x
image
მაია 24
"იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და, წვე­რის ფორ­მა­შიც კი ვბა­ძავ­დი... მაგ­რამ სუ­ლე­ლი გა­მოდ­გა და მი­ა­მი­ტი" - რას წერს გამზარდია პეტრე ცაავაზე
image



ანა­ლი­ტი­კო­სი არ­ჩილ გამ­ზარ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე და სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. აი, რას წერს გამ­ზარ­დია პეტ­რე ცა­ა­ვას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქმა მღვდელმთავ­რო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა.



"ვიქ­ნე­ბი გულ­წრფე­ლი და ვი­ტყვი, ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა პეტ­რე ცა­ა­ვა. ის 17 წე­ლია მღვდელმთა­ვა­რია, ბევ­რი კარ­გი საქ­მეც აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მალე საკ­მა­ოდ წინ წას­წია ხე­ვი­სა და სტე­ფან­წმინ­დის ეპარ­ქია, დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი აქვს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მოქ­ცე­ვა­ში, ძვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო კულ­ტუ­რის აღ­დგე­ნა­ში, მაგ. ქვის კვე­თა­ში, არა­ერ­თი ტა­ძა­რი აღად­გი­ნა, ასე­ვე უცე­ბად გა­ნა­ვი­თა­რა ჭყონ­დი­დის ეპარ­ქია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია, ენერ­გი­უ­ლი, მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი... მე რომ ყაზ­ბეგ­ში მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობ­დი, მღვდელმთა­ვა­რი მა­შინ პეტ­რე ცა­ა­ვა იყო, იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და ეს ადა­მი­ა­ნი, რომ წვე­რის ფორ­მა­შიც კი ვბა­ძავ­დი, მი­ხა­რო­და მისი ყო­ვე­ლი და­ნახ­ვა, მას აქვს უნა­რი, შე­აყ­ვა­როს ადა­მი­ა­ნებს თავი, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თობს...



მაგ­რამ... სუ­ლე­ლი გა­მოდ­გა და მი­ა­მი­ტი, უკი­ჟი­ნეს გვერ­დი­დან, მარ­ცხნი­დან, მარ­ჯვნი­დან, ჯერ ერთი და ილია მე­ო­რეს თუ რამე მი­უ­ღე­ბელ ცოდ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სად იყო ეს 17 წელი, ის პი­რა­დად პატ­რი­არ­ქის მშობ­ლი­უ­რი მხა­რის ეპარ­ქი­ას წი­ნამ­ძღვრობ­და, გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და პეტ­რე ცა­ა­ვას ილია მე­ო­რეს­თან...




აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ სი­ნოდ­ში არც ერთი მღვდელმთა­ვა­რი არ და­უდ­გა გვერ­დით, არა­და სულ ცოტა, რამ­დე­ნი­მე ვიცი, ვინც პეტ­რეს აგი­ჟებ­და, მო­მარ­თავ­და, დიდ რის­კებ­ზე წა­ვი­და პეტ­რე, ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პო­ლუ­სებ­თან ორი­ვეს­თან სპე­კუ­ლი­რებ­და, ერთ ნი­ღაბს იქ­მნი­და და მე­ო­რე­საც თან ადებ­და, ან­ტი­რუ­სულ ძა­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და თით­ქოს და ყვე­ლა­ზე მე­ტად რუ­სუ­ლი ძა­ლი­სა და ფი­ნან­სე­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტის ინ­ტე­რე­სებს ახორ­ცი­ე­ლებ­და... შემ­დეგ სუ­ლაც "ას­ტრალ­ში" აღ­მოჩ­ნდა, თავი მო­წა­მედ წარ­მო­იდ­გი­ნა...



გა­მო­ვი­და ისე, რომ ყვე­ლა ძა­ლამ თან გა­მო­ი­ყე­ნა და თან გა­და­აგ­დო, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა, ასე­ვე შიდა სა­ეკ­ლე­სიო ძა­ლებ­მა.



სუ­ლე­ლი აღ­მოჩ­ნდა მე­უ­ფე პეტ­რე, მხი­ლე­ბის ნაც­ვლად, ეკ­ლე­სი­ის ნგრე­ვას ცდი­ლობ­და, თა­ვის რა­ღაც ან შეკ­ვე­თი­ლი ან სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი ჰქონ­და ეკ­ლე­სი­ის მარ­თვა­ზე და ფიქ­რობ­და, რომ 46 მღვდელმთა­ვარს მისი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით უნდა ეცხოვ­რა თა­ვის პატ­რი­არ­ქი­ა­ნად.



სა­პატ­რი­არ­ქოს კრი­ტი­კა­ში ბევრ რა­მე­ში მარ­თა­ლიც იყო, შე­იძ­ლე­ბო­და ამის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მაგ­რამ კრი­ტი­კა თუ მხი­ლე­ბა ომად აქ­ცია, ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ომად...



სხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, ვინც გა­ა­სუ­ლე­ლა და მო­მარ­თა ან ვინც უხ­დი­და, მათ სინ­დის­ზეა ეს ყვე­ლა­ფე­რი... და მა­ინც, ზუს­ტად ვიცი, რომ პეტ­რე ცა­ა­ვა­ზე უფრო დიდი მტრე­ბი ეკ­ლე­სი­ის ყვე­ლა­ზე გა­რინ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, უმან­კო მღვდელმთავ­რო­ბას თა­მა­შო­ბენ, თით­ქოს რომ ინ­ტრი­გებ­ში არ ერ­თვე­ბი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სწო­რედ ისი­ნი მარ­თა­ვენ ამ ინ­ტრი­გებს, მაგ­რამ კარ­გად იმა­ლე­ბი­ან...



აი, ასე... შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია პეტ­რე ცა­ა­ვა, ენერ­გი­უ­ლი, მონ­დო­მე­ბუ­ლი, მაგ­რამ გა­ა­სუ­ლე­ლეს, გა­ა­გი­ჟეს და მერე კი უკვე გა­და­აგ­დეს... თუ ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა მას, მიხ­ვდე­ბა რომ მეტი ზი­ა­ნი არ უნდა მო­ინ­დო­მოს, თო­რემ მეტ ზი­ანს კი­დევ უფრო მე­ტა­დაც გა­დაჰ­ყვე­ბა თა­ვა­დაც, მით უფრო ხიბლში ასე გა­სუ­ლი ძნე­ლია ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს... მეტ ზი­ანს ნურც სხვას და ნურც სა­კუ­თარ თავს მო­უ­ტანს".



ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე პეტ­რე მღვდელმთავ­რო­ბი­დან გუშინ გა­და­ა­ყე­ნეს. ამის შე­სა­ხებ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა სი­ნო­დის სხდო­მი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.



მისი თქმით, პი­რა­დად პატ­რი­არ­ქმა გა­და­ა­ყე­ნა მღვდელმთავ­რის პოს­ტი­დან. მე­უ­ფის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი ის გა­რე­მო­ე­ბა გახ­და, რომ პატ­რი­არ­ქი ამ­ხი­ლა:



"დღეს წმინ­და სი­ნოდ­მა მი­ი­ღო უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. პი­რა­დად პატ­რი­არ­ქმა, სი­ნო­დის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­მაჩ­ნია, რომ უსა­მარ­თლოდ გა­და­მა­ყე­ნა მღვდელმთავ­რო­ბი­დან. მი­ზე­ზი ამის, არის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ში მა­მათ­მავ­ლო­ბის ცოდ­ვის მხი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.


ასევე ნახეთ:


"დაავადმყოფებულია ერი... ჩემს გარშემო ყველა თამაშობს" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ ოპერატორზე


"მეზიზღება ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი - სახელად საქართველო" - რა შეემთხვა კლინიკაში ჟურნალისტს, რომლის შვილსაც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

0
908
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
908
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0