x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ იხსენებდა შალვა მაღლაკელიძე ადოლფ ჰიტლერთან შეხვედრას
როგორ იხსენებდა შალვა მაღლაკელიძე ადოლფ ჰიტლერთან შეხვედრას


"ყველა სხვა ლეგიონისგან განსხვავებით, ქართულ ლეგიონს გამორჩეული ფიცის ტექსტი ჰქონდა, რადგანაც, როგორც გითხარით, ჩვენ ძალზე ხელს გვიწყობდა ის გარემოება, რომ იურიდიულად აღიარებული ვიყავით სხვა სახელმწიფოების მიერ, და აგრეთვე ის გარემოება, რომ იმ დროს, ერთა ლიგამაც დაადგინა, რომ საქართველო ოკუპირებული იყო და არა გასაბჭოებული. ამგვარად, თვით თერგისა და ყუბანის კაზაკები ჩვენ გვეკედლებოდნენ და არა როსტოვის კაზაკებს. სხვები, ჩვენი მეზობლები, სომხები, აზერბაიჯანელები და კავკასიელები არ უცვნიათ იურიდიულად თავის დროზე. ამიტომ ისინი ფიცს უშუალოდ ადოლფ ჰიტლერს აძლევდნენ. ესეიგი თავიანთი ფიცის ტექსტში ისინი უშუალოდ ადოლფ ჰიტლერის სახელზე აძლევდნენ ფიცს და ჩვენ კი - არა. მე ყველა ამ ლეგიონის პატრონი ვიყავი, მაგრამ ჩვენ ქართველები ფიცს ვაძლევდით რუსი ოკუპანტებისგან "განთავისუფლებულ ქართულ მიწას". ასე მთავრდებოდა ჩვენი ფიცის ტექსტი.


შალვა მაღლაკელიძე


ქართველებისთვის ამ ფიცის ტექსტი შეადგინეს შულენბურგმა, კესტრინგმა და მე. შულენბურგმა დაწერა ეს გერმანულად. მერე თქვა - აუცილებელია მისი შეთანხმება თვით ჰიტლერთანო. აი, აქ მომეცა შესაძლებლობა პირველად და უკანასკნელად პირდაპირ შევხედროდი ჰიტლერს. წარვდექით ჰიტლერის წინაშე, მათთან ერთად მეც მივესალმე ჰიტლერს ხელის ზევით აწევით - ჰაილ! უნდა მოგახსენოთ, რომ ჰიტლერს ჩვენთან ხატავენ და უჩვენებენ, როგორც შავთმიანსა და შავულვაშიანს, არადა ჰიტლერი აბსოლუტურად ქერა იყო. ქერა თმა ჰქონდა, მარჯვნით ჩამოშვებული, პატარა, გაკრეჭილი ქერა ულვაშები და თეთრი კაცი. დაბრძანდითო გვითხრა. შულენბურგმა პორტფელიდან ჩვენი ფიცის ტექსტი ამოიღო. ყურადღებით წაიკითხა ჰიტლერმა, ბოლოს ხელი მოაწერა ამ ფიცის ტექსტს - "რადგანაც თქვენ თვლით ასე, მეც თანახმა ვარო". პოლონეთში, ქალაქ ვერ-სელას მიდამოებში ჩავამწკრივეთ ბატალიონები. აღვმართე ჩვენი სამფეროვანი დროშა და ფიცი მივაღებინეთ მათ "რუსეთისგან განთავისუფლებულ ქართულ მიწაზე".



გენერალი შალვა მაღლაკელიძე



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
1004
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1004
  
2020, 11 მარტი, 7:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2020, 11 მარტი, 7:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 3 ნოემბერი, 3:49
კარლ ალექსანდერ ფონ მიულერი თავის მემუარებში წერს:

"ქართველები ისევე, როგორც სხვა ხალხი, რომლებიც მსახურობდნენ ნაციონალურ ფორმირებებში, არ იყვნენ დაქირავებული ჯარისკაცები. პირიქით, ისინი იყვნენ საკუთარი სამშობლოს ჯარისკაცები, რომლებიც საკუთარი სურვილით გაერთიანდნენ გერმანულ ვერმახტში მოკავშირეების სახით იმისთვის, რომ გერმანელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ ნაციონალური ფორმირებების რიგებში გაეთავისუფლებინათ თავიანთი სამშობლო უცხო დამპყრობლისაგან. ფიცის დადების დროს ისინი ვალდებულნი ხდებოდნენ ერთგულება შეეფიცათ ფიურერისათვის, მაგრამ მათთვის არსებობდა სპეციალური დანამატი ტექსტში "საკუთარი ქვეყნის დამპყრობლისაგან განთავისუფლების მიზნით".
2019, 3 ნოემბერი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 1 ნოემბერი, 18:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 1 ნოემბერი, 12:33
ერთი ბოროტების დამხობა მეორე ბოროტების დახმარებით, არ გამოვიდა(((
0 1 6