x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე "მოგულავე " და მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.


image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.



დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ე, წ "მოგულავე" და მოღალატე მამაკაცებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ყველა მაინც ინდივიდუალურია და ასევე ეს ფაქტორები დამოკიდებულია დაბადების რიცხვზე, თვესა და მთვარეზე.





1. სასწორი - მამრი სასწორი ბუნებით ერთგულია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან პარტნიორს უღალატოს.



2. მორიელი - მორიელი მამაკაცი არის მგზნებარე, ცეცხლოვანი, იმპულსური და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ეს არ არის ნერვიულობის მიზეზი. როდესაც მამაკაცი - მორიელი ბედნიერია ყველაფრით ურთიერთობაში, იგი არ მოატყუებს საყვარელ ქალს. თუმცა, აქ არ იგულისხმება ინტიმური დაუკმაყოფილებლობა და შურისძიების მოტივი, ამ დროს ის ყველაფერზე წამსვლელია.



3. მშვილდოსანი - ადვილია მშვილდოსანი მამაკაცის აღგზნება, თუმცა "სექსი ერთი ღამით", მისთვის უინტერესო და უაზროა.



4. თხის რქა - მამაკაცი თხის რქა, ბუნებით ერთგულია. ის მუდმივად ფიქრობს სამსახურსა და იმაზე, თუ როგორ გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა. ეს ყველაფერი კი მისი საყვარელი ქალისთვის სურს.



5. მერწყული - კომუნიკაციისა და ცნობისმოყვარეობის ზედმეტ სიყვარულს მერწყული მამრი ხშირად მიჰყავს ცდუნებამდე. მაგრამ, მისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და არა ღალატი, თუმცა თუ ეს ორი ერთმანეთთან კავშირშია, მაშინ ის უარს არ იტყვის მის გამოყენებაზე.



6. თევზები - კაც თევზს შეუძლია მთელი გულითა და არსებით უყვარდეს საყვარელი ქალი, თუმცა უღალატოს კიდეც მას. მაგრამ, თევზი, თითქმის არასდროს ტოვებს ოჯახს.



7. ვერძი - მამრი ვერძი საკმაოდ არამდგრადი ხასიათისაა. ღრმა დეკოლტე, კაბის დიდი ჭრილი ან მოკლე კაბა და ვერძი კაცი თქვენს საწოლში აღმოჩნდება. ძალიან აზარტულები არიან ქალების საკითხში და მაშინაც არ იტყვიან ახალ ურთიერთობებზე უარს, თუ უკვე უყვართ სხვა. ისინი მუდმივად უმტკიცებენ თავს, რომ...



8. კურო - რა თქმა უნდა, კუროს არ შეუძლია არ შეამჩნიოს ლამაზი და მომხიბვლელი ქალი, თუმცა ის არ უღალატებს მეუღლეს.



9. ტყუპები - საკმაოდ კომუნიკაბელურია მამრი ტყუპები, ამიტომ მათ ურთიერთობებში არასდროს არ არის დაღლა და ერთფეროვნება. სწორედ ამიტომ არის მათი ურთიერთობები ინტრიგებით სავსე.



10. კირჩხიბი - კირჩხიბი მამაკაცი იშვიათად იცვლის პარტნიორს, თუ მასთან ფიზიკური და სულიერი სიახლოვე ნამდვილად აქვს. მას უყვარს დიდება და კომპლიმენტებიც და თუ ყველა პუნქტი აკმაყოფილებს, რჩება ერთგული, თუმცა, თუ იმედგაცრუებულია, იწყებს ახალი ქალის ძებნას.



11. ლომი - ნარცისიზმით შეპყრობილი ლომი მამრი, დიდების, სილამაზის, ძვირადღირებული ნივთების, ლამაზი და ძლიერი ქალების მოყვარულია. ის ყოველთვის ირჩევს "საუკეთესოს" და თუ იპოვა ის, მას არ უღალატებს.



12. ქალწული - ქალწული მამაკაცი, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია. რეგულარული სექსი, სიყვარული და ოჯახური სითბო და ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ყოველთვის თქვენი ერთგული იქნება.




3
304
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
304
  
2019, 1 ნოემბერი, 22:57
რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, გუჯა, ან მთვარის და სხვა ვარსკვლავების გავლენა :)) მეუღლე და ძმა ერთი ჰოროსკოპის არიან და საერთოდ რადიკალები :))
2019, 1 ნოემბერი, 13:05
გულით ვამბობ: ბევრჯერ ქალისგან წამოსულა ინიციატივა, მაგრამ არასდროს მომიტყუებია დაოჯახებული, რომ ვიყავი.
სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერავის ააგებს.
მორიელი ვარ :))
0 1 3