x
მეტი
  • 23.11.2019
  • სტატია:96790
  • ვიდეო:343779
  • სურათი:458685
ყველაზე საშიში ლამაზმანები: 6 მებრძოლი გოგონა
სილამაზე, სიჯანსაღე და გრაცია ყოველთვის იქცევდა ქალების და მამაკაცების ყურადღებას. ვინ შეიძლება სჯობდეს სპორტსმენ გოგონას?-გოგონა, რომელსაც შეუძლია თავიც დაიცვას და ბრძოლას არ შეუშინდეს.image

1.ქალთა შერეული საბრძოლო ხელოვნების ლეგენდა რონდა როუზი

ამ გოგონამ თავისი სპორტული კარიერა ძიუდოთი დაიწყო. სპორტის სიყვარული მას დედამ ჩაუნერგა, რომელიც თავის მხრივ ასევე ძიუდოთი იყო გატაცებული და წარმატებებიც ჰქონდა ამ სპორტში. მან პატარაობიდანვე მიაჩვია როუზი ვარჯიშს. 17 წლის როუზი უკვე ძიუდოს ოლიმპიურ გუნდში ირიცხებოდა და მონაწილეთა შორის ასაკით ყველაზე პატარა იყო.

imageრიო დე ჟანეიროში გამართული მსოფლიო ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი აიღო, პეკინის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალი.


image

ამ წარმატებების შემდეგ როუზმა გადაწყვიტა ბედი ოქტაგონზეც ეცადა, როცა ქალთა შერეული საბრძოლო ხელოვნება ის-ის იყო ფეხს იკიდებდა. მან აქაც წარმატებას მიაღწია და ორგანიზაცია სტრაიკფოქსის ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ ის Ultimate Fighting Championship-ში გადავიდა და იქაც საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებდა ჩემპიონის ტიტულს. დღეს ის რესტლინგითაა დაკავებული და ფილმებშიც მონაწილეობს.image

2.ბრაზილიელი დერნ მაკკენზი

ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონი დერნ მაკკენზი აშშ-ში დაიბადა, სპორტულ ოჯახში. მამამისი-ველინგტონ “მეგატონ" დიასი გოგონას ადრეული ასაკიდან ავარჯიშებდა ჯიუ-ჯიცუში. 6 წლის გოგონა უკვე შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო 24 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

image16 წლისამ იუნიორთა რიგები დატოვა და ზრდასრულ მოწინააღმდეგეებს ხვდებოდა რინგზე. 52 კგ დერნმა გაბი გარსიას დამარცხებაც კი შეძლო, რომელიც მასზე მთელი 40 კგ-ით იყო მძიმე.imageის არის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჯიუ-ჯიცუში, Abu Dhabi World Pro-ს გამარჯვებული და IBJJF-ის რეიტინგში რამდენიმე წელი პირველობას ინარჩუნებდა. ამჟამად შერეული ორთაბრძოლებითაა დაკავებული, მის ანგარიშზე 7 მოგებაა და არცერთი წაგება.

image


3.კირა გრეისი - გრეისების ყოვლისშემძლე კლანიდან

ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში გრეისების კლანი ცნობილია. სწორედ გრეისების კლანმა მისცა მსოფლიოს ყველაზე მეტი რაოდენობის მებრძოლი, როგორც ორთაბრძოლის ძირითად სახეობაში, ისე ოქტაგონზე. კირა გრეისი პირველი ქალია ამ კლანიდან, რომელმაც ჯიუ-ჯიცუში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და 24 წლის ასაკში შავი ქამრის მფლობელი გახდა.

imageამჟამად ის ჯიუ-ჯიცუში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, ბრაზილიის ხუთგზის ჩემპიონი და გრეპლინგის სამგზის ჩემპიონია.

imageცოა ხნის წინ ხმა გავრცელდა, რომ ის ძალებს კრივშიც მოსინჯავს. შერეულ ორთაბრძოლებში ის ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა ინტერვიუებში ხშირად ახსენებს, რომ ამ თემით დაინტერესებულია.imageუნდა აღინიშნოს, რომ გრეისის ფოტოგადაღებაც იტაცებს და მის ალბომში ბევრი პიკანტური ფოტოცაა.


4.სამბისტი მარინა მოხნატკინა

შერეული ორთაბრძოლების ლამაზმანების უმრავლესობისგან განსხვავებით მარინა ორთაბრძოლებით ბავშობიდან არ დაინტერესებულა, თუმცა სპორტული ბავშვი იყო და ათლეტიზმს მისდევდა. 14 წლისა უკვე სპორტის ოსტატი იყო შორ დისტანციაზე რბენაში.

imageსამბოთი ის 2004 წელს დაინტერესდა. მასთან ერთად სექციაში კიდევ 15 გოგონა მივიდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მარინა დარჩა ბოლომდე.imageთუმცა ამას თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა: სპარინგში მარინა მამაკაცებს ხვდებოდა, რაც დადებითად აისახა მის ფიზიკურ მომზადებაზე. სპორტსმენი აღიარებს, რომ ძალიან უჭირდა და ცრემლებსაც ღვრიდა, სამაგიეროდ, მეტოქე ქალებთან გამარჯვების მოპოვებას უკვე იოლად ახერხებდა.

imageრუსეთის შვიდგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი სამბოში - ამჟამად შერეული ორთაბრძოლებითაა დაინტერესებული.


5.რომი ტარანგული-ძიუდოს და “ფლეიბოის" ვარსკვლავი

რომი 8 წლიდან მისდევს სპორტს. სწორედ ამ ასაკში შეიყვანეს ის მშობლებმა ძიუდოს სექციაში. ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო როცა სრულწლოვანი გახდა- უკვე ძიუდოს ვ არსკვლავად ითვლებოდა.

imageმის ანგარიშზეა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო.რომიმ თავი ეროტიკულ ფოტომოდელადაც მოსინჯა. 2008 წელს მას “ფლეიბოის" ფოტოსესიაში მონაწილეობა შესთავაზეს და უამრავი მამაკაცის გულის გასახარად მას უარი არ უთქვამს ამ შემოთავაზებაზე.

image თუ რომი სპორტულ კარიერას თავს დაანებებს, თავისი გარეგნული მონაცემების წყალობით ნამდვილად არ დაიკარგება.image

6.რეიჩელ ოსტოვიჩი-შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი

რეჩელიც სპორტულ ოჯახში დაიბადა და ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ძიუდოთი, თუმცა მისი მიღწევები გაცილებით მოკრძალებულია ამ სპორტში. მან მხოლოდ თავისი შტატის ჩემპიონობა შეძლო.

imageგოგონამ გადაწყვიტა ძიუდოდან Ultimate Fighting Championship-ში გადასულიყო, სადაც მის ანგარიშზე 4 მოგება და 4 წაგება ჩაიწერა.imageცოტა ხნის წინ ის სკანდალში გაეხვა. მას ქმარმა, ასევე შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა, სცემა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა, რის გამოც რეიჩელმა ორთაბრძოლებში მონაწილეობა ვეღარ მიიღო.imageრეიჩელი თავისი ექსტრავაგანტურობითაცაა ცნობილი. ერთ სპორტულ ღონისძიებაზე ის ქალი-საოცრებას კოსტიუმით გამოცხადა და მკერდი სილიკონის იმპლანტებით გაიდიდა.

3
1130
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1130
  
12 ნოემბერი, 2:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

5 ნოემბერი, 1:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 ნოემბერი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3