x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
ამბავი პოზიტივი - საქართველოს ისტორიაში გმირობის უამრავი მაგალითი გვქონია და ეს ყველას გვეამაყება
image

საქართველოს ისტორიაში გმირობის უამრავი მაგალითი გვქონია და ეს ყველას გვეამაყება. მაგრამ სამწუხაროდ ცოცოხალი გმირები ჩვენს რეალურ ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო ცოტანი არიან. ამ სურათზე ჩემს გვერდით დგას ერთი წალინჯიხელი მშრომელი, პატიოსანი, ეროვნული და მებრძოლი ადამიანი. ბ-ნ რევაზ (კიჭო) მიქავა. ამ ადამინის შესახებ თითქმის არავინ არაფერი არ იცის და რაც ყველაზე სამწუხაროა არც არავის არ აინტერესებს მისი მზგავსი გმირები. იკითხავთ ..... კი მაგრამ რატომ გგონია, რომ ეს ადამიანი გმირიაო?! ) და მეც აი გპასუხობთ.

აფხაზეთის ომის დროს ბ-ნ რეზო, როგორც ბევრი ღირსეული ქართველი წავიდა ომში. ცხადია მას თავი არსად არ შეურცხვენია. მაგრამ მის ცხოვრებაში იყო ერთი მნიშვნელოვანი დღე, რომელიც სწორედ აფხაზეთის ომის დროს დაამახსოვრდა მას და მის თანამებრძოლ კიდევ ოთხ ვაჟკაც წალინჯიხელ მეომარს. კოდორის ხიდს უტევდნენ სეპარატისტები. ძალიან ინტენსიური ცეცხლი იყო გახსნილი ორივე მხრიდან. ბ-ნ რეზო თავის თანამებრძოლებთან ერთად, გაჭირვებით მაგრამ მაინც ახერხება ამ შეტევების მოგერიებას. ერთ ერთი შეტევის დროს იმ აკოპში სადაც ის და მისი ოთხი თანამებრძოლი იყვენენ გამაგრებულები, მტერმა ხელყუმბარა ჩაუგდო. ცხადია, რომ ისინი ხუთივენი განწირულები იყვნენ სიკვდილზე. წამის მეასედში მათ ეს უკვე გათვითცნობიერებული ქონდათ. მათ მხოლოდ სასწაული თუ უშველიდათ. .... და ამ დროს ბ-ნ რეზომ თავალიც არ დაახამხამა და მთელი ტანით გადაეფარა ხელყუმბარას და ჩაეხუტა გარდაუვალ სიკვდილს, მაგრამ იმ იმედით, რომ თავის ოთხ თანამებრძოლს გადაარჩენდა. ..... უფალმა სწორედ მაშინ მოავლინა სასწაული ..... ის სასწაული, რომლის ალბათობაც მილონიში ერთია, ხელყუმბარა არ აფეთქდა. (როგორც მერე ნახეს გამნაღმელებმა, ხელყუბარის "შპილკა" იყო გაჭედილი) ..... რამდენიმე წუთი დაჭირდა ხუთივეს, რომ ეს სასწაული გაეაზრებინათ და შოკი დაეძლიად. სწორედ იმ რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდნენ ის ოთხო თანამებრძოლი, რომ მათ წინ იდგა უკვე არა უბრალოდ მათი თანამებრძოლი, არამედ ადამიანი გმირი. ადამიანი, რომელსაც წამიც კი არ დაჭირვებია იმის მოსაფიქრებლად, რომ თავი გაეწირა თანამებრძოლებისთვის და ქვეყნისთვის. სამწუხაროდ ამ ადამიანს ვერც ქვეყანამ და ვეც ხალხმა ვერ დაუფასა მისი გმირული საქციელი. ის ისევ ძალიან გაჭირვებულად, მაგრამ რაც მთავარია თავმდაბლად, ცხოვრობს წალენჯიხის რაიონში სოფ. მედანში.

ძნელია ბ-ნ რეზოს მსგავსი პიროვნება, ამ ისტორიას მოსმენის შემდეგ არ შეგიყვარდეს და არ გეამაყებოდეს ის, რომ შენც ქართველი ხარ და ეს გმირი ადამიანიც. ამ ადამინში კი ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ის ისევ დიდი საბრძოლო შემართებითაა და ეხლაც, რომ დაჭირდეს სამშობლოს ზუსტად ისევ იმას გააკეთებს რაც 30 წლის წინ გააკეთა.


პ.ს სამწუხაროდ ვიღაც პოლიტიკანებმა, ორღობის ჭორიკნებმა, მარგინალებმა, ლიბერასტებმა, სპეც სამსახურების აგენტებმა, ვითომ ჯარისკაცებმა, რომლებსაც, ცხოვრებაში ალბათ ორი "რაჟოკი" თუ ექნებათ ჰაერში ნასროლი. ამ ადამიანზე და მის თანამებრძოლებზე, ამ დღეებში დაწერეს, რომ ლევან ვასაძემ და მე მათი ფულით მოვისყიდვა ვცადეთ. (არ ვიცი რა მიზეზით უნდა მოგვესყიდა თან?! მაგრამ მაინც) ..... და ეს ფარჩაკები ამ ხალხს იმას ახსენებდნენ, რომ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები ხართ და ამას ნუ იზამთ და იმას ნუ იზამთო. ის ხალხი ასწავლიდა ჭკუას და მოძღვრავდა, რომელნიც წკლიპურტიც კი ...... რომ ვინმემ ჩაარტყას თავში, პოლიციის განყოფილებაში, 300 გვერდიან საჩივარს დაწერენ და თავს წამებულად და ჩაგრულად გამოაცხადებენ.image



0
193
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0