x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Forbes-მა 13 ყველაზე მაღალშემოსავლიანი მიცვალებული დაასახელა
image

ამ სიაში პირველად მოხვდა მომღერალი უიტნი ჰიუსტონი, რომელიც 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა.



სკანდალური ფილმის, "დატოვო ნევერლენდის" პრემიერის შემდეგაც კი, რა დროსაც 2009 წელს გარდაცვლილი მომღერალი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს პედოფილიაში, ვერ დაჩრდილა მისი პოზიცია. ერთი წლის განმავლობაში, ჯექსონის მემკვიდრეებმა მისი შემოქმედებიდან მიიღეს 60 მილიონი დოლარი .



მეორე ადგილზე მყოფი როკ -ენ-როლის მეფე ელვის პრესლი საგრძნობლად ჩამორჩება ლიდერს (39 მილიონი აშშ დოლარი). საუკეთესო სამეულში მოხვდა კომიქსების ავტორი ჩარლზ შულცი (38 მილიონი დოლარი). მეოთხე ადგილზეა გოლფის მოთამაშე არნოლდ პალმერი (30 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო მეხუთე-ლეგენდარული იამაიკელი, რეგის ყველაზე ცნობილი შემსრულებელი, ბობ მარლი (20 მილიონი დოლარი).



ტოპ 13-ში აგრეთვე მოხვდა მწერალი დოქტორი სიუზი (19 მილიონი აშშ დოლარი), "ბითლზის" წევრი ჯონ ლენონი (14 მილიონი აშშ დოლარი), მსახიობი მერილინ მონრო (13 მილიონი აშშ დოლარი), მომღერალი პრინცი (12 მილიონი დოლარი), რეპერები- ნიპსი ჰასლი (11 მილიონი აშშ დოლარი) და XXXTentacion (10 მილიონი $ ), მომღერალი უიტნი ჰიუსტონი (9, 5 მილიონი დოლარი) და მე -13 ადგილზეა კიდევ ერთი "ბითტლზი" -ჯორჯ ჰარისონი, რომლის შემოსავალი წელიწადში 9 მილიონი დოლარია.



წელს რეიტინგს გამოეთიშნენ ჰიუ ჰეფნერი, მუჰამედ ალი და ბეტი პეიჯი, რომლებიც გასულ წელს Forbes- ის სიაში იყვნენ.


0
180
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0