x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოზამბიკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" 5 მებრძოლს თავები მოჭრეს

image რუსეთი დიდხანს მალავდა სირიაში რუსი დაქირავებული მებრძოლები, რომ იბრძოდნენ მანამ, სანამ ამერიკულმა სპეცრაზმმა რამდენიმე "ვაგნერის" ჯგუფის მებრძოლი წინაპრებთან არ გააგზავნა.
იგივე სიტუაციაა აფრიკაშიც, რუსული კერძო სამხედრო კომპანია (Private military company) "ვაგნერის" მებრძოლები იბრძვიან.
კერძოდ კი მოსკოვში მოზამბიკის პრეზიდენტის ფილიპე ნიუსის ვიზიტის შემდეგ აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოზამბიკისა და რუსეთის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა.
დიდი ალბათობით პრეზიდენტმა რუსეთისაგან სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა იგულისხმა.
მოზამბიკში ჩავიდა "ვაგნერის" ჯგუფის 200 მებრძოლი და 3 დამრტყმელი ვერტმფრენი, სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად.
აღნიშნული ჯგუფი მეამბოხე ჯიჰადისტების წინააღმდეგ იბრძვის კაბო-დელგადოს პროვინციაში.
ეს პროვინცია ძალიან დაზარალდა ჯიჰადისტებისაგან, მათ მთელი სოფლების მოსახლეობა ამოხოცეს.
ცნობილი ფაქტია, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია შეიქმნა ამერიკული კერძო დაცვის სამსახურის "Blackwater"-ის კონკურენტად.
როგორც ადგილობრივი გამომცემლობა "Carta de Mocambique" იუწყება, მოზამბიკის სამთავრობო ძალების კოლონას, რომელსაც "ვაგნერის" ჯგუფის მებრძოლები ახლდნენ თან კაბო-დელგადოს პროვინციაში ჯიჰადისტებმა მოუწყვეს ჩასაფრება და მთელი კოლონა ან გაანადგურეს ან ტყვედ აიყვანეს, ტყვედ აყვანილთა შორის რუსული კერძო სამხედრო კომპანიის 5 მებრძოლიც აღმოჩნდა.
მათ, როგორც დაქირავებულებს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ მეამბოხეები, ხუთივე მებრძოლს თავები მოჰკვეთეს.
მოზამბიკის ხელისუფლებას კი თითოეულ თავში 70 დოლარი მოსთხოვეს. სხეულის დაბრუნებაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან მაღალი ტემპერატურის გამო ის მალევე იხრწნება და მას უბრალოდ წვავენ, თავებს კი გამოსასყიდის მიღების შემდეგ აბრუნებენ.
ამ დღეებში მოზამბიკიდან რუსეთში ჩაფრინდება თვითმფრინავი "ტვირთი 200-ით" ბორტზე, სასახლეებში კი მხოლოდ რუსი მებრძოლების თავები იქნება.

0
761
3-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
761