x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96537
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458411
"ზუსტი ინფორმაცია მაქვს..." - რას წერს სააკაშვილი საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე

image


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკრაინიდან "ფეისბუქით" ეხმაურება:


"ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის პირადად ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული, მომზადებული, ორკესტრირებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების და მისი გადაყენების.


ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ივანიშვილს პრობლემების გამძაფრება და არა მოგვარება სურს, რათა ბოლომდე მოახდინოს ყველა ინსტიტუტის უზურპაცია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან ეკლესიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა საქართველოს ნარკოპლანტაციად არგადაქცევის საკითხში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილმა ის კიდევ მეტად ჩათვალა თავისთვის საფრთხედ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეუტრიალდეს.
ახლა სვავს სურს ორი კურდღლის დაჭერა. ერთის მხრივ, პატრიარქის მოშორება და მეორეს მხრივ, ამ ყველაფრის "ნაციონალებისთვის" შეტენვა", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

ასევე ნახეთ:

"იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და, წვე­რის ფორ­მა­შიც კი ვბა­ძავ­დი... მაგ­რამ სუ­ლე­ლი გა­მოდ­გა და მი­ა­მი­ტი" - რას წერს გამზარდია პეტრე ცაავაზე

2
559
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
559
  
2 ნოემბერი, 21:22
ჩვენი ბრალია, ჩვენი... თითოეული ჩვენგანის... ბრძენ კაცს უთქვამს, ყოველი საზოგადოება იმსახურებს ისეთ მთავრობას, როგორიც თვითონ არისო! სააკაშვილ-ივანიშვილებს ვიმსახურებთ სწორედაც,იმიტომ რომ ცხვრებივით ვცხოვრობთ((
1 ნოემბერი, 18:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2