x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ლუდსახარში „არგოს“ 40%-ის მფლობელი „Royal Swinkels Family Brewers“ გახდა
image


ლუდ­სა­ხარ­ში „არ­გოს“ 40% -ის შეს­ყიდ­ვით, ჰო­ლან­დი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ „Royal Swinkels Family Brewers“ პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი ევ­რო­პუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს კვე­ბით სექ­ტორ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 30 ოქ­ტომ­ბერს, ლუდ­სა­ხარშ „არ­გოს“ ქარ­ხა­ნა­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­დაც მხა­რე­ე­ბის მიერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­ი­მარ­თა.


რო­ი­ალ სვინ­კელ­სე­ბის ლუდ­სა­ხარშმა ბრენდ „ჰო­ლან­დი­ას“ წარ­მო­ე­ბის ლი­ცენ­ზია „არ­გოს“ 2017 წელს გა­დას­ცა. „არ­გოს“ სა­წარ­მო­ში, წი­ლის შეს­ყიდ­ვი­თა და მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ით კი ჰო­ლან­დი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის კი­დევ უფრო მე­ტად ზრდის დაჩ­ქა­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვილს გა­უს­ვა ხაზი. სვინ­კელ­სე­ბის ოჯა­ხის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო მათ­თვის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­წარ­მოო ქვეყ­ნად უნდა იქ­ცეს.


„არ­გოს“ ქარ­ხა­ნა­ში ხე­ლის მო­წე­რის ოფი­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ალს სვინ­კელ­სე­ბის ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვაც ეს­წრე­ბო­და.



„ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავს. მი­ხა­რია, რომ დღეს ვიმ­ყო­ფე­ბით ქარ­თულ სა­წარ­მო­ში, „არგო“ დიდი ხა­ნია ბა­ზარ­ზე ცნო­ბი­ლი ლუ­დია. დღეს ცნო­ბილ­მა ევ­რო­პულ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ინ­ვეს­ტი­ცია ლუდ­სა­ხარშ „არ­გო­ში“, რაც ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ იზი­დავს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს. ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვი­საც Roial Swinkelws-ის­თვის, რომ აწარ­მო­ონ ლუდი სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ა­საქ­მონ აქ მეტი ადა­მი­ა­ნი და თვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბის წყა­ლო­ბით აქი­დან გა­ი­ტა­ნონ სხვა­დას­ხვა ბაზ­რებ­ზე. ვუ­ლო­ცავ ორი­ვე ჯგუფს ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას“ - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­ტა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ნა­თია თურ­ნა­ვამ.


image


„Royal Swinkels Family Brewers“ ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სია, რო­მელ­საც სვინ­კელ­სე­ბის ოჯა­ხის შვი­დი თა­ო­ბა უძღვე­ბო­და. დღეს კი ის მო­ი­ცავს ლუდ­სა­ხარ­შებ­სა და გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, პიერ სვინ­კელ­სის თქმით, რო­ი­ალ სვინ­კელ­სე­ბის ლუდ­სა­ხარ­შის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბი­ან „არ­გოს“ ქარ­ხნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში.


image


„ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ჩვენ­თვის ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა და დიდ პო­ტენ­ცი­ალს ვხე­დავთ ჩვე­ნი ბრენ­დე­ბის­თვის. ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სა­მე­ფო ოჯა­ხის ხელ­ში არ­სე­ბულ­მა ლუდ­სა­ხარშმა გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცია, არის ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე. კომ­პა­ნია „არ­გოს“ მე­ნე­ჯმენ­ტმა დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ ამ კონ­კრე­ტულ ქარ­ხა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა მოგ­ვცემ­და გა­ცი­ლე­ბით მეტს, ვიდ­რე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სხვა ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს შექ­მნაა, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტზე გა­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა ძა­ლი­ან ბევრ ევ­რო­პულ ბრენ­დს და­ა­ინ­ტე­რე­სებს და სა­ქარ­თვე­ლოს­თან ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ.“ აღ­ნიშ­ნა პიერ სვინ­კელსმა.


ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა კომ­პა­ნია „არ­გოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა ვა­სილ სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, Royal Swinkels Family Brewers-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ინ­ვეს­ტი­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­აჩ­ნი­ათ, რად­გან ამ კუ­თხით მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა, რაც ქვეყ­ნის­თვის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლია.


image


„ძა­ლი­ან მნიშ­ვნლე­ო­ვა­ნი დღე იყო რო­გორც სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „არ­გოს­თვის“, ისე ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის. ეს არის პი­რად­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვი­და. ჩვენ რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და რო­ი­ალ სვინ­კელსთან, ამ ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩვე­ნი როლი ქარ­თუ­ლი ლუ­დის ბა­ზარ­ზე კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, ასე­ვე შევ­ძლებ­თა ავით­ვი­სოთ და­მა­ტე­ბი­თი სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბი. ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვი­საც.“, - გა­ნა­ცხა­და „არ­გოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვა­სილ სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა.

კას­ტე­ლის ლუდ­სა­ხარშმა ქარ­ხა­ნამ არ­გოს წარ­მო­ე­ბა 1994 წელს და­ი­წყო იგი ყვე­ლა­ზე დიდი ლუდ­სა­ხარ­ში კომ­პა­ნი­აა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი­თა და სა­ხე­ლით ოპე­რი­რებს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე: ახლა ლუდ­სა­ხარშს „არ­გოს ლუდ­სა­ხარ­ში კომ­პა­ნია“ ეწო­დე­ბა და მისი პორ­ტფო­ლიო ოთხ ბრენ­დს მო­ი­ცავს. ესე­ნია: „არგო“, „ჰერ­ცო­გი“, „ჰო­ლან­დია“ და „კი­ო­ნინგ პილ­სნე­რი“. ლუდ­სა­ხარშს 1 მი­ლი­ო­ნი ჰექ­ტო­ლიტ­რის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს და ჰყავს 335 თა­ნამ­შრო­მე­ლი.


R

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0