x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გსურთ სცადოთ ბედი? - მილიონერი გაჭირვებულს 150 000- დოლარიან ბინას ჩუქნის
image



ვინ არ ოცნებობს საცხოვრებელი ფართის შესახებ, თან ასევე სრულიად უფასოდ. ოცნება ოცნებად იყოს, მაგრამ თურმე ეს შესაძლებელია. ამჟამინდელი მილიონერები სულაც არ არიან ერთნაირები. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც ხალხისთვის არ ენანება ფული. იდუმალი მილიონერი, ეს არის ადამიანი, სახელად მარკო რობინსონი. ეს არის მომღიმარი სახის ადამიანი, რომელსაც ესმის, რომ საცხოვრებელი სახლი აქტუალური საკითხია უმეტესი ადამიანისთვის.



image


დღეს, მარკო ძალიან წარმატებული ბიზნესმენია. მას აქვს 150-ზე მეტი სახლი მთელს მსოფლიოში. ის დაქორწინებულია. გამდიდრებამდე ერთხელ ის სიღარიბის წინაშე აღმოჩნდა. ის საუბრობს იმაზე, თუ რამდენ ხანს იყო მისი ოჯახი ძალიან ღარიბი. ფული არ ქონდა, ზოგჯერ მას ქუჩაში დაძინებაც კი უწევდა. ის დღე ბედნიერი დღე იყო მისთვის, როცა კარგ ამინდში შესაძლებელი იყო თავისუფალი სკამის პოვნა დასაძინებლად.




image


მარკო ამბობს, რომ დღეს ხშირად ახალგაზრდებს უწევთ მშობლებთან ერთად მცირე ზომის ბინებში ცხოვრება. მათთვის ძნელია საკუთარი თავის პოვნა ცხოვრებაში და ძალიან რთულია ოჯახის შექმნა ასეთ პირობებში. მარკოს სურს, რომ ვინმეს საშუალება მისცეს, თავი დააღწიოს ამ მანკიერ წრეს.



image


ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. ბიზნესმენს სურს მაგალითი მისცეს სხვა მდიდარ ადამიანებს. ის მარტოს ვერ შეძლებს ყველას დახმარებას. ამასთან, მარკო დარწმუნებულია, რომ თუ ყველა მილიონერი ცოტათი მაინც გაუგებს მათ, ვისაც არაფერი აქვს, ცხოვრება ყველას გაუადვილდება. მდიდარი ადამიანისთვის, ერთი ბინა არაფერს ნიშნავს. მაგრამ ამან შეიძლება შეცვალოს ერთი ოჯახის ცხოვრება. ამიტომ მარკომ გადაწყვიტა ამ საინტერესო ნაბიჯის გადადგმა. მან გადაწყვიტა სრულად კეთილმოწყობილი ბინა, რომელიც ღირს 150 000 დოლარი აჩუქოს ვინმეს. ამავე დროს, ის მზადაა ძვირადღირებული საჩუქარი გადასცეს როგორც ოჯახს, ასევე მარტოხელა ადამიანს.



image


უფრო მეტიც, ბიზნესმენი ასევე აპირებს საცხოვრებლის გადასახადების გადახდას. აქედან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართის ახალ მფლობელს არ სჭირდება თავსატეხები იმაზე, თუ როგორ უნდა გადაიხადოს გადასახადები. ეს არის ძალიან კეთილშობილური საჩუქარი, რომლის შესახებაც მხოლოდ შეიძლება რომ იოცნებოთ. იმისათვის, რომ ყველაფერი სამართლიანი იყოს, მარკომ გადაწყვიტა შეარჩიოს გამარჯვებული პირდაპი ეთერში. ყველა მოქმედება ჩაიწერება კამერით. იგეგმება მთელი დოკუმენტური ფილმის გადაღება. 6 კვირის განმავლობაში მილიონერი გადაწყვეტს, ვინ გახდება ძვირადღირებული საჩუქრის მფლობელი.


იდეა არ არის ცუდი. მთავარია, რომ ყველაფერი არ გადაიქცეს რაიმე სახის შოუდ. ვიმედოვნებთ, რომ ის, ვისაც ბინა სჭირდება, ნამდვილად მიიღებს მას. მაგრამ, ალბათ, ასეთ აზრს ბევრი კრიტიკა მოყვება. პირველ რიგში, ვინმეს შეუძლია მილიონერი დაადანაშაულოს სანახაობის მოწყობაში. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაუგოთ თავად მარკოს. მას სურს ყურადღების გამახვილება მის იდეაზე. თუ იგი ჩუმად მისცემს ბინის გასაღებს ვინმეს, მაშინ ვერავინ შეამჩნევს. მთავარია, რომ სხვა მილიონერებმა მიაქციონ ყურადღებას არ ფაქტს. ასე რომ, არსებობს შანსი, რომ მათ მოისურვონ აიტაცონ მისი მაგალითი. თანდათანობით, კეთილი საქმეების რიცხვი იზრდება. მართლაც, ზოგჯერ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და სულ მცირე თანაგრძნობა იმათგან, ვინც ცხოვრებაში ბედნიერი და წარმატებულია.

0
718
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
718
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0