x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აი, რა ხდება თქვენს ტვინში, როდესაც წინდებით გძინავთ
ბევრი ადამიანი იტანჯება უძილობის პრობლემებით და მათი გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სტრესი და ემოციებია, თუმცა, ყველა შემთხვევაში არა! ალბათ, ბევრ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, რომ დამღლელი დღის ბოლოს შინ მისულს, ლიმონივით გამოწურულს, ჰგონებია, რომ ბალიშზე თავის დადებისთანავე ჩაეძინებოდა, თუმცა, არა! ბევრს, ვერც "ცხვრების დათვლამ" უშველა და თავზე დასთენებია. გაგიკვირდებათ და, არსებობს ერთი გზა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.



image


გამოსავალი მარტივია, უბრალოდ ჩაიცვით წინდა ძილის წინ. ახლავე გეტყვით, თუ რატომ არის წინდის ჩაცმა ძილის წინ აუცილებელი და როგორ მოქმედებს ეს ფაქტორი ჩვენს სხეულსა და ძილის ხარისხზე.




შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევები იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს ხელისა და ფეხის ტემპერატურა ძილის ხარისხზე. ექსპერიმენტის დროს გამოიყენეს მრავალი ადამიანი და მათ გარკვეულ ნაწილს სთხოვეს, ძილის წინ ჩაეცვათ წინდები. აღმოჩნდა, რომ კიდურების სითბო დადებითად მოქმედებს როგორც მთელ სხეულზე, ასევე ტვინზე.





image




კიდურების სითბოს გავლენით, სისხლძარღვები ფართოვდება, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას, შედეგად კი ტვინი მშვიდდება და ძილიც მალე დგება.



ნაწილმა ეჭვი შეიტანა შვეიცარიელი მეცნიერების კვლევებში და გაჩნდა საპირისპირო აზრი, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს შიშველი ძილი მოსწონს და ფაქტი, მათ სულაც არ უშლის ხელს ჩაძინებაში. ამიტომ, გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ რამდენად უსაფრთხოა წინდებით ძილი და აქვს თუ არა მას მავნე შედეგები.



image




ექსპერტების თქმით, წინდებით ძილის დროს ვერ ხდება ვენტილაცია და ეს იწვევს ფეხის ოფლიანობას (რაც ხელს უწყობს სოკოსა და სხვა ინფექციების განვითარებას), სისხლის მიმოქცევის გაურესებასა და უსიამოვნო სუნს.



ალბათ ჩიხში შეხვედით, როგორც მედალს, ამ ფაქტორსაც- წინდებით ძილს, აქვს ორი მხარე, უბრალოდ საჭიროა სწორად შეარჩიოთ დრო და არ დაგავიწყდეთ ჰიგიენის ნორმების დაცვა.


image



გახსოვდეთ! - არასოდეს არ დაიძინოთ წინდებით, რომელიც დღის მანძილზე გეცვათ და აუცილებლად დაიბანეთ ფეხები ან გაიკეთეთ სპეციალური ვანები ძილის წინ. სწორად შეარჩიეთ წინდები. ის უნდა იყოს ან მატყლის (უფრო ყინვის დროს გამოსადეგი) ან ბამბის ქსოვილის და თავისუფალი, მჭიდრო წინდების ჩაცმას ექსპერტები არ გვირჩევენ, ვინაიდან სისხლის მიმოქცევას შეუშლის ხელს. ან შგიძლიათ შეიძინოთ წინდები, რომლებიც სპეციალურად არის ღამისა და მოგზაურობისთვის.


image



ასე, რომ თუ სწორად შეარჩევთ წინდას და ჰიგიენის ნორმებსაც დაიცავთ, ხარისხიანი და სწრაფი ძილიც არ დააყოვნებს. წინდების ჩაცმით კი შეუნარჩუნებთ სხეულს ტემპერატურას მთელი ღამის მანძილზე და გაყინული ფეხების გამო საპირფარეშოში სირბილსაც აიცილებთ თავიდან.




image



სხვათა შორის, ძველი ჩინური მედიცინაც ემხრობა წინდებით ძილს. აღმოსავლელი მკურნალების აზრით, ცივი ფეხები ერევა ჩვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიის ნორმალურ მიმოქცევაში.







იხილეთ აგრეთვე:



რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცისimage








აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმაimage









უძილობა სერიოზული პრობლემააimage



1
498
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
498
  
3 ნოემბერი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1