x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ვირთხებზე ნადირობისას კანადელმა მამაკაცმა შემთხვევით ტყვია შუბლში გაირტყა
image ჯერ ვირთხებზე ნადირობა რა ბედენაა და ახლა ასეთი უცნაური გართობის დროს რომ ჩაიგდებ სიცოცხლეს საფრთხეში, მგონი, ჯობია, ფსიქიატრიულს მიმართო დახმარებისთვის.

სწორედ ვირთხებზე ნადირობისას ლამის შეეწირა კანადელი დეილ უიტმელი, რომელიც, სხვათა შორის, 40 წლისაა და წესით, ისეთ ასაკშია, კი უნდა იცოდეს, როგორ შეარჩიოს ნორმალური ჰობი.

თურმე, დეილ უიტმელი ვირთხებზე ნადირობდა, როცა შემთხვევით დაიჭრა. შეიძლება ითქვას, კანადელი მონადირე უსაზღვროდ იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ტყვიამ მას მხოლოდ შუბლის კანი გაუკაწრა, არადა, ტრაექტორია სულ უმნიშვნელოდაც რომ შეცვლილიყო, მას თავის ქალა აეხდებოდა.

იქაური მედიის ინფორმაციით, ვირთხამ დეილს იმდენად ახლოს გაუარა, რომ იფიქრა, კონდახით გავაფრთხობინებ სულსო. როცა მან იარაღი მოიქნია, უცბად გასროლის ხმა გაისმა და კანადელი ადგილზე გაქვავდა - ვერ მიხვდა, ცოცხალი იყო თუ, უბრალოდ, ტკივილს ვერ გრძნობდა, მითუმეტეს, რომ იგრძნო, როგორ გაუთბა ცხვირი სისხლისგან.


მოკლედ კანადელი გადარჩა და ახლა მოუწევს მეგობრებთან რაიმეს კისრება. თანაც, მამალი და ცხვარი არ ეყოფა ამ საქმეს, მინიმუმ, 3 ხბო უნდა წააქციოს. თუმცა მსგავსი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება, იქ ალბათ, რამდენიმე ფინჯან ყავაზე გადაივლის მთელი "ქეიფი".

2
155
3-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
155
  
2012, 1 აგვისტო, 11:32
მადლობა:)
2012, 1 აგვისტო, 11:31
ბოლოს შენი შეფასებები სტატიაში მომეწონა
0 1 2