x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96731
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458622
7 ყველაზე გავრცელებული ფობია
image1-აეროფობია-(საჰაერო ხომალდით ფრენის შიში)-ქალაქის მაცხოვრებლებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში არის აეროფობია. ექსპერტების აზრით, ჩვეულებრივ, ისინი, ვინც ჩვეულებრივ ჰიპერკონტროლს არის მიჩვეული, ასეთ ხალხს ყველაფერი აშინებთ - ის, რომ ვერ ხედავენ მფრინავების ქმედებებს, დახურული სივრცე, საიდანაც ვერსად გაიქცევი და დიდი სიმაღლე. ასევე, ამ ფობიით იტანჯებიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად ადევნებენ ამბებს საჰაერო კატასტროფების შესახებ.


2-დომოფობია(ოჰლოფობია)-ბევრი ხალხის შიში-როგორც წესი მსაგავსი ფობია ემართებათ იმ პირებს, რომლებსაც სუსტი სოციალიზაცია აღენიშნებათ, რის გამოც მათ ეჩვენებათ, რომ სამყარო მის მიმართ აგრესიულია.


3-კლაუსტროფობია-დახურული სივრცის შიში-სტატისტიკის მიხედვით ამ ფობიით უფრო ქალები იტანჯებიან.როგორც წესი, პაციენტს აღენიშნება შფოთვა, როდესაც ის იმყოფება შენობაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის პატარა ოთახია ან მასში ცოტა ფანჯრებია. პაციენტს ურჩევნია კარი ღია დატოვოს და გასასვლელთან ახლოს იყოს.ადამიანში, შფოთვის გრძნობა უფრო არის გამძაფრებული, თუ შეუძლებელია დახურული სივრციდან გასვლა განსაკუთრებულ შემთხვევებში (ლიფტი, მატარებლის ვაგონი, თვითმფრინავი და ა.შ.) როგორც წესი, პაციენტი თავს არიდებს ლიფტს და იყენებს კიბეებს.


კლაუსტროფობიის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქიური ტრავმა, რომელიც ბავშვობაში მიიღო, სახიფათო სიტუაციაში მოხვედრამ(მაგალითად, ხანძარი), ან ადამიანის სუსტი ფსიქიკა.



4-კანცეროფობია-ონკოლოგიური დაავადების შიში-საკმაოდ გავრცელებული ფობიაა, კანცეროფობია უფრო ხშირად ფსიქოგენურად. წარმოიშვება: ახლობელი ადამიანის კიბოსგან გარდაცვალების შემდეგ, ან გამოკვლევის დროს ექიმის უყურადღებო სიტყვის შედეგად, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მოსაზრება, რომ ის დაავადებულია სიმსივნით . ნებისმიერი დაავადების ყველაზე უმნიშვნელო სიმპტომები, ამ ფობიის მქონე ადამიანი, აღიქვამს, როგორც მასში კიბოს სიმსივნის განვითარებას, რაც იწვევს მათ პანიკურ შიშებს, ხოლო კიბოს ნებისმიერი ხსენება იწვევს განწყობის მკვეთრ გაუარესებას


გამოკვლევა, როგორც წესი, არ უწყობს ხელს კარცეროფობიას: პაციენტებს ხშირად აქვთ მოსაზრება, რომ ექიმები არ აცნობებენ მას სწორ დიაგნოზს რადგან მან დაგვიანებით მიმართა ექიმს და მას აღარ შეუძლია დახმარება.


5-ზოოფობია-(ცხოველების შიში)-ზიგმუნდ ფროიდმა უწოდა მას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობია, იყოფა ქვეკატოგორიებად-ფრინველების, მატლების, ძაღლების, კატების ბაყაყების, პეპლების, ფუტკრების, კალიების ა.შ ფობიებად.


6-ჰიდროფობია(აკვაფობია)-წყლის შიში-დაიხრჩობის შიში; ცურვის შიში, წყალში შესვლა და ცურვა. ძალიან ხშირად, ჰიდროფობია შეინიშნება მათში, ვინც არ იცის ცურვა, როდესაც ისინი მდინარეს, ზღვას ან ოკეანეს ხედავენ- მატში თვითგადარჩენის ინსტინქტი ირთვება.ამ ფობიის მქონე ადამიანებს შორისაა ნატალი ვუდი (ამერიკელი მსახიობი), მიშელ პფაიფერი (ამერიკელი მსახიობი), კარმენ ელტრა (ამერიკელი მოდელი, მომღერალი და მსახიობი), უინონა რაიდერი (ამერიკელი მსახიობი).


ბედის ირონიით, ნატალი ვუდი მთელი ცხოვრების განმავლობაში აკვაფობიით იტანჯებოდა და საბოლოოდ მაინც წყალმა შეიწირა:დაიხრჩო კალიფორნიის კუნძულ სანტა კატალინას მახლობლად.


7-ქსენოფობია- უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიში-ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობია, რომელიც ქვეჯგუფებად იყოფა-ნაციონალიზმი, რასიზიმი, ფაშიზმი, შოვინიზმი და სხვა.ფუნდამენტალისტურ-შოვინისტურ დოგმებზე დამყარებული რელიგიურ-კულტურული ქსენოფობიაა, როდესაც ერთი რელიგიური ჯგუფი განიცდის შიშს და სიძულვილს მისგან განსხვავებული რელიგიური ფასეულობების მქონე ადამიანთა მიმართ.

0
64
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0