x
image
მაია 24
"დაავადმყოფებულია ერი... ჩემს გარშემო ყველა თამაშობს" - რას წერს ჟურნალისტი გარდაცვლილ ოპერატორზე
image



პირ­ვე­ლი არ­ხის ოპე­რა­ტო­რი სან­დრო ბე­რა­ძე 29 ოქტომბერს გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მის ცხე­დარს ცხვა­რი­ჭა­მი­ის ტყე­ში მი­აკ­ვლი­ეს. სან­დრო ბე­რა­ძეს ოჯა­ხი 3 დღე ეძებ­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მაშ­ვე­ლე­ბი და პო­ლი­ცია მო­ნა­წი­ლე­ობ­და.



ოჯა­ხი 29 წლის ბი­ჭის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას მის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უკავ­ში­რებდა. ამის შე­სა­ხებ სან­დროს დე­დამ, ნინო ლო­ლა­ძემ "რუს­თა­ვი 2"-თან ისა­უბ­რა.



"აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, სამ­წუ­ხა­როდ... ამის ხმა­მაღ­ლა თქმას ვე­რი­დე­ბო­დით. ბო­ლოს 25 ოქ­რომ­ბერს, შუ­ა­დღი­სას და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გა­და­წყვი­ტა... დაგ­ვემ­შვი­დო­ბა, მეც, თა­ვის ძმა­საც, ბო­დი­ში მოგ­ვი­ხა­და და გვი­თხრა, აღარ ვა­პი­რებ ასეთ ჯო­ჯო­ხე­თურ ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნა­სო", - უთხრა "კუ­რი­ერს" სან­დრო ბე­რა­ძის დე­დამ.




სან­დროს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სპორ­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ყოფილი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი:



"სანდროს ამბავმა საშინლად შემძრა. დიდი ხანია მინდა რამე დავწერო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანები, რომლებსაც თვალებში უდიდესი ნაპერწკალი აქვთ, ასე არ უნდა ამთავრებდენ სიცოცხლეს...



ბევრი ვიფიქრე ამ ყველაფერზე და ამის მერე კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დავდექი. ზოგადად ცხოვრება ძალიან კომპლექსური რამეა და მომხდარის ერთ რამეზე დაბრალება არ მგონია სწორი. რა თქმა უნდა, სათამაშო ინდუსტრია რომ დღეს ქვეყანაში მოწინავე ბიზნესია, ეს რაღაც საშინელი უკუღმართობაა. ისედაც ღატაკი ქვეყანა ვართ და ძალიან ალოგიკურია ეს ყველაფერი. პრაქტიკულად დაავადმყოფებული არის ერი... ჩემს გარშემო თითქმის ყველა თამაშობს, ზოგი მეტად, ზოდი ნაკლებად. ისიც ზედაპირული მიდგომა მგონია, ეგრევე აკრძალვაზე რომ საუბრობენ, რადგან ეს კაცმა არ იცის რა შედეგებს გამოიწვევს. მახსოვს ბავშობაში ხელზე და "პოსლეზე" მაზაობა როგორი პოპულარული იყო და აკრძალვამ შეიძლება ისევ მიწისქვეშეთში გადაიტანოს ეს ინდუსტრია, რაც კრიმინალს და უბედურ შემთხვევებს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან ადამიანები იმაზე დაიწყებენ თამაშს, რაც არ აქვთ და შემდეგ ექნებათ საშოვნელი.



აი, რეკლამა რომ უნდა შეიზღუდოს და ისე არ უნდა იყოს, როგორც არის, ამაზე მგონი საზოგადოებაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს და კამათიც არ უნდა იყოს. სხვათაშორის, სულ რაღაც წლინახევრის წინ, როდესაც პირველ არხში ვმუშაობდი, გავაპროტესტე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ეთერი სათამაშო ბიზნესის რეკლამებით რომ გატენეს (საშინელი გოიმობა და უკუღმართობა მგონია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბურა, სეკა და კაზინოების რეკლამები რომ გადის ეთერის ყველაზე რეიტინგულ მონაკვეთში, როდესაც ადამიანები დიდიან-პატარაიანად ნაკრების თამაშს უყურებენ. შესვენებაზე, მანამდე, თამაშის მერე - სულ ეს რეკლამები გადის, არადა საზოგადოებრივი მაუწყებელია, რაღაც ეთიკური სტანდარტი ხომ უნდა არსებობდეს?) და ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ასე მითხრეს, რა მოხდა, ჩვეულებრივი ბიზნესიაო...



თუმცა, ყველაზე მეტად გულს რაც მიკლავს არის ის, რომ სანდროს ამბავს ამ ყველაფერს ნაკლებად ვაბრალებ. ეს, რა თქმა უნდა, იყო განმაპირობებელი იმ უბედურებისა, რა უბედურ დღეშიც იყო სანდრო, მაგრამ მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, რაც გავიაზრე, არის ჩვენი, ადამიანების გულგრილობა და ამან ყველაზე მეტად მომიღო ბოლო. სამწუხაროდ, ადამიანებს არ გვაქვს იმის უნარი, რომ გულთან ბოლომდე ახლოს მივუშვათ ერთმანეთი. სამწუხაროდ, გულგრილები და ზედაპირულები ვართ ყველა, ჩვენ თავზე ვფიქრობთ და სერიოზულად ვერ აღვიქვამთ, რომ ვიღაცას შეიძლება ემოციურად ჩვენი გვერდში დგომა, თუნდაც უბრალო გამხნევება ძალიან ჭირდებოდეს. მარტოსულების საზოგადოებად ვიქეცით და მგონი მხოლოდ ვთამაშობთ, რომ ერთმანეთზე შეგვტკივა გული. სინამდვილეში შეგვტკივა, მაგრამ სულ ოდნავ, ძალიან ძალიან ძალიან არასაკმარისად და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება".




ასევე ნახეთ:



"მეზიზღება ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი - სახელად საქართველო" - რა შეემთხვა კლინიკაში ჟურნალისტს, რომლის შვილსაც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა


1
481
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
481
  
31 ოქტომბერი, 19:24
გაიხარე, გიორგი, ჩემი სათქმელი თქვი!!!!
0 1 1