x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ტემპერამენტი და ზოდიაქო.

image
ალბათ, უმრავლესობას დაგაინტერესებთ თუ როგორ ტემპერამენტს ატარებთ. იმისათვის რომ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ხასიათის შესაბამისი, უპირველესყოვლისა, გაეცანით ზოგად ცნებებს ტემპერამენტის შესახებ.
ტემპერამენტი არის ადამიანის ფსიქიკური თვისება, რომელიც განაპირობებს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. იგი პირველად აღწერა ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ ჰიპოკრატემ.ასევე, მანვე წარმოგვიდგინა ტემპერამენტთა კლასიფიკაცია.
კლასიფიკაციის მიხედვით ტემპერამენტი არის ოთხი ტიპის :
1)სანგვინიკური
2)ქოლერიკული
3)ფლეგმატიკური
4)მელანქოლიკური.

სანგვინიკური ტემპერამენტი : ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.
ამ ტიპის ადამიანში შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს უფრო დადებითი გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. იგი ტიპური ექსტროვერტია. სანგვინიკს ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსური, უშუალო მოქმედება ახასიათებს.

ამ ტიპის მატარებლები არიან : ვერძი, ტყუპები, მორიელი, მერწყული.

ქოლერიკული ტემპერამენტი : ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ქოლერიკულ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხ სითხეთა შორის ნაღველის სიჭარბე.
ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება.დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე.

ამ ტიპის მატარებლები არიან : თევზები, მშვილდოსანი, სასწორი, ლომი.


ფლეგმატიკური ტემპერამენტი :ჰიპოკრატეს აზრით, ლორწოს სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავდა ამ ტემპერამენტს.
ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას.ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია.მას აუჩქარებელი, მოფიქრებული მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.

ამ ტიპის მატარებლები არიან : ტყუპები, სასწორი, კურო, კირჩხიბი.

მელანქოლიკური ტემპერამენტი : ნაღველი მეოთხე სითხეა, ჰიპოკრატეს აზრით, რომლის სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში მელანქოლიკურ ტემპერამენტს განსაზღვრავდა.
ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.

ამ ტიპის მატარებლები არიან : თხის რქა, ქალწული.

მიუხედავად კლასიფიკაციისა, შესაძლოა ადამიანი ატარებდეს მაგ: სანგვინიკურ ტემპერამენტს, მაგრამ ასევე ახასიათებდეს, სხვა ტიპის ტემპერამენტის თვისებებიც.

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუზალაძე
თათია ბუზალაძე
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0