x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
მიამბე შენი სიზმრები და მე გეტყვი ვინ ხარ შენ

image
სიზმრის შინაარსი განდევნილი აზრების რეალიზაციას ემსახურება, ანუ სიზმრის შინაარსი ყოველთვის არის ჩვენი
ცხოვრების ისეთი მომენტებიდან როდესაც ორი ან მეტი, ერთმანეთის გამომრიცხავი აზრიდან
ან შეგრძნებიდან მხოლოდ ერთი გამოიყენე და სხვა დანარჩენი კი არაცნობიერში გადავიდა,
სწორედ ამ არაცნობიერში მყოფი აზრების და შეგრძნებების დამსახურებაა რომ ასეთი მრავალფეროვანი
სიზმრების ნახვა შეუძლია ადამიანს.


სიზმარში არ
არსებობს დროისა და სივრცის კანონები რაც ყველაფერს შესაძლებელს ხდის. მაგალითად: შესაძლებელია
22–ე საუკუნეში აღმოჩნდე, მომავალში, და შენ ისევ ახალგაზრდა იყო, ან პირიქით წარსულში
აღმოჩნდე, მოკლედ სიზმარში ყველაფერი შესაძლებელია და არანაირი კანონი ან ჩარჩო არ
მოქმედებს.


ყოველდღიურად ადამიანი უამრავ გარემოში და სიტუაციაში
იმყოფება და ამ ყველაფრის მიმართ შესაბამისი
აზრები და სურვილები უჩნდება მაგრამ არის ისეთი სურვილები და აზრები რომლის განხორციელებაც
არეულობას გამოიწვევს, მაგალითად: გაბრაზების
დროს ადამიანს შეიძლება რაიმე ძვირფასი ნივთის დამტვრევის აზრი/ სურვილი გაუჩნდეს,
მაგრამ არსებობს მეორე აზრი, რომ ეს ნივთი თუ გატეხა ამას დიდი პრობლემა მოჰყვება, თუ ამ ადამიანმა ეს ნივთი არ გატეხა, ამ შემთხვევაში
ის სურვილი არაცნობიერში გადავა რომელიც არ განახორციელა, ანუ ნივთის გატეხვის სურვილი.


ადამიანის ფსიქიკას გააჩნია დამცავი მეანიზმები რომლებიც
ამ ყველაფერს აკონტროლებს და შესაბამის ინფორმაციას აწვდის ცნობიერს რაც იმ დროს ყველაზე
უკეთესად მორგებულია გარემოსა და რეალობას, დანარჩენი აზრები და სურვილები არაცნობიერში
გადადის და ილექება, შემდეგ კი ძილში სიზმრის სახით განხორციელდება, რის შემდეგაც ადამიანი ნაწილობრივ იკმაყოფილებს გაუცნობიერებულ
სურვილებსს და ამით დაძაბულებო იკლებს. აქედან გამომდინარე სიზმრის შინაარსის მიხედვით
შეიძლება თითოეული ადამიანის დასაბუთება.


დე სანტესი ასეთ
ფორმულას აძლევს ამ დებულებას: ‘’მიამბე შენი სიზმრები და მე გეტყვი ვინ ხარ შენ’’.


ანუ ადამიანი სიზმრებს
თავისი ცხოვრების, თავისი გამოცდილების ინფორმაციის ხარჯზე ნახულობს და შესაძლებელია
ადამიანზე მსჯელობა, მისი სიზმრების შინაარსის მიხედვით.


სიზმარი რომ არ არსებობდეს ადამიანის მუდმივი დაძაბულობა
და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა იმდენად გაიზრდებოდა რომ მასზე მოქმედი რეალური სინამდვილის
ძალას დაჩრდილავდა და ადამიანი თავისი სუბიექტური განწყობის შესაბამისად დაიწყებდა
აზროვნებას, გრძნობასა და მოქმედებას. ადამიანი თავისი სუბიექტური განწყობის ნიადაგზე
აგებულ სამყაროში დაიწყებდა ცხოვრებას.


წყარო: ''ფსიქეა'' (გვერდი ფეისბუქზე)

სტატია მე მეკუთვნის

2
257
3-ს მოსწონს
ავტორი:freddy kruegerr
freddy kruegerr
257
  
2012, 4 აგვისტო, 0:43
ხო, შენ რასაც ამბობ ეს სიზმრის იოგაა და ეს საკმაოდ ძნელი საქმეა, საფრთხეებთან არ არის დაკავშირებული მაგრამ ძალიან რთილ გრაფიკში ცხოვრება არის საჭირო მაგ დროს, ბევრ რამეზე უარის თქმას მოითხოვს :))
2012, 3 აგვისტო, 18:10
სადრაც წაკითხული მაქვს რომ ინდიელებს სეეძლოთ სიზმრების მართვა მაგრამ რაღაც საფღთხეებთან იყო დაკავშირებული ეს საქმე.
0 1 2