x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ანეკდოტები - ივლისის ნაკრები
imageოჯახურმა წყვილმა შეიძინა უახლესი მოდელის რობოტი-აღმზრდელი, რომელსაც სიცრუის დეტექტორი აქვს დამონტაჟებული და ვინც კი ტყუილს იტყვის, მომენტალურად სჯის - ნათქვამი ტყუილის მასშტაბების შესაბამისად.


გადაწყდა იქვე გამოეცადათ. ვაჟიშვილი სკოლიდან დაგვიანებით დაბრუნდა და დაკითხვის ქვეშ მოექცა.


- სად იყავი აქამდე? - ეკითხება მამა.

- სკოლაში გაკვეთილების შემდეგ სამეცადინოდ შევჩერდი ამხანაგებთან.



რობოტი მივიდა და ბიჭს კეფაში წამოარტყა.


- აჰა, მოგვატყუე? - კმაყოფილი ამბობს მამა - აბა ახლა სიმართლე თქვი.

- პორნოს ვუყურებდით კლასელები...


მამამ თავის მხრივ ერთი წაუთაქა შვილს:

- მშობლებს ყოველთვის სიმართლე უნდა უთხრა! მე, მაგალითად, ჩემი მშობლებისათვის ტყუილი არასოდეს მითქვამს!!


რობოტი მივიდა მამასთან და ორი ლაზათიანი სილა გააწნა.


ამის შემხედვარე დედას სიცილი აუტყდა და ქმარს ეუბნება:

- იცი რა, ბიჭს ცოტა უფრო ალერსიანად უნდა მოექცე. ის ხომ ბოლოს და ბოლოს შენი შვილია!!!


რობოტი მიდის დედასთან და მთელი ძალით ურტყამს მუშტს სახეში....


-----------------------------------------------------------------------------


ბარში ნასვამმა ქალმა ამღვრეული თვალები მოავლო იქ მყოფებს და ხმამაღლა იკითხა:


- ნეტავ თუ მოიძებნება აქ მამაკაცი, რომელიც შეძლებს მაგრძნობინოს, რომ მე ქალი ვარ?!


სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ერთი მაგიდიდან კაცი ადგა, პერანგი გაიხადა და მიუგდო:


- აჰა, ჯერ ეს გარეცხე და გააუთოვე, მერე საჭმელსაც მიხედე! დროზე!!!


-----------------------------------------------------------------------------


ციმბირის თავზე მორიგი ტუ-154 ჩამოვარდა. მოძებნეს შავი ყუთი და გაშიფრეს.


უკანასკნელი ჩანაწერი. ისმის ერთ-ერთი სტიუარდესას ხმა:

- შეხედეთ ბიჭებო, მეც კარგად ვატარებ თვითმფრინავს...


-----------------------------------------------------------------------------


ექოსკოპიის შემდეგ ექიმი ღიმილით ეუბნება პაციენტს:


- შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ თქვენს ორგანიზმში ახალი სიცოცხლეა ჩასახული!!

- კი მაგრამ, ექიმო, როგორ? მე ხომ მამაკაცი ვარ?!

- მართლა? პრინციპში ჭიებს ეგ ამბავი არ აღელვებთ...

0
210
4-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0