x
მეტი
  • 17.11.2019
  • სტატია:96628
  • ვიდეო:343716
  • სურათი:458538
წვრილმანები, რომლებიც სახლში წარმატებას მოგიტანთ და ენერგეტიკას გააუმჯობესებს: მარილის ნათურა, რკო
არსებობს უამრავი დეკორის ელემენტი, რომელიც არა მხოლოდ შენობას ამშვენებს, არამედ სახლში წარმატება მოაქვს და ცუდ ენერგიას განდევნის. თუ გსურთ, რომ სახლი დადებითი ენერგიით აავსოთ, შეგიძლიათ სახლში ინტერიერს რამდენიმე ნივთი შემატოთ.


image

საკმეველი

image


საკმევლის დანთება უძველესი დროიდან გამოიყენება და დღემდე სხვადასხვა კულტურაში გამოიყენება. პირველ რიგში, ასე სახლს ცუდი ენერგიიდან გაწმენდთ. როგორც კი კვამლი გაიფანტება, მთელი ნეგატივი გაქრება.


აკვარიუმი თევზებით

სახლში მდგომარეობის შეცვლა ისეთივე მარტივი იქნება, როგორც მაღაზიაში წასვლა და აკვარიუმის და რამდენიმე თევზის ყიდვა. ამ არსებას წარმატება მოაქვს, ამიტომ ფენ-შუის ყველა წესის მიხედვით აკვარიუმი მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება. თევზი ნებისმიერ უარყოფით ენერგიას შთანთქავს. ის ჯანმრთელობის, ბედნიერების, სიმდიდრის და აყვავების სიმბოლოდ ითვლება. თევზების რაოდენობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე ბედნიერი რიცხვია - 8 ან 9.


ბამბუკი

image

ფენ-შუიში ბამბუკი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება, რომ სახლში წარმატება და პოზიტიური ენერგია მოიზიდოთ. ეს მცენარე განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს და სახლში ჰარმონია და მშვიდობა მოაქვს. ასევე კარგია ორქიდეა, ფულის ხე და სხვადასხვა პალმა.


ნალი

image

ნალის კარზე დაკიდება უძველესი ტრადიციაა, რომ წარმატება მოიზიდონ. სასიამოვნოა იმის ჩათვლა, რომ შემოსასვლელ კარზე ნალის დაკიდებით წარმატება არასდროს დასრულდება.


თეთრი სალბი

image

საუკუნეების განმავლობაში სალბი ცუდი ენერგიის განსადევნად და სახლის უსაფრთხოების და არასასურველი ვიზიტორებისგან დასაცავად იყენებდნენ. ეს მცენარე სამკურნალო თვისებებს ფლობს და ნერვებს ეფექტურად ამშვიდებს, ამასთან ჰაერს კონფლიქტის შემდეგ წმენდს. სალბის თვისება მეცნიერებმაც აღიარეს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მცენარის დაწვა ჰაერში ბაქტერიების რაოდენობას 94%-ს გაანადგურებს. თქვენ უბრალოდ მცენარე უნდა დაწვათ და მას სახლის ყველა კუთხის შევსება უნდა აცადოთ.


ხილით სავსე ლარნაკი

image

ითვლება, რომ სხვადასხვა ხილი სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს. მაგალითად, ვაშლი მშვიდობასთან, ხოლო ატამი უკვდავებასთან ასოცირდება. ფენ-შუის სპეციალისტები ამბობენ: ოთახში 9 ფორთოხალი წარუმატებლობას განდევნის, ხოლო ამავე რაოდენობის ბროწეული ნაყოფიერებას ხელს უწყობს.


რკოები

image

ძველი დრუიდები თვლიდნენ, რომ რკო წმინდაა და მას წარმატებისთვის თან ატარებდნენ. ის დღემდე იყენებდა. სახლში რამდენიმე რკო მოათავსეთ. სპეციალისტების თქმით, მათ ბედის შემოტრიალება შეუძლიათ.


კრისტალები

image

სამკურნალო თვისებებით ცნობილი კრისტალები სახლში ვიბრაციას ზრდიან და სივრცეს დადებითი ენერგიით ავსებენ. სამზარეულოში სარდიონი ან აპატიტი დადეთ, სჯობს კულინარიული წიგნების გვერდით დადოთ, რომ სამზარეულოს პროცესში ენთუზიაზმი იგრძნოთ. აზურიტი და პირიტი სჯობს საწერ მაგიდასთან დადოთ - ეს კრისტალები ფოკუსირებას ხელს უწყობს და სახლში სიმდიდრეს იზიდავს. სააბაზანო ოთახში კოსმეტიკურ პროდუქტებთან ერთად ვარდისფერი კვარცი დადეთ: ის სახლში დადებით ენერგიას იზიდავს და საკუთარი თავის მიმართ სიყვარულსა და თავის მოვლას ხელს უწყობს. ამეთვისტო ძილის განწყობას ქმნის და დამშვიდებას ხელს უწყობს, ამიტომ საძინებელში განათავსეთ.


სიზმრების დამჭერი

image

პირველად ასეთი მიმზიდველი „ქსელები“ ძველ ამერიკულ ხალხში გამოჩნდა. მათი დანიშნულება კოშმარების და ავსულების დაჭერა და მძინარე ხალხის გაბედნიერება იყო.


მარილის ნათურა

დეკორატიული ნათურა ვარდისფერი ჰიმალაის მარილით ჯანმრთელობისთვის უზარმაზარი უპირატესობაა. მარილის ნათურა ჰაერის გასაწმენდად გამოიყენეთ. ის ალერგიულ რეაქციებს ამშვიდებს, განწყობას ზრდის და მშვიდ ძილს ხელს უწყობს.


სპილო

image

კეთილშობილური სპილო, რომელსაც უამრავი ადამიანი სიბრძნის და სიძლიერის სიმბოლოდ მიიჩნევს, შეიძლება თქვენს სახლშიც იპოვოთ, მშვიდობიან ვიბრაციებს ხელს უწყობს. გამოდგება როგორც ცხოველის ფიგურა, ასევე ხელოვნების ნიმუშები, სადაც სპილოა გამოსახული.


ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ამულეტად ბედნიერების ღილი

image

ავანტურინი: ქვის თვისება და ვის მოუტანს წარმატებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image

6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით

image

10 ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს და წარუმატებლობას იზიდავს

image

ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს

image

ისინი უბრალოდ შეუღწევადები არიან: 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნეგატიური ენერგეტიკის არეკვლა შეუძლიათ

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
418
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
418