარტავნება არის, როდესაც ჩვენ გვსურს, რომ სხვებმა იფიქრონ საუკეთესოები რომ ვართ. ამას გარდა, ადგილი, რომელზეც გვირგვინს იძლევიან, მე შემიმჩნევია, ბევრ ადამიანს სურს. რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთ ადგილზე მყოფ ადამიანებს არავინ ჰყავთ, ჰყავთ - მოღალატეები. ასეთ რაღაცას არც ველოდები, და რომ მოლოდინის გარეშე მოვიდეს, სიხარულს ვერ ვიგრძნობ. ამით არ იზომება არაფერი, მაგრამ ბევრი რამ მოკლდება.
— ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხართ და იმედია კიდევ მომეცემა შანსი. უამრავი კითხვის დასმა მინდა, მაგრამ ისიც კი არ ვიცი, ამხელა ინტერვიუ როგორ დავჭრა. დიდი, დიდი მადლობა.
— გმადლობთ.

0
124
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე ციკაური
ეკატერინე ციკაური
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0