x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დღენაკლული ჩვილების გამოფენა და თვითმარქვია ექიმი,რომელმაც ათასობით ბავშვი გადაარჩინა
ექიმ მარტინ კოუნის ერთნი შეშლილად თვლიან, სხვანი კი- ურჩხულად. მას პირში ახლიდნენ სხვადასხვა საშინელებას, ის კი მხოლოდ სევდიანად იღიმოდა პასუხად და თავის პატარა პაციენტებთან ბრუნდებოდა.

სინამდვილეში, მარტინ კოუნის არ შეეძლო სამედიცინო ეთიკა დაერღვია სულ უბრალო მიზეზის გამო: ის ექიმი კი არა, თვითმარქვია გახლდათ. თუმცა, ამას საერთოდ არ შეუშლია ხელი, რომ ათასობით ბავშვის სიცოცხლე ეხსნა.


image


1903 წელს აშშ-ში, კერძოდ კი ბრუკლინში უცნაური აფიშები გამოჩნდა. მსურველებს დღენაკლული ჩვილების გამოფენაზე ეპატიჟებოდნენ 25 ცენტად.


imageგამოფენა-ატრაქციონი შენობაში იყო, სადაც ინკუბატორში მოთავსებული ჩვილები იყვნენ წარმოდგენილნი. მსგავსი გამოფენა შოკისმომგვრელი იყო თვით ამერიკელებისთვისაც კი, სადაც “მახინჯების შოუ" დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სადაც კანის ფერის გამო ადამიანებს კლავდნენ.

ამ გამოფენის ავტორი გერმანელი ებრაელი მარტინ კოუნი გახლდათ, რომელიც ამტკიცებდა, რომ საბავშვო ინკუბატორის შემქმნელის, ფრანგი ექიმის პიერ-კონსტანტ ბუდენის, მოწაფე იყო.

სინამდვილეში მას სამედიცინო განათლება არ ჰქონდა და არც ბუდენს იცნობდა.

როცა საფრანგეთში პირველად გამოჩნდა საბავშვო ინკუბატორები 1880 წელს, მარტინ კოუნიმ რამდენიმე მათგანი შეიძინა და 1896 წელს ბერლინის ტექნიკური მიღწევების გამოფენაზე ჩაიტანა.თუმცა, ამ მოწყობილობამ რატომღაც არც გერმანელები და არც ევროპის სხვა ქვეყნები არ დააინტერესა.imageმარტინ კოუნი მიხვდა, რომ არა პრაგმატულ ევროპელებთან, არამედ სანახაობაზე შეშლილ ამერიკელებთან უნდა დაეჭირა საქმე და ბრუკლინში გადავიდა, სადაც მისი “გამოფენა" 1903 წლიდან 1940 წლამდე მუშაობდა.

25 ცენტის საფასურად მნახველებს შეეძლოთ საკუთარი თვალით ენახათ პაწაწინა არსებები სპეციალურ აპარატებში, რომლებიც მათ სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. დამთვალიერებლებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად პატარების საჭიროებებს ხმარდებოდა. მარტინ კოუნის არც ფული დაუგროვებია და არც რაიმე ქონება შეუძენია.imageმარტინ კოუნის პავილიონი ჩიკაგოს ბაზრობაზე


ერთი ბავშვისთვის სიცოცხლის შენარჩუნება იმ დროს დაახლოებით 15 დოლარი ჯდებოდა, რაც დღევანდელი 400 დოლარის ექვივალენტია. ადამიანები, რომლებიც ამ “გამოფენაზე" გასართობად და დროის გასაყვანად მიდიოდნენ, თავისი ფულით სწორედ ამ ბავშვების სიცოცხლეს აფინანსებდნენ.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს არასრულფასოვნებად თვლიდნენ და უბრალოდ ელოდნენ როდის გარდაიცვლებოდა პატარა. მარტინ კოუნი ამას არაადამიანობად მიიჩნევდა და როგორც სამედიცინო წრეებში ხუმრობენ, საკმაოდ არასტანდარტული ხერხი მოიფიქრა ასეთი ჩვილების გადასარჩენად.

ერთი ქალი, რომელმაც ნაადრევად იმშობიარა, იხსენებს: “მათ ( ექიმებმა) უბრალოდ უარი თქვეს დახმარებაზე. მიპასუხეს, რომ ეს ბავშვი ჯერ არ უნდა დაბადებულიყო და რომ მისთვის სიკვდილი უნდა გვეცლია."

ამ ქალს ნამდვილად გაუმართლა, რადგან კოუნის ატრაქციონის შესახებ შეიტყო, ოფიციალური მედიცინისგან სასიკვდილოდ განწირული ჩვილი მას გადასცა და გადაარჩინა.imageპერსონალი ამ ატრაქციონისთვის გულმოდგინედ იყო შერჩეული. მედდები ვალდებულნი იყვენენ იდეალური სისუფთავე შეენარჩუნებინათ. მათ, ვინც თამბაქოს მოიხმარდა, ან ალკოჰოლს სვამდა, კოუნი მყისვე ათავისუფლებდა სამსახურიდან.

იმისთვის, რომ პატარები შეემოსათ, მედდები თვითონ კერავდნენ ტანსაცმელს ან სათამაშოების მაღაზიაში ყიდულობდნენ. სამედიცინო წრის წარმომადგენლებისგან მათ არავითარი დახმარება არ მიუღიათ. პირიქით, მარტინს ბრალად სდებდნენ, თითქოს ის მომაკვდავ ჩვილებს დასცინოდა.

image

imageთანამედროვე ინკუბატორი

მარტინ კოუნი კი ყურადღებას არ აქცევდა კრიტიკას. ის თავის საქმეს აგრძელებდა. საერთო ჯამში მან 6500 ბავშვის გადარჩენა შეძლო. 40-იანი წლების დასაწყისში მისი ატრაქციონი დაიხურა, რადგან სამედიცინო სფეროში დადებითი ძვრები მოხდა და აქტიურად დაიწყო დღენაკლულ ჩვილებზე ზრუნვა. ინკუბატორები უკვე სამშობიაროებსა და საავადმყოფოებშიც გამოჩნდა.

მარტინ კოუნი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი ჰუმანისტი საერთოდ არ ზრუნავდა თავისი ქონებისთვის და ამ ქვეყნიდან ღარიბ-ღატაკი წავიდა. სწორედ მისი წყალობით დაიწყეს ნაადრევად დაბადებული ჩვილების ცნობა ადამიანებად, რომელთაც სიცოცხლის და პროფესიონალური დახმარების მიღების უფლება აქვთ.

0
401
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0