x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ დასცინა საბჭოთა სისტემას თვით გენერალურმა მდივანმა

imageგამოკითხვის შედეგად ბრეჟნევის მმართველობის ეპოქა საუკეთესოდ დასახელდა, არცაა გასაკვირი, ესაა ეპოქა, როდესაც არსად არაფერი იშოვება და ყველას ყველაფერი აქვს, ეს არის ეპოქა, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია ყვავის ყველგან და ყველაფერში "ცეკას" მდივნებიდან დაწყებული და დამლაგებლით დამთავრებული, ეს არის ეპოქა, როდესაც საბჭოთა მოქალაქეებს საერთოდ აღარ ეშინიათ და ღიად დასცინიან საბჭოთა სისტემას, სწორედ ამ პერიოდში ვრცელდება ხალხში საუკეთესო პოლიტიკური სატირა და ანეკდოტები.მიუხედავად ამისა, ალბათ ძნელი წარმოსადგენი იქნება ნებისმიერისთვის, რომ თურმე საბჭოთა სისტემას თვით ცეკას უმაღლეს ეშელონებში დასცინოდნენ.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლეონოდ ბრეჟნევს ჰყავდა ქალიშვილი გალინა, რომელიც საოცრად თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა, მუდმივი სკანდალებით დატანჯული ჰყავდა "ძია ლონია", ამის გარდა ბრეჟნევს ჰყავდა ძმისშვილი ლიუბოვ(ლუბა), უმცროსი ძმის, იაკობის ქალიშვილი, ლეონიდ ილიჩს ძალზე უყვარდა ძმისშვილი, თუმცა მას ვერ იტანდა ბრეჟნევის ცოლი ვიქტორია, რის გამოც კრელმში ლუბას "კონკია" შეარქვეს.

imageფოტოზე:ლუბა ბრეჟნევა



ლუბა ბრეჟნევას შეუყვარდა პოლკოვნიკი, სახელად ჰელმუტი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, გოგონა თხოვნით მივიდა ბიძასთან უფლება მიეცა გათხოვილიყო უცხოელზე და გაყოლოდა გერმანიაში, რაზეც ბრეჟნევმა უპასუხა:


"შენ გაგიშვებ და სხვებიც გაიქცევიან, დავრჩებით მე და კოსიგინი..კოსიგინიც პირველსავე შემთხვევაში "აითესება"(Тебя отпущу, и другие побегут. И останусь я один с Косыгиным. Да и Косыгин по возможности свалит)...

(ლუბა ბრეჟნევას მემუარებიდან)




ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია, რამხელა ირონია და დაცინვა გამოსჭვივის გამომპალი საბჭოთა სისტემის მიმართ, თვით პარტიის მთავარი იდეოლოგის -გენერალური მდივნის მხრიდან.


ლუბამ მაინც მოახერხა საზღვარგარეთ წასვლა, 1989 წელს ითხოვა საზღვარგარეთ ცხოვრების უფლება, 1990 წლიდან ის უკვე ამერიკაში ცხოვრობს, კერძოდ სან-ფრანცისკოში, სწორედ იქ გამოაქვეყნა ლუბა ბრეჟნევამ მემუარები.

image



1
1553
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1553
  
2019, 3 ნოემბერი, 0:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1